1 თესალონიკელები 5:1—28

5  რაც შეეხება დროებსა და ვადებს,+ ძმებო, არ არის საჭირო, ამაზე რამე მოგწეროთ.  თქვენ თვითონაც კარგად იცით, რომ იეჰოვას დღე+ ზუსტად ისე მოვა, როგორც ღამე ქურდი.+  როცა+ ილაპარაკებენ, მშვიდობა+ და უსაფრთხოებაო, მაშინ დაატყდებათ თავს მოულოდნელი განადგურება,+ როგორც ორსულ ქალს — მშობიარობის ტკივილები,+ და თავს ვერ დააღწევენ.+  თქვენ კი, ძმებო, სიბნელეში არა ხართ,+ რომ იმ დღემ მოგისწროთ, როგორც ქურდებს,+  რადგან თქვენ სინათლის ძეები+ და დღის ძეები ხართ.+ ჩვენ არც ღამეს ვეკუთვნით და არც სიბნელეს.+  მაშ, ნუ დავიძინებთ+ დანარჩენების მსგავსად,+ არამედ გვეღვიძოს+ და ვიფხიზლოთ.+  მძინარეებს+ ღამით+ სძინავთ და ლოთები ღამით თვრებიან.  ჩვენ კი, ვინც დღეს ვეკუთვნით, ვიფხიზლოთ და შევიმოსოთ რწმენისა+ და სიყვარულის ჯავშნით,+ მუზარადად+ კი ხსნის იმედი გვქონდეს,+  ვინაიდან ღმერთმა რისხვისთვის+ კი არ განგვაწესა, არამედ ხსნის+ მისაღებად ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მეშვეობით.+ 10  ის ჩვენთვის მოკვდა,+ რათა, ვფხიზლობთ თუ გვძინავს, მასთან ერთად ვიცოცხლოთ.+ 11  ამიტომ ანუგეშეთ და აღაშენეთ ერთმანეთი,+ რასაც აკეთებთ კიდეც.+ 12  ახლა გთხოვთ, ძმებო, რომ პატივი სცეთ მათ, ვინც ირჯება თქვენ შორის, ვინც გხელმძღვანელობთ+ უფალში და შეგაგონებთ, 13  დიდად დააფასეთ ისინი სიყვარულით მათი საქმის გამო.+ მშვიდობიანად იყავით ერთმანეთში.+ 14  ამასთანავე, გევედრებით, ძმებო, შეაგონეთ წესრიგის დამრღვევები,+ ანუგეშეთ დამწუხრებული სულები,+ მხარი დაუჭირეთ სუსტებს, სულგრძელნი+ იყავით ყველას მიმართ. 15  იცოდეთ, ნურავის გადაუხადით სამაგიეროს,+ არამედ ისწრაფეთ, რომ კარგი გაუკეთოთ ერთმანეთსაც და სხვებსაც.+ 16  ყოველთვის ხარობდეთ;+ 17  განუწყვეტლივ ილოცეთ;+ 18  ყველაფრისთვის მადლობლები იყავით,+ რადგან ეს არის ღვთის ნება თქვენთვის ქრისტე იესოს მეშვეობით. 19  ანთებულ სულს ნუ ჩააქრობთ;+ 20  წინასწარმეტყველებას ნუ შეიძულებთ;+ 21  ყველაფერში დარწმუნდით;+ კარგს ჩაეჭიდეთ;+ 22  მოერიდეთ ყოველგვარ ბოროტებას.+ 23  სრულად განგწმინდოთ+ თვითონ მშვიდობის+ ღმერთმა და უმწიკვლობით იქნეს დაცული, ძმებო, თქვენი ყოველმხრივ ჯანსაღი სულისკვეთება*, სული* და სხეული იმ დროისთვის, როცა ჩვენი უფალი იესო ქრისტე მოსული იქნება*.+ 24  ის, ვინც მოგიწოდათ, ერთგულია და შეასრულებს კიდეც. 25  ძმებო, განაგრძეთ ჩვენთვის ლოცვა.+ 26  მოიკითხეთ ყველა ძმა წმინდა ამბორით.+ 27  სერიოზულ ვალდებულებას გაკისრებთ უფლის წინაშე, რომ ეს წერილი ყველა ძმას წაუკითხოთ.+ 28  გქონდეთ ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს წყალობა.+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — სული. ბერძნულად პნევმა. იხილეთ დანართი 2ბ.
ბერძნულად ფსიქე. იხილეთ დანართი 2ა.
ბერძნულად პარუსია. იხილეთ დანართი 3ბ.