1 კორინთელები 10:1—33

10  არ მინდა, არ იცოდეთ, ძმებო, რომ ჩვენი წინაპრები ყველანი ღრუბელქვეშ იყვნენ,+ ყველამ გადაკვეთა ზღვა+  და ყველა მოინათლა მოსეში+ ღრუბლითა და ზღვით,  ყველა ერთსა და იმავე სულიერ საკვებს ჭამდა+  და ყველა ერთსა და იმავე სულიერ სასმელს სვამდა.+ იმ სულიერი კლდიდან+ სვამდნენ, რომელიც მათ თან დაჰყვებოდა, და ის კლდე+ ქრისტეს განასახიერებდა.+  მიუხედავად ამისა, ღმერთმა არ მოიწონა+ მათი უმრავლესობა და ისინი უდაბნოში დაეცნენ.+  ეს ჩვენთვის გაკვეთილია, რათა ბოროტი+ არ მოვისურვოთ მათ მსგავსად.  არც კერპთაყვანისმცემლები გავხდეთ ზოგიერთი მათგანის მსგავსად,+ როგორც დაწერილია: „დასხდა ხალხი საჭმელად და სასმელად, შემდეგ ადგნენ და ცეკვა-თამაში გამართეს“;+  ნურც ვიმეძავებთ, როგორც ზოგიერთი მათგანი მეძაობდა+ და ოცდასამი ათასი დაეცა ერთ დღეში;+  ნურც იეჰოვას+ გამოვცდით, როგორც ზოგიერთმა მათგანმა გამოსცადა+ და გველებისგან დაიღუპნენ;+ 10  ნურც ვიდრტვინებთ, როგორც ზოგიერთი მათგანი დრტვინავდა+ და შემმუსვრელისგან დაიღუპნენ.+ 11  რაც მათ დაემართათ, ჩვენთვის გაკვეთილია და ჩვენ გასაფრთხილებლად დაიწერა,+ რომლებზეც ქვეყნიერების* აღსასრულმა+ მოაწია. 12  ამიტომ, ვინც ფიქრობს, რომ დგას, გაფრთხილდეს, რომ არ დაეცეს.+ 13  არ გქონიათ ცდუნება, გარდა ადამიანურისა,+ თანაც ღმერთი ერთგულია+ და არ დაუშვებს ისეთ ცდუნებას, რომელიც თქვენს შესაძლებლობას აღემატება,+ და გამოსავალსაც+ მოგცემთ, რომ მოითმინოთ. 14  ამიტომ, ჩემო საყვარელნო, გაექეცით+ კერპთაყვანისმცემლობას.+ 15  გელაპარაკებით, როგორც საღად მოაზროვნეებს.+ თავად განსაჯეთ, რასაც ვამბობ. 16  განა კურთხევის სასმისი,+ რომელსაც ვაკურთხებთ, იმას არ ნიშნავს, რომ ქრისტეს სისხლს ვეზიარებით? განა პური, რომელსაც ვამტვრევთ,+ იმას არ ნიშნავს, რომ ქრისტეს სხეულს ვეზიარებით?+ 17  პური ერთია და რადგან ერთ პურსა ვჭამთ,+ ჩვენც ერთი სხეული ვართ,+ თუმცა ბევრნი ვართ.+ 18  შეხედეთ ხორციელ ისრაელს:+ განა წილი არა აქვს სამსხვერპლოსთან მას, ვინც მსხვერპლსა ჭამს?+ 19  მაშ, რა ვთქვა? განა კერპთშენაწირი ნიშნავს რამეს ან განა კერპი ნიშნავს რამეს?+ 20  არა, მე იმას ვამბობ, რომ ყველაფერს, რასაც უცხოტომელები სწირავენ, დემონებს სწირავენ+ და არა ღმერთს. მე კი არ მინდა, დემონების თანაზიარნი გახდეთ.+ 21  შეუძლებელია იეჰოვას სასმისსაც სვამდეთ+ და დემონების სასმისსაც. შეუძლებელია „იეჰოვას სუფრიდანაც“+ ჭამდეთ და დემონების სუფრიდანაც. 22  თუ „იეჰოვას განრისხებას ვბედავთ“?+ განა მასზე ძლიერები+ ვართ? 23  ყველაფერი ნებადართულია, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია.+ ყველაფერი ნებადართულია,+ მაგრამ ყველაფერი როდი აშენებს.+ 24  თითოეულმა ის კი არ ეძებოს, რაც თავისთვისაა სასარგებლო,+ არამედ ის, რაც სხვისთვისაა სასარგებლო.+ 25  ყველაფერი, რაც ხორცის ბაზარში იყიდება, ჭამეთ+ და ნუ გამოიძიებთ თქვენი სინდისის გამო,+ 26  რადგან „იეჰოვასია+ დედამიწა და ყველაფერი, რაც მასზეა“.+ 27  თუ ურწმუნო დაგპატიჟებთ და მოისურვებთ მასთან წასვლას, ყველაფერი ჭამეთ, რასაც წინ დაგიდებენ,+ ნურაფერს გამოიძიებთ თქვენი სინდისის გამო,+ 28  მაგრამ თუ ვინმე გეტყვით: „ეს მსხვერპლშენაწირია“, ნუ შეჭამთ ნურც იმის გულისთვის, ვინც ეს გაგიმხილათ, და ნურც სინდისის გამო.+ 29  ვგულისხმობ არა შენს სინდისს, არამედ სხვისას. რატომ უნდა გასამართლდეს ჩემი თავისუფლება სხვისი სინდისით?+ 30  თუ მადლიერებით ვჭამ, რატომღა უნდა დავიგმო იმის გამო, რისთვისაც ღმერთს მადლობას ვუხდი?+ 31  ამიტომ ჭამთ, სვამთ თუ სხვა რამეს აკეთებთ, ყველაფერი ღვთის სადიდებლად აკეთეთ.+ 32  ნუ დააბრკოლებთ+ ნურც იუდეველებს, ნურც ბერძნებს და ნურც ღვთის კრებას, 33  როგორც მე ყველას ყველაფერში ვასიამოვნებ+ და იმას კი არ ვეძებ, რაც ჩემთვის არის სასარგებლო,+ არამედ იმას, რაც სხვებისთვის არის სასარგებლო, რათა გადარჩნენ.+

სქოლიოები

ბერძნულად ეონას, რაც ნიშნავს გარკვეულ სისტემებს ან წყობას.