1 კორინთელები 5:1—13
5 გავიგე, რომ სიძვაა+ თქვენ შორის, თანაც ისეთი სიძვა, რომლის მსგავსი უცხოტომელებშიც კი არ არის, რომ ვიღაცა მამამისის ცოლთან ცხოვრობს.+
2 ნუთუ ყოყოჩობთ,+ ნაცვლად იმისა, რომ იგლოვოთ,+ რათა ამ საქმეების ჩამდენი მოიკვეთოს თქვენგან?+
3 თუმცა სხეულით თქვენთან არ ვარ, სულით თქვენთან ვარ და უკვე გავასამართლე+ ასეთი საქმის ჩამდენი, თითქოს თქვენთან ვყოფილიყავი,
4 რათა, როცა შეიკრიბებით და ჩვენს უფალ იესოს ძალასთან ერთად ჩემი სულიც იქნება, ჩვენი უფლის იესოს სახელით+
5 სატანას გადასცეთ+ ასეთი კაცი ხორცის გასანადგურებლად, რათა სული+ გადარჩეს უფლის დღეს.+
6 არ არის კარგი, რომ ამით იკვეხნით.+ ნუთუ არ იცით, რომ მცირეოდენი საფუარი+ მთელ ცომს აფუებს?+
7 მოიშორეთ ძველი საფუარი, რათა ახალი ცომი იყოთ,+ რადგან უფუარნი ხართ, ვინაიდან შეწირულ იქნა+ ქრისტე,+ ჩვენი პასექი.+
8 ამიტომ ნურც ძველი საფუვრით+ ვიდღესასწაულებთ+ და ნურც ბოროტებისა და უკეთურობის+ საფუვრით,+ არამედ გულწრფელობისა და ჭეშმარიტების უფუარი პურებით.+
9 წერილში გწერდით, რომ აღარ გქონოდათ ურთიერთობა მეძავებთან,
10 მაგრამ არ მიგულისხმია საერთოდ ამ ქვეყნიერების+ მეძავები,+ ხარბები, გამომძალველები და კერპთაყვანისმცემლები, რადგან მაშინ გასვლა მოგიწევდათ ამ ქვეყნიერებიდან.+
11 ახლა კი გწერთ, რომ აღარ იქონიოთ ურთიერთობა იმასთან,+ ვინც ძმად იწოდება, მაგრამ მეძაობს, ხარბი,+ კერპთაყვანისმცემელი, მლანძღველი, ლოთი+ ან გამომძალველია. ასეთებთან ერთად არც კი ჭამოთ.
12 რატომ გავასამართლო გარეშეები?+ განა თქვენ შინაურებს არ ასამართლებთ,+
13 ხოლო ღმერთი — გარეშეებს?+ „მოიშორეთ ბოროტი ადამიანები“.+