1 იოანე 1:1—10

1  იმაზე, რაც დასაბამიდან იყო,+ რაც მოგვისმენია+ და საკუთარი თვალით გვინახავს,+ რასაც ჩავკვირვებივართ+ და ხელით შევხებივართ,+ სიცოცხლის სიტყვაზე+  (სიცოცხლე ცხადი გახდა.+ ჩვენ ვიხილეთ მარადიული სიცოცხლე, ვმოწმობთ+ მასზე და გაუწყებთ ამ მარადიულ სიცოცხლეს,+ რომელიც მამასთან იყო და ჩვენთვის გახდა ცხადი),  რაც ჩვენ ვიხილეთ და მოვისმინეთ, თქვენც გაუწყებთ,+ რათა თქვენც გქონდეთ მოზიარეობა ჩვენთან.+ ეს მოზიარეობა+ ჩვენ მამასთან და მის ძესთან, იესო ქრისტესთან გვაქვს.+  გწერთ ამას, რათა სრული იყოს ჩვენი სიხარული.+  აი ცნობა, რომელიც მისგან მოვისმინეთ და რომელსაც გიცხადებთ:+ ღმერთი სინათლეა+ და არანაირი სიბნელე არ არის მასში.+  თუ ვამბობთ, რომ მასთან მოზიარეობა გვაქვს და, ამავე დროს, ბნელში დავდივართ,+ ვცრუობთ და არ ვიქცევით ჭეშმარიტების თანახმად,+  მაგრამ თუ სინათლეში დავდივართ, როგორც ის არის სინათლეში,+ მოზიარეობა გვაქვს ერთმანეთთან+ და მისი ძის, იესოს სისხლი+ გვწმენდს+ ყოველგვარი ცოდვისგან.+  თუ ვამბობთ, რომ უცოდველები ვართ,+ თავს ვიტყუებთ+ და ჭეშმარიტება არ არის ჩვენში.  თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს,+ ის გვაპატიებს ცოდვებს და განგვწმენდს ყოველგვარი უმართლობისგან, რადგან ერთგული და მართალია.+ 10  თუ ვამბობთ, რომ არ შეგვიცოდავს, ის ცრუდ გამოგვყავს და მისი სიტყვა არ არის ჩვენში.+

სქოლიოები