1 იოანე 2:1—29

2  ჩემო შვილებო, ამას იმიტომ გწერთ, რომ ცოდვა არ ჩაიდინოთ,+ მაგრამ, თუ ვინმე მაინც შესცოდავს, გვყავს დამხმარე+ მამასთან, მართალი იესო ქრისტე.+  ის შერიგების+ მსხვერპლია+ ჩვენი ცოდვებისთვის+ და არა მხოლოდ ჩვენი,+ არამედ მთელი ქვეყნიერების ცოდვებისთვის.+  თუ მის მცნებებს ვიცავთ, ამით ვიგებთ, რომ შევიცანით იგი.+  ვინც ამბობს, ის შევიცანიო,+ მის მცნებებს+ კი არ იცავს, მატყუარაა და ჭეშმარიტება არ არის მასში,+  ხოლო ვინც მის სიტყვას იცავს,+ ღვთის სიყვარულმა ჭეშმარიტად სრულყოფილებას მიაღწია მასში.+ აქედან ვიგებთ, რომ ერთობაში ვართ მასთან.+  ვინც ამბობს, რომ ერთობაში+ რჩება მასთან, ვალდებულია ისევე მოიქცეს, როგორც ის იქცეოდა.+  საყვარელნო, ახალ მცნებას კი არა გწერთ, არამედ ძველს,+ რომელიც დასაწყისიდანვე გაქვთ.+ ეს ძველი მცნება ის სიტყვაა, რომელიც მოისმინეთ.  ამასთანავე, გწერთ ახალ მცნებას, რაც ჭეშმარიტია როგორც მის, ისე თქვენ შემთხვევაში, რადგან სიბნელე+ გადადის და ჭეშმარიტი სინათლე+ უკვე ანათებს.  ვინც ამბობს, რომ სინათლეში იმყოფება, თავისი ძმა კი სძულს,+ კვლავაც სიბნელეშია.+ 10  ვისაც თავისი ძმა უყვარს, სინათლეში რჩება+ და მისთვის არაფერია დამაბრკოლებელი,+ 11  მაგრამ ვისაც სძულს თავისი ძმა, სიბნელეში იმყოფება,+ სიბნელეში დადის და არ იცის, საით მიდის,+ რადგან სიბნელემ თვალები დაუბრმავა. 12  თქვენ გწერთ, შვილებო, რადგან მოგეტევათ ცოდვები მისი სახელის გულისთვის.+ 13  თქვენ გწერთ, მამებო, რადგან უკვე შეიცანით ის, ვინც დასაბამიდან არის;+ თქვენ გწერთ, ყმაწვილკაცებო,+ რადგან ბოროტსა სძლიეთ;+ თქვენ გწერთ, ბავშვებო,+ რადგან უკვე შეიცანით მამა;+ 14  თქვენ გწერთ, მამებო,+ რადგან უკვე შეიცანით ის, ვინც დასაბამიდან არის;+ თქვენ გწერთ, ყმაწვილკაცებო, რადგან ძლიერები ხართ,+ ღვთის სიტყვა რჩება თქვენში+ და ბოროტსა სძლიეთ.+ 15  ნუ გეყვარებათ ქვეყნიერება და ნურც ის, რაც ქვეყნიერებაშია.+ ვისაც ქვეყნიერება უყვარს, მას მამა არ უყვარს;+ 16  ყველაფერი, რაც ქვეყნიერებაშია+ — ხორცის სურვილი,+ თვალთა სურვილი+ და ქონებით ტრაბახი+ — მამისგან კი არა, ქვეყნიერებისგანაა.+ 17  გადადის ქვეყნიერებაც და მისი სურვილებიც,+ ღვთის ნების შემსრულებელი+ კი სამარადისოდ რჩება.+ 18  შვილებო, ახლა უკანასკნელი საათია+ და, როგორც უკვე მოისმინეთ, ანტიქრისტე მოდის,+ უკვე მოვიდა კიდეც მრავალი ანტიქრისტე;+ აქედან ვიგებთ, რომ უკანასკნელი საათია. 19  ისინი ჩვენგან გავიდნენ, მაგრამ ჩვენიანები არ იყვნენ,+ რადგან ჩვენიანები რომ ყოფილიყვნენ, ჩვენთან დარჩებოდნენ,+ მაგრამ გავიდნენ, რათა გამოჩენილიყო, რომ ყველა ჩვენიანი არ არის.+ 20  თქვენი ცხება კი წმინდისგან არის,+ ყველას გაქვთ ცოდნა.+ 21  იმიტომ კი არ გწერთ, რომ ჭეშმარიტება არ იცით,+ არამედ იმიტომ, რომ იცით+ და ჭეშმარიტებიდან არავითარი სიცრუე არ მომდინარეობს.+ 22  ვინ არის ცრუ, თუ არა ის, ვინც უარყოფს, რომ იესო არის ქრისტე?+ ვინც მამასა და ძეს უარყოფს,+ ანტიქრისტეა.+ 23  ვინც ძეს უარყოფს, მას არც მამა ჰყავს;+ ვინც ძეს აღიარებს,+ მას მამაც ჰყავს.+ 24  თქვენ კი გეუბნებით: დარჩეს თქვენში, რაც დასაწყისიდან მოგისმენიათ.+ თუ დასაწყისიდან მოსმენილი თქვენში რჩება, თქვენც ერთობაში+ იქნებით ძესთან და მამასთან.+ 25  და აი, დანაპირები, რომელსაც თვითონ დაგვპირდა — მარადიული სიცოცხლე.+ 26  ამას იმათზე გწერთ, ვინც ცდილობს, შეცდომაში შეგიყვანოთ.+ 27  რაც შეგეხებათ თქვენ, მისგან მიღებული ცხება+ თქვენში რჩება და სწავლება არავისგან გჭირდებათ.+ როგორც მისგან მიღებული ცხება გასწავლით ყოველივეს+ (ის ჭეშმარიტია+ და არა ცრუ) და როგორც მან გასწავლათ, მასთან ერთობაში+ დარჩით. 28  ასე რომ, შვილებო,+ დარჩით მასთან ერთობაში,+ რათა მისი გამოცხადებისას+ თამამად შეგვეძლოს ლაპარაკი,+ არ ვიქნეთ შერცხვენილნი და მისგან ჩამოშორებულნი, როცა ის მოსული იქნება*.+ 29  თუ იცით, რომ ის მართალია,+ ისიც გეცოდინებათ, რომ ყველა სიმართლის მქმნელი მისგან არის შობილი.+

სქოლიოები

ბერძნულად პარუსია. იხილეთ დანართი 3ბ.