1 კორინთელები 2:1—16

2  მეც, როცა თქვენთან მოვედი, ძმებო, ღვთის წმინდა საიდუმლოს+ საუწყებლად მოვედი, მაგრამ არა მაღალფარდოვანი ლაპარაკითა+ და სიბრძნის ფრქვევით,  რადგან გადავწყვიტე, თქვენთან ყოფნისას არაფერი მცოდნოდა, გარდა იესო ქრისტესი,+ ისიც ბოძზე გაკრულისა.  მოვედი თქვენთან სისუსტით, შიშითა და კანკალით.+  დამარწმუნებელი ბრძნული სიტყვებით კი არ გელაპარაკებოდით და გიქადაგებდით, არამედ ყველაფერს სულითა და ძლიერებით გიცხადებდით,+  რათა თქვენი რწმენა ადამიანთა სიბრძნეზე კი არ ყოფილიყო დაფუძნებული,+ არამედ ღვთის ძალაზე.+  სიბრძნეს ვლაპარაკობთ მოწიფულთა შორის,+ მაგრამ ეს არც ქვეყნიერების* სიბრძნეა+ და არც ქვეყნიერების მმართველებისა,+ რომლებსაც ბოლო უნდა მოეღოთ,+  არამედ ვლაპარაკობთ ღვთის სიბრძნეს, რომელიც წმინდა საიდუმლოშია,+ დაფარულ სიბრძნეს, რომელიც ჩვენი დიდებისთვის ღმერთმა წინასწარ განსაზღვრა ამ ქვეყნიერებამდე*.+  ეს სიბრძნე ქვეყნიერების ვერც ერთმა მმართველმა+ ვერ შეიცნო,+ თორემ რომ შეეცნოთ, ბოძზე არ გააკრავდნენ+ დიდებულ უფალს.  მაგრამ, როგორც დაწერილია: „რაც თვალს არ უნახავს, ყურს არ სმენია და კაცს გულში არ გაუვლია, ის მოუმზადა ღმერთმა თავის მოყვარულებს“.+ 10  ღმერთმა ეს თავისი სულით+ გაგვიმჟღავნა,+ რადგან სული+ ყველაფერს იკვლევს, ღვთის სიღრმეებსაც+ კი. 11  რომელმა ადამიანმა იცის, რა არის ადამიანში, გარდა ადამიანის სულისა,+ რომელიც მასშია? ღვთისაც არავის შეუცნია ღვთის სულის+ გარდა. 12  ჩვენ მივიღეთ არა ამ ქვეყნიერების სული,+ არამედ სული+ ღვთისგან, რათა ვიცოდეთ, რა გვიბოძა ღმერთმა.+ 13  არც ამას ვლაპარაკობთ ადამიანთა სიბრძნით ნასწავლი სიტყვებით,+ არამედ სულით ნასწავლით,+ რადგან სულიერ საკითხებსა და სულიერ სიტყვებს ერთმანეთს ვუკავშირებთ.+ 14  ხორციელი ადამიანი არ იღებს იმას, რაც ღვთის სულისგან არის, რადგან ეს უგუნურებად მიაჩნია, და ვერც იგებს,+ რადგან ამისთვის სულიერი განსჯაა საჭირო. 15  სულიერი ადამიანი+ კი ყველაფერს განსჯის, ხოლო თვითონ არავისგან განისჯება,+ 16  რადგან „ვინ შეიცნო იეჰოვას გონება,+ რომ ასწავლოს მას?“+ ჩვენ კი ქრისტეს გონება+ გვაქვს.

სქოლიოები

ბერძნულად ეონ, რაც ნიშნავს გარკვეულ სისტემას ან წყობას.
ბერძნულად ეონას, რაც ნიშნავს გარკვეულ სისტემებს ან წყობას.