1 კორინთელები 1:1—31

1  პავლე, ღვთის ნებით+ იესო ქრისტეს მოციქულად მოწოდებული,+ და ძმა სოსთენე+  ღვთის კრებას კორინთში,+ თქვენ, ქრისტე იესოში განწმენდილებს,+ წმინდებად მოწოდებულებსა+ და ყველას, ვინც ყველგან მოუხმობს უფალ იესო ქრისტეს სახელს,+ რომელიც მათი უფალიც არის და ჩვენიც:+  წყალობა+ და მშვიდობა+ თქვენ ღვთისგან, ჩვენი მამისგან, და უფალ იესო ქრისტესგან.+  ყოველთვის ვმადლობ ღმერთს თქვენთვის, იმ წყალობის+ გამო, რომელიც ღმერთმა ქრისტე იესოში თქვენ მიმართ გამოავლინა;+  ყოველმხრივ რომ გამდიდრდით+ მასში — სრულად მოგეცათ ლაპარაკის შესაძლებლობა და ცოდნა,+  რადგან ქრისტეს+ შესახებ მოწმობა განმტკიცდა თქვენში —  და მოუთმენლად ელით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს გამოცხადებას+ და არ გაკლიათ არავითარი ძღვენი.+  ის განგამტკიცებთ+ აღსასრულამდე, რათა ბრალდაუდებლები+ იყოთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს+ დღეს.+  ერთგულია ღმერთი,+ რომელმაც მოგიწოდათ, რომ მოზიარეობა გქონდეთ+ მის ძესა და ჩვენს უფალ იესო ქრისტესთან. 10  ძმებო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით+ შეგაგონებთ,+ რომ ყველა ერთსა და იმავეს ლაპარაკობდეთ+ და არ იყოს განხეთქილება+ თქვენ შორის, არამედ გაერთიანებულნი იყოთ გონებითა და აზრით,+ 11  რადგან ქლოეს ოჯახისგან შევიტყვე,+ ძმებო, რომ უთანხმოებებია თქვენ შორის. 12  იმას ვგულისხმობ, რომ თითოეული თქვენგანი ამბობს: „მე პავლესი ვარ“, „მე — აპოლოსისა“,+ „მე — კეფასი“, „მე კი — ქრისტესი“. 13  ქრისტე დაყოფილია.+ განა პავლე გააკრეს თქვენი გულისთვის ბოძზე? ან განა პავლეს სახელით მოინათლეთ?+ 14  მადლობელი ვარ, რომ კრისპუსისა+ და გაიუსის+ გარდა, არც ერთი თქვენგანი არ მომინათლავს. 15  ვერავინ იტყვით, შენი სახელით მოვინათლეთო. 16  სტეფანასის+ ოჯახიც მოვნათლე, მაგრამ არ მახსოვს, მოვნათლე კიდევ ვინმე თუ არა. 17  ქრისტემ მოსანათლავად კი არ გამომგზავნა,+ არამედ სასიხარულო ცნობის საუწყებლად, მაგრამ არა ბრძნული ლაპარაკით,+ რათა უსარგებლო არ გამხდარიყო ქრისტეს წამების ბოძი*. 18  წამების ბოძზე ლაპარაკი უგუნურებაა+ მათთვის, ვინც იღუპება,+ მაგრამ ჩვენთვის, ვინც გადავრჩებით,+ ღვთის ძალაა,+ 19  რადგან დაწერილია: „ბრძენთა სიბრძნეს მოვსპობ+ და ჭკვიანთა ჭკუას+ უკუვაგდებ“.+ 20  სად არის ბრძენი? სად არის მწიგნობარი?+ სად არის ქვეყნიერების*+ მოკამათე?+ განა ღმერთმა უგუნურებად არ აქცია ქვეყნიერების სიბრძნე?+ 21  ღვთიური სიბრძნით იყო, რომ ქვეყნიერებამ თავისი სიბრძნით+ ვერ შეიცნო ღმერთი+ და ღმერთმა მოისურვა, უგუნურების+ ქადაგებით ეხსნა მორწმუნეები. 22  იუდეველები ნიშნებს+ ითხოვენ, ბერძნები სიბრძნეს ეძებენ,+ 23  ჩვენ კი ვქადაგებთ ბოძზე გაკრულ ქრისტეს,+ რაც იუდეველებისთვის დაბრკოლებაა,+ უცხოტომელებისთვის — უგუნურება,+ 24  ხოლო მოწოდებულებისთვის, იუდეველებისთვისაც და ბერძნებისთვისაც, ქრისტე ღვთის ძალა+ და ღვთის სიბრძნეა,+ 25  რადგან ღვთის „უგუნურება“ ადამიანებზე ბრძენია და ღვთის „სისუსტე“ — ადამიანებზე ძლიერი.+ 26  თქვენ ხედავთ, ძმებო, ვინა ხართ მისგან მოწოდებულნი:+ ბევრი არა ხართ ხორციელად ბრძენნი,+ ბევრი არა ხართ ძლიერნი+ და ბევრი არა ხართ დიდგვაროვანნი. 27  ღმერთმა ქვეყნიერების უგუნურები ამოირჩია+ ბრძენთა შესარცხვენად და ქვეყნიერების სუსტები ამოირჩია ძლიერთა შესარცხვენად.+ 28  ღმერთმა ისინი ამოირჩია, ვინც ქვეყნიერებაში მდაბიოები, დამცირებულები და არარსებულები არიან,+ რათა ბოლო მოუღოს+ არსებულებს, 29  რომ არც ერთმა ხორციელმა არ დაიკვეხნოს+ ღვთის წინაშე. 30  თქვენ მისი მეშვეობით ხართ ერთობაში ქრისტე იესოსთან, რომელიც ჩვენთვის გახდა სიბრძნე+ ღვთისგან, სიმართლე,+ სიწმინდე+ და გამოსასყიდით გამათავისუფლებელი,+ 31  რათა იყოს ისე, როგორც დაწერილია: „ვინც ამაყობს, იეჰოვათი იამაყოს“.+

სქოლიოები

იხილეთ დანართი 3გ.
ბერძნულად ეონ, რაც ნიშნავს გარკვეულ სისტემას ან წყობას.