1 კორინთელები 3:1—23
3 ძმებო, ვერ გელაპარაკეთ როგორც სულიერებს,+ არამედ გელაპარაკებოდით როგორც ხორციელებს, ჩვილებს+ ქრისტეში.
2 რძით გკვებავდით და არა საჭმლით,+ რადგან ჯერ კიდევ არ იყავით საკმარისად ძლიერნი და არც ახლა ხართ საკმარისად ძლიერნი,+
3 ვინაიდან ჯერ კიდევ ხორციელნი+ ხართ. თუ შური და დავაა თქვენ შორის,+ განა ხორციელნი არა ხართ და ყველა სხვა ადამიანივით არ იქცევით?+
4 განა ქვეყნიურ ადამიანებად არ რჩებით, როცა ერთი ამბობს, მე პავლესი ვარო, ხოლო მეორე — მე აპოლოსისო?+
5 ვინ არის აპოლოსი?+ ვინ არის პავლე? მსახურები,+ ვისი მეშვეობითაც ირწმუნეთ, როგორც უფალმა მისცა ნება თითოეულს.
6 მე დავრგე,+ აპოლოსმა მორწყო,+ მაგრამ ღმერთმა გაზარდა.+
7 ასე რომ, არც დამრგველია რამე,+ არც მომრწყველი, არამედ ღმერთი, რომელიც ზრდის.+
8 დამრგველი და მომრწყველი ერთნი არიან,+ მაგრამ თითოეული თავისი შრომის მიხედვით მიიღებს საზღაურს.+
9 ჩვენ ღვთის თანამშრომელნი ვართ,+ თქვენ კი ღვთის ნაკვეთი ხართ, რომელიც მუშავდება,+ ღვთის შენობა.+
10 ღვთისგან ჩემ მიმართ გამოვლენილი წყალობით,+ მე, როგორც ბრძენმა ხუროთმოძღვარმა, საძირკველი ჩავყარე,+ მაგრამ ვიღაც სხვა აშენებს მასზე. თითოეული დაუკვირდეს, როგორ აშენებს,+
11 რადგან ვერავინ ჩაყრის სხვა საძირკველს,+ გარდა იმისა, რაც ჩაყრილია, და ეს არის იესო ქრისტე.+
12 ვინ რით აშენებს ამ საძირკველზე: ოქროთი, ვერცხლით, ძვირფასი ქვებით, ხის მასალით, თივით თუ ნამჯით,
13 ცხადი გახდება. თითოეულის საქმეს ის დღე გამოაჩენს, რადგან ცეცხლი გამოააშკარავებს,+ ცეცხლი გამოსცდის თითოეულის საქმეს.
14 ვისი საქმეც, რაც მასზე დააშენა, დარჩება,+ ის საზღაურს მიიღებს,+
15 და ვისი აშენებულიც დაიწვება, ის იზარალებს, თვითონ კი გადარჩება,+ მაგრამ ისე იქნება, თითქოს ცეცხლს გადაურჩაო.+
16 ნუთუ არ იცით, რომ ღვთის ტაძარი+ ხართ და ღვთის სული მკვიდრობს თქვენში?+
17 თუ ვინმე ღვთის ტაძარს დააქცევს, ღმერთი დააქცევს მას,+ რადგან ღვთის ტაძარი წმინდაა+ და ეს+ თქვენა ხართ.+
18 თავს ნურავინ მოიტყუებს: ვისაც ჰგონია, რომ ამ ქვეყნიერებაში* ბრძენია,+ უგუნური გახდეს, რათა დაბრძენდეს,+
19 რადგან ამ ქვეყნიერების სიბრძნე უგუნურებაა ღვთისთვის.+ დაწერილია: „ის ბრძენებს ცბიერებაში იჭერს“+
20 და „იეჰოვამ იცის, რომ ამაოა ბრძენთა აზრები“.+
21 ამიტომ ნურავინ იამაყებს ადამიანებით, რადგან ყოველივე თქვენია;+
22 გინდ პავლე, გინდ აპოლოსი,+ გინდ კეფა, გინდ ქვეყნიერება, გინდ სიცოცხლე, გინდ სიკვდილი, გინდ აწმყო და გინდ მომავალი+ — ყოველივე თქვენია.
23 თქვენ ქრისტესი ხართ,+ ქრისტე კი — ღვთისა.+
სქოლიოები
^ ბერძნულად ეონ, რაც ნიშნავს გარკვეულ სისტემას ან წყობას.