1 კორინთელები 16:1—24

16  რაც შეეხება წმინდებისთვის+ შეგროვებას,+ როგორც გალატიის კრებებს მივუთითე,+ თქვენც ისე მოიქეცით.  ყოველი კვირის პირველ დღეს თითოეულმა თქვენგანმა თავის სახლში გადადოს და გადაინახოს, ვისაც რისი საშუალება აქვს, რათა ჩემი მოსვლისას არ დაიწყოთ შეგროვება.  როცა მოვალ, თქვენ მიერ მოწონებულ ძმებს, რომლებსაც წერილებში მოიხსენიებთ,+ გავგზავნი იერუსალიმში თქვენი ძღვნის წასაღებად  და თუ საჭირო გახდა ჩემი იქ წასვლა, ისინი გამომყვებიან.  თქვენთან კი მაშინ მოვალ, როცა მაკედონიას გავივლი, რადგან მაკედონია+ უნდა გავიარო.  ალბათ, თქვენთან გავჩერდები და შეიძლება გამოვიზამთრო კიდეც, რათა გამაცილოთ,+ სადაც წავალ,  რადგან არ მინდა მხოლოდ გავლით გნახოთ, არამედ იმედი მაქვს, რომ რამდენიმე ხანს დავრჩები თქვენთან,+ თუ იეჰოვა+ ინებებს.+  ეფესოში+ კი ორმოცდამეათე დღის დღესასწაულამდე დავრჩები,  რადგან მოღვაწეობისთვის დიდი კარი გამეღო,+ თუმცა მოწინააღმდეგეებიც მრავლად არიან. 10  ტიმოთე+ თუ მოვა, იცოდეთ, შიში არ დაეუფლოს, რადგან ის იეჰოვას საქმეს აკეთებს,+ როგორც მე. 11  ზემოდან ნურავინ დაუწყებს ყურებას.+ მშვიდობით გამოაცილეთ, რომ მოვიდეს ჩემთან, რადგან ველოდები ძმებთან ერთად. 12  რაც შეეხება ძმა აპოლოსს,+ ბევრი ვეხვეწე, რომ ძმებს გამოჰყოლოდა თქვენთან, მან კი არაფრით არ ისურვა ახლა წამოსვლა. როცა შეძლებს, მოვა. 13  იფხიზლეთ,+ მტკიცედ იდექით რწმენაში,+ ვაჟკაცურად იყავით,+ გაძლიერდით.+ 14  ყველაფერი სიყვარულით აკეთეთ.+ 15  ახლა შეგაგონებთ ძმებო: ხომ იცით, რომ სტეფანასის ოჯახი აქაიას პირველი ნაყოფია+ და მათ თავი მიუძღვნეს წმინდებისთვის მსახურებას.+ 16  თქვენც დაემორჩილეთ ასეთებს და ყველას, ვინც თანამშრომლობს და შრომობს.+ 17  მიხარია სტეფანასის,+ ფორტუნატესა და აქაიკეს აქ ყოფნა*, რადგან მათ შეავსეს თქვენი არყოფნა. 18  მათ მეც გამიხალისეს სული*+ და თქვენც. ამიტომ დააფასეთ ასეთები.+ 19  მოკითხვას გითვლიან აზიის* კრებები.+ აკვილა და პრისკა, აგრეთვე კრება, რომელიც მათ სახლში+ იკრიბება, გულითად მოკითხვას გითვლიან. 20  მოკითხვას გითვლით ყველა ძმა. მოიკითხეთ ერთმანეთი წმინდა ამბორით.+ 21  მე, პავლე, საკუთარი ხელით გწერთ მოკითხვას.+ 22  დაწყევლილი იყოს,+ ვისაც უფალი არ უყვარს. ჩვენო უფალო, მოდი!+ 23  უფალ იესოს წყალობა გქონდეთ. 24  ჩემი სიყვარული იყოს ყველა თქვენგანთან ქრისტე იესოსთან ერთობაში.

სქოლიოები

ბერძნულად პარუსია. იხილეთ დანართი 3ბ.
ბერძნულად პნევმა. იხილეთ დანართი 2ბ.
იხილეთ სქ. 2:9-ის სქოლიო.