1 კორინთელები 4:1—21

4  დაე, დაინახონ, რომ ქრისტეს ხელქვეითები+ და ღვთის წმინდა საიდუმლოთა+ მმართველები+ ვართ.  მმართველებისგან+ ერთგულება მოითხოვება.+  თქვენ რომ განმსაჯოთ ან ადამიანურმა სასამართლომ,+ ჩემთვის დიდი არაფერია. მე თვითონაც კი არ განვსჯი საკუთარ თავს,  რადგან არაფერი ვიცი+ ჩემს თავზე ისეთი, რაც ჩემ წინააღმდეგ არის; თუმცა ამით არ ვმართლდები, რადგან იეჰოვა განმსჯის.+  ამიტომ ნურაფერს გაასამართლებთ+ დროზე ადრე, უფლის მოსვლამდე,+ რომელიც სინათლეზე გამოიტანს სიბნელეში დაფარულს+ და ცხადს გახდის გულის ზრახვებს;+ მაშინ ექნება თითოეულს ქება ღვთისგან.+  ძმებო, ეს ყველაფერი ჩემი და აპოლოსის მაგალითით+ გიჩვენეთ თქვენივე სასარგებლოდ, რათა ისწავლოთ ჩვენგან ეს წესი: „არ გადახვიდეთ დაწერილს“,+ რომ არ გაყოყოჩდეთ+ და ერთი ძმა მეორეზე მაღლა არ დააყენოთ.+  ვისი დამსახურებაა, სხვისგან რომ განსხვავდები?+ რა გაქვს, რაც არ მიგიღია?+ და თუ მიიღე,+ რატომღა იკვეხნი,+ თითქოს არ მიგეღოს?  უკვე გაძეხით? უკვე გამდიდრდით?+ ჩვენ გარეშე გამეფდით?+ ნეტავ მართლა გამეფებულიყავით, რომ ჩვენც გვემეფა თქვენთან ერთად.+  ვფიქრობ, ღმერთმა ჩვენ, მოციქულები, ბოლოები გამოგვიყვანა საჩვენებლად,+ როგორც სასიკვდილოდ განწირულნი,+ რადგან თეატრალურ სანახაობად+ ვიქეცით ქვეყნიერებისთვის, ანგელოზებისა+ და ადამიანებისთვის.+ 10  ჩვენ უგუნურები+ ვართ ქრისტეს გულისთვის, თქვენ კი გონიერები+ ხართ ქრისტეში. ჩვენ სუსტები ვართ,+ თქვენ კი — ძლიერები.+ თქვენ განდიდებულნი ხართ,+ ჩვენ კი — შეურაცხყოფილნი.+ 11  დღემდე მშიერ-მწყურვალნი+ ვართ, ღარიბულად გვაცვია,+ ნაცემნი+ და უსახლკარონი+ ვართ, 12  და საკუთარი ხელით+ ვირჯებით.+ გვლანძღავენ — ვლოცავთ,+ გვდევნიან — ვითმენთ,+ 13  სახელს გვიტეხენ — შეწყალებას ვთხოვთ.+ ქვეყნიერების ნაგავი და ყველანაირი ნარჩენი ვართ დღემდე.+ 14  ამას თქვენ შესარცხვენად კი არ ვწერ, არამედ შეგაგონებთ, როგორც საყვარელ შვილებს.+ 15  ათი ათასი აღმზრდელიც+ რომ გყავდეთ ქრისტეში, მამები ბევრი არა გყავთ,+ რადგან მე გავხდი თქვენი მამა ქრისტე იესოში სასიხარულო ცნობის მეშვეობით.+ 16  ამიტომ გეხვეწებით: მე მომბაძეთ.+ 17  სწორედ ამის გამო გიგზავნით ტიმოთეს,+ ჩემს საყვარელ და ერთგულ შვილს+ უფალში. ის გაგახსენებთ, როგორ ვასწავლიდი ქრისტე იესოში,+ რასაც დღემდე ვაკეთებ ყველგან, ყველა კრებაში. 18  ზოგიერთი გაყოყოჩებულია,+ თითქოს თქვენთან არ მოვდიოდე, 19  მაგრამ, თუ იეჰოვა ინებებს,+ მალე მოვალ თქვენთან, გაყოყოჩებულთა სიტყვებს კი არა, მათ ძლიერებას გავიგებ. 20  ღვთის სამეფო სიტყვაში კი არ არის, არამედ ძლიერებაში.+ 21  რა გინდათ? კვერთხით მოვიდე თქვენთან+ თუ რბილად მოგიდგეთ, სიყვარულით?+

სქოლიოები