1 კორინთელები 11:1—34
11 მომბაძეთ მე, როგორც მე — ქრისტეს.+
2 გაქებთ, რადგან ყველაფერში გახსოვართ და მტკიცედ იცავთ ყველაფერს,+ რაც გადმოგეცით.
3 მინდა იცოდეთ, რომ ყოველი კაცის თავი ქრისტეა,+ ქალის თავი კაცია,+ ქრისტეს თავი კი ღმერთია.+
4 ყოველი კაცი, რომელიც თავდახურული ლოცულობს ან წინასწარმეტყველებს, თავის თავს არცხვენს+
5 და ყოველი ქალი, რომელიც თავდაუხურავი ლოცულობს ან წინასწარმეტყველებს,+ თავის თავს არცხვენს,+ რადგან ეს იგივეა, რომ ქალი გადაპარსული* იყოს.+
6 თუ ის თავზე არ იფარებს, მაშინ თავი გაიკრიჭოს, მაგრამ თუ ქალისთვის სამარცხვინოა თავის გაკრეჭა ან გადაპარსვა,+ მაშინ თავზე დაიფაროს.+
7 კაცმა არ უნდა დაიფაროს თავზე, რადგან ღვთის ანარეკლი+ და დიდებაა+ იგი, ქალი კი კაცის დიდებაა.+
8 კაცი კი არ არის ქალისგან, არამედ ქალი — კაცისგან+
9 და კაცი კი არ შექმნილა ქალისთვის, არამედ ქალი — კაცისთვის.+
10 ამიტომ ქალს ძალაუფლების ნიშანი უნდა ჰქონდეს თავზე+ ანგელოზებისთვის.+
11 უფალში არც ქალია კაცის გარეშე და არც კაცი — ქალის გარეშე.+
12 როგორც ქალია კაცისგან,+ ასევეა კაციც ქალის მეშვეობით,+ ხოლო ყოველივე ღვთისგანაა.+
13 თავად განსაჯეთ: შეშვენის ქალს თავდაუხურავად ლოცვა ღვთის წინაშე?
14 განა თვით ბუნება არ გასწავლით, რომ მამაკაცისთვის გრძელთმიანობა სამარცხვინოა,
15 ქალისთვის კი დიდებაა?+ ქალს თმა თავსაფრის+ ნაცვლად აქვს მიცემული.
16 მაგრამ თუ ვინმე სხვა ჩვეულების+ მომხრეა და დავას აპირებს,+ არც ჩვენ და არც ღვთის კრებებს სხვა ჩვეულება არა გვაქვს.
17 ამ დარიგებას რომ გაძლევთ, არ გაქებთ, რადგან უკეთესისთვის კი არ იკრიბებით, არამედ უარესისთვის.+
18 ჯერ ერთი, ჩემამდე ხმა მოდის, რომ როცა თქვენი კრება იკრიბება, თქვენ შორის განხეთქილებებია,+ რაც ნაწილობრივ მჯერა კიდეც.
19 თქვენ შორის სექტებიც+ უნდა იყოს, რათა მოსაწონნი გამოჩნდნენ.+
20 ამიტომ, როცა ერთ ადგილას იკრიბებით, შეუძლებელი ხდება უფლის ვახშმის ჭამა,+
21 რადგან თითოეული წინასწარ ჭამს თავის ვახშამს და ზოგი მშიერია და ზოგი — მთვრალი.
22 ნუთუ სახლები არა გაქვთ, რომ იქ ჭამოთ და სვათ?+ თუ ღვთის კრებას აღარაფრად აგდებთ და უქონელთ+ არცხვენთ? რა გითხრათ? შეგაქოთ? ამისთვის ვერ შეგაქებთ.
23 უფლისგან მივიღე და თქვენც გადმოგეცით, რომ იმ ღამეს,+ როცა უნდა გაეცათ, უფალმა იესომ აიღო პური,
24 ღმერთს მადლობა გადაუხადა, დაამტვრია+ და თქვა: „ეს ჩემს სხეულს+ ნიშნავს, რომელიც თქვენთვისაა. ეს აკეთეთ ჩემ გასახსენებლად“.+
25 ვახშმის შემდეგ სასმისი+ რომ აიღო, მსგავსად მოიქცა და თქვა: „ეს სასმისი ნიშნავს ახალ შეთანხმებას+ ჩემი სისხლის საფუძველზე.+ ამას აკეთებდეთ ჩემს გასახსენებლად+ ყოველთვის, როცა დალევთ“.
26 ყოველთვის,+ როცა ამ პურს შეჭამთ და ამ სასმისს შესვამთ, უფლის სიკვდილს+ აუწყებთ მის მოსვლამდე.+
27 ამიტომ, თუ ვინმე უღირსად შეჭამს ამ პურს და უღირსად შესვამს უფლის სასმისს, დამნაშავე+ იქნება უფლის სხეულისა და სისხლის+ წინაშე.
28 მან ჯერ გულდასმით შეამოწმოს საკუთარი თავი+ და, როცა დარწმუნდება, რომ ღირსეულია, მაშინ შეჭამოს ეს პური და შესვას ეს სასმისი.
29 ვინც ისე ჭამს და სვამს, რომ სხეულის მნიშვნელობა არ ესმის, საკუთარი თავის გასასამართლებლად+ ჭამს და სვამს.
30 სწორედ ამიტომ არის თქვენში ბევრი სუსტი და ავადმყოფი, ბევრს კი სიკვდილის ძილით სძინავს.+
31 მაგრამ ჩვენ თვითონვე რომ გამოგვერკვია, ვინ ვართ, არ გავსამართლდებოდით,+
32 ხოლო როცა ვსამართლდებით,+ იეჰოვა გვსჯის,+ რათა ქვეყნიერებასთან ერთად+ არ დაგვედოს მსჯავრი.+
33 ამიტომ, ჩემო ძმებო, როცა საჭმელად შეიკრიბებით,+ ერთმანეთს დაელოდეთ.
34 თუ ვინმე მშიერია, სახლში ჭამოს,+ რათა გასასამართლებლად არ შეიკრიბოთ.+ დანარჩენს მე მოვაგვარებ, როცა მოვალ.
სქოლიოები
^ გადაპარსვა იყო სასჯელი უზნეობის ჩადენისთვის.