1 თესალონიკელები 4:1—18
4 ბოლოს, ძმებო, გთხოვთ და შეგაგონებთ უფალ იესოში, რაკი ისწავლეთ ჩვენგან, როგორ უნდა იაროთ+ და ასიამოვნოთ ღმერთს, როგორც დადიხართ კიდეც, ეს უფრო სრულად აკეთოთ,+
2 რადგან იცით ის მცნებები,+ რომლებიც უფალ იესოსგან გადმოგეცით.
3 ღვთის ნებაა, რომ განიწმინდოთ,+ მოერიდოთ სიძვას,+
4 რომ ყოველმა თქვენგანმა იცოდეს თავისი ჭურჭლის+ ფლობა სიწმინდითა+ და პატივით
5 და არა თავშეუკავებელი ვნებით+ იმ ხალხთა მსგავსად,+ რომლებიც არ იცნობენ ღმერთს,+
6 რათა არავინ მივიდეს იქამდე, რომ ძმა დააზარალოს და მისი უფლებები ხელყოს,+ რადგან ასეთებს იეჰოვა სჯის ყოველივე ამის გამო,+ როგორც უკვე გითხარით და საფუძვლიანადაც დაგიმოწმეთ.+
7 ღმერთმა უწმინდურებისკენ კი არ მოგვიწოდა, არამედ სიწმინდისკენ.+
8 ამიტომ უგულებელმყოფელი+ უგულებელყოფს არა ადამიანს,+ არამედ ღმერთს, რომელიც თავის წმინდა სულს+ გაძლევთ.
9 ძმათმოყვარეობაზე+ არ არის საჭირო თქვენთვის მოწერა, რადგან ღმერთმა+ გასწავლათ ერთმანეთის სიყვარული+
10 და ავლენთ კიდეც მას ძმების მიმართ მთელ მაკედონიაში. შეგაგონებთ, ძმებო, რომ განაგრძოთ ასე მოქცევა და ეს უფრო სრულად აკეთოთ,
11 მიზნად დაისახოთ, რომ მშვიდად იცხოვროთ,+ მიხედოთ თქვენს საქმეს+ და საკუთარი ხელით იშრომოთ,+ როგორც ჩვენ მოგითითეთ,
12 რათა წესიერად იაროთ+ გარეშეების წინაშე+ და არაფერი გაკლდეთ.+
13 გარდა ამისა, არ გვინდა, ძმებო, არ იცოდეთ სიკვდილის ძილით მიძინებულთა+ შესახებ, რათა არ წუხდეთ დანარჩენებივით, რომლებსაც იმედი არ გააჩნიათ.+
14 თუ გვწამს, რომ იესო მოკვდა და აღდგა,+ მაშინ მათაც, ვინც სიკვდილის ძილით დაიძინეს იესოსთან ერთობაში, ღმერთი მასთან ერთად მოიყვანს.+
15 ამას გეუბნებით იეჰოვას სიტყვით:+ ჩვენ, ვინც ცოცხლად დავრჩებით იმ დრომდე, როცა უფალი+ მოსული იქნება*, ვერ დავასწრებთ სიკვდილის ძილით მიძინებულებს,
16 რადგან უფალი თვითონ ჩამოვა ზეციდან+ მბრძანებლური მოწოდებით, მთავარანგელოზის+ ხმითა და ღვთის საყვირით+ და პირველები ქრისტეში მკვდრები აღდგებიან.+
17 შემდეგ კი ჩვენ, ცოცხლად დარჩენილები, მათთან ერთად+ ვიქნებით ატაცებულნი+ ღრუბლებში,+ რათა უფალს შევეგებოთ+ ჰაერში, რის შემდეგაც მუდამ უფალთან+ ვიქნებით.
18 მაშ, ანუგეშეთ ერთმანეთი ამ სიტყვებით.
სქოლიოები
^ ბერძნულად პარუსია. იხილეთ დანართი 3ბ.