1 იოანე 3:1—24

3  ნახეთ, როგორი სიყვარული+ გამოავლინა მამამ ჩვენდამი, რათა ღვთის შვილებად ვიწოდებოდეთ+ და ვართ კიდეც მისი შვილები. ქვეყნიერება+ იმიტომ არ გვიცნობს, რომ ის არ შეუცნია.+  საყვარელნო, ახლა ჩვენ ღვთის შვილები ვართ,+ მაგრამ ჯერ ცხადი არ გამხდარა, როგორები ვიქნებით.+ ვიცით, რომ მისი გამოცხადებისას+ მისი მსგავსნი ვიქნებით,+ რადგან ვიხილავთ მას ისეთს, როგორიც არის.+  ვინც ამ იმედს ამყარებს მასზე, წმინდა ხდება,+ როგორც ის არის წმინდა.+  ვინც სცოდავს,+ უკანონობას სჩადის,+ ასე რომ, ცოდვა+ უკანონობაა.  ისიც იცით, რომ ის ჩვენი ცოდვების ჩამოსაშორებლად+ გამოჩნდა და მასში არ არის ცოდვა.+  ვინც ერთობაში რჩება მასთან,+ არ სცოდავს.+ მას, ვინც სცოდავს, არც უხილავს იგი და არც შეუცნია.+  შვილებო, არავინ შეგაცდინოთ; სიმართლის მოქმედი მართალია ისევე, როგორც ის არის მართალი.+  შემცოდველი ეშმაკისგან არის, რადგან ეშმაკი დასაბამიდან სცოდავს.+ ღვთის ძე სწორედ იმიტომ გამოჩნდა,+ რომ დაემსხვრია ეშმაკის საქმეები.+  ღვთისგან შობილი არ სცოდავს,+ რადგან ღვთის ნაყოფიერი თესლი რჩება მასში და არ შეუძლია ცოდვის ჩადენა, რადგან ღვთისგან არის შობილი.+ 10  ამით ამოიცნობიან ღვთის შვილები და ეშმაკის შვილები: ვინც სიმართლით+ არ იქცევა და ვისაც თავისი ძმა არ უყვარს, ღვთისგან არ არის,+ 11  რადგან დასაწყისიდანვე მოგისმენიათ,+ რომ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი,+ 12  მაგრამ არა კაენის მსგავსად, რომელიც ბოროტისგან იყო და დაუნდობლად მოკლა+ თავისი ძმა. მერედა რისი გულისთვის მოკლა? იმისთვის, რომ მისი საქმეები ბოროტი+ იყო, მისი ძმისა კი — მართალი.+ 13  ნუ გაგიკვირდებათ, ძმებო, ქვეყნიერებას რომ სძულხართ.+ 14  ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით,+ რადგან ძმები გვიყვარს,+ ვისაც არ უყვარს, სიკვდილში რჩება;+ 15  ვისაც თავისი ძმა სძულს,+ მკვლელია;+ თქვენ კი იცით, რომ არც ერთ მკვლელში+ არ რჩება მარადიული სიცოცხლე.+ 16  იმით შევიცანით სიყვარული,+ რომ მან თავისი სული* გაწირა ჩვენთვის;+ ჩვენც ვალდებულნი ვართ, ჩვენი სულები გავწიროთ ძმებისთვის.+ 17  თუ ვინმეს საარსებო საშუალება აქვს,+ ძმას კი გაჭირვებაში ხედავს,+ მაგრამ თანაგრძნობის კარს უკეტავს,+ როგორღა რჩება მასში ღვთის სიყვარული?+ 18  შვილებო, გვიყვარდეს+ არა სიტყვითა და ენით,+ არამედ საქმითა+ და ჭეშმარიტებით.+ 19  ამგვარად გვეცოდინება, რომ ჭეშმარიტებისგან+ ვართ და გულდაჯერებულები ვიქნებით მის წინაშე 20  ყველაფერში, რაშიც ჩვენი გული გვდებს მსჯავრს,+ რადგან ღმერთი ჩვენს გულებზე დიდია და მან ყველაფერი იცის.+ 21  საყვარელნო, თუ ჩვენი გული არ გვდებს მსჯავრს, თამამად ვილაპარაკებთ ღვთის წინაშე+ 22  და რასაც კი ვთხოვთ, ვიღებთ მისგან,+ რადგან ვიცავთ მის მცნებებს და ვაკეთებთ იმას, რაც მოსაწონია მის თვალში.+ 23  მისი მცნება კი ის არის, რომ გვწამდეს მისი ძის, იესო ქრისტეს სახელი+ და გვიყვარდეს ერთმანეთი ისე,+ როგორც მან დაგვიდო მცნებად. 24  უფრო მეტიც, ვინც მის მცნებებს იცავს, ერთობაში რჩება მასთან და ისიც ერთობაშია ასეთ ადამიანთან;+ ის რომ ერთობაში რჩება ჩვენთან,+ ვიგებთ სულით,+ რომელიც მან მოგვცა.

სქოლიოები

ბერძნულად ფსიქე. იხილეთ დანართი 2ა.