1 იოანე 5:1—21

5  ვისაც სწამს, რომ იესო არის ქრისტე, ღვთისგან არის შობილი,+ და ვისაც მშობელი უყვარს, მისგან შობილიც უყვარს.+  ღვთის შვილები+ რომ გვიყვარს,+ იქიდან ვიგებთ, რომ გვიყვარს ღმერთი და მის მცნებებს ვასრულებთ,+  რადგან ღვთის სიყვარული+ ის არის, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს,+ მისი მცნებები კი დამამძიმებელი არ არის.+  ყოველივე, რაც ღვთისგან არის შობილი,+ სძლევს ქვეყნიერებას;+ ჩვენი რწმენით+ გავიმარჯვეთ+ და ვძლიეთ+ ქვეყნიერებას.  ვინ არის ქვეყნიერების+ მძლეველი,+ თუ არა ის, ვისაც სწამს,+ რომ იესო ღვთის ძეა?+  ის, იესო ქრისტე, წყლითა და სისხლით მოვიდა, მხოლოდ წყლით+ კი არა, წყლითა და სისხლით.+ სული+ მოწმობს, რადგან სული ჭეშმარიტებაა,  რადგან მოწმე სამია:  სული,+ წყალი+ და სისხლი,+ და ეს სამი ერთმანეთთან თანხმობაშია.+  თუ ადამიანთა დამოწმებას ვიღებთ,+ ღვთის დამოწმება უფრო დიდია, რადგან ღვთის დამოწმება ის არის, რომ მან თავის ძეზე დაამოწმა.+ 10  ვისაც ღვთის ძე სწამს, მან პირადად მიიღო დამოწმება.+ ვისაც ღმერთი არა სწამს, ცრუდ გამოჰყავს იგი,+ რადგან არა სწამს ღვთის, როგორც მოწმის+ დამოწმება+ თავის ძეზე. 11  დამოწმება კი ის არის, რომ ღმერთმა მარადიული სიცოცხლე მოგვცა+ და ეს სიცოცხლე მის ძეშია.+ 12  ვისაც ძე ჰყავს, აქვს ეს სიცოცხლე; ვისაც ღვთის ძე არა ჰყავს, არც ეს სიცოცხლე აქვს.+ 13  ამას იმიტომ გწერთ, რომ იცოდეთ: თქვენ მარადიული სიცოცხლე გაქვთ,+ თქვენ, ვისაც გწამთ ღვთის ძის სახელი.+ 14  და დარწმუნებული ვართ მასში,+ რომ რაც უნდა ვთხოვოთ მისი ნებისამებრ, ის გვისმენს.+ 15  უფრო მეტიც, თუ ვიცით, რომ რასაც უნდა ვთხოვდეთ, ის გვისმენს,+ ისიც ვიცით, რომ რაც ვითხოვეთ, გვექნება, რადგან ვთხოვეთ მას.+ 16  თუ ვინმე ხედავს, რომ თავისი ძმა არასასიკვდილო ცოდვას სჩადის,+ ითხოვოს და ღმერთი მისცემს მას სიცოცხლეს,+ მას, ვინც არასასიკვდილო ცოდვას სჩადის.+ არსებობს სასიკვდილო ცოდვაც. ასეთ ცოდვასთან დაკავშირებით არ ვეუბნები, ითხოვე-მეთქი.+ 17  ყოველგვარი უმართლობა ცოდვაა;+ მაგრამ არსებობს არასასიკვდილო ცოდვაც. 18  ვიცით, რომ ყოველი, ვინც ღვთისგან არის შობილი,+ ცოდვას არ სჩადის; ღვთისგან შობილი*+ იცავს მას და ბოროტი ვერ იპყრობს მას.+ 19  ვიცით, რომ ღვთისგან ვართ,+ მთელი ქვეყნიერება კი ბოროტის ხელშია.+ 20  ისიც ვიცით, რომ მოვიდა ღვთის ძე+ და მოგვცა გონება,+ რათა შევიცნოთ ის, ვინც ჭეშმარიტია.+ მისი ძის, იესო ქრისტეს მეშვეობით ჩვენ ერთობაში+ ვართ ჭეშმარიტთან. ეს არის ჭეშმარიტი+ ღმერთი და მარადიული სიცოცხლე.+ 21  შვილებო, თავი დაიცავით კერპებისგან.+

სქოლიოები

„ღვთისგან შობილი“ არის იესო ქრისტე, ღვთის ძე, როგორც ეს პირველ მუხლშია.