1 კორინთელები 7:1—40

7  ახლა რაც შეეხება იმას, რაზეც მომწერეთ: კაცისთვის კარგია, არ გაეკაროს+ ქალს.  მაგრამ, რადგან სიძვა ყველგან არის გავრცელებული,+ ყოველ მამაკაცს ჰყავდეს თავისი ცოლი+ და ყოველ ქალს — თავისი ქმარი.  ქმარმა თავისი მოვალეობა შეასრულოს ცოლთან+ და ცოლიც ასევე მოექცეს ქმარს.+  ცოლი კი არ არის თავისი სხეულის ბატონ-პატრონი, არამედ ქმარი.+ არც ქმარია თავისი სხეულის ბატონ-პატრონი, არამედ ცოლი.+  ნუ მოაკლებთ ერთმანეთს ამას,+ გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შეთანხმდებით, მხოლოდ დროებით,+ რათა დრო გამოუყოთ ლოცვას, შემდეგ კი კვლავ ერთად იყოთ, რომ სატანამ არ გაცდუნოთ+ თქვენი თავდაუჭერლობის გამო.+  რასაც გეუბნებით, დასაშვებია,+ ბრძანება არ არის,+  მაგრამ მსურს, რომ ყველა ჩემსავით იყოს.+ თუმცა ყველას თავისი ძღვენი+ აქვს ღვთისგან: ზოგს ეს და ზოგს ის.  დაუქორწინებლებსა+ და ქვრივებს კი ვეუბნები, რომ მათთვის კარგია, ჩემსავით დარჩნენ,+  მაგრამ, თუ თავშეკავება+ არა აქვთ, დაქორწინდნენ, რადგან უმჯობესია დაქორწინდნენ,+ ვიდრე ვნებით აღიგზნონ.+ 10  დაქორწინებულებს მივუთითებ — თუმცა მე კი არა, უფალი+ — რომ ცოლი არ გაშორდეს ქმარს,+ 11  მაგრამ თუ გაშორდება, აღარ გათხოვდეს, ან ქმარს შეურიგდეს. ნურც ქმარი მიატოვებს ცოლს. 12  სხვებს კი ვეუბნები მე და არა უფალი:+ თუ ძმას ურწმუნო ცოლი ჰყავს და ის ქალი თანახმაა, მასთან იცხოვროს, ნუ დატოვებს მას, 13  ხოლო, თუ ქალს ურწმუნო ქმარი ჰყავს და ეს კაცი თანახმაა, მასთან იცხოვროს, ნუ დატოვებს ქმარს, 14  რადგან ურწმუნო ქმარი ცოლის მეშვეობით განიწმინდება, ურწმუნო ცოლი კი განიწმინდება ძმის მეშვეობით. სხვაგვარად, თქვენი შვილები უწმინდურები იქნებოდნენ,+ ახლა კი წმინდები არიან.+ 15  თუ ურწმუნოს გაშორება სურს, გაშორდეს,+ ასეთ შემთხვევაში ძმა ან და იძულებული არ არის, დარჩეს მასთან, რადგან ღმერთმა მშვიდობისკენ მოგიწოდათ.+ 16  რა იცი შენ, ცოლო, იქნებ იხსნა ქმარი?+ ანდა რა იცი შენ, ქმარო, იქნებ იხსნა ცოლი?+ 17  თითოეულმა ისე იცხოვროს, როგორც იეჰოვამ არგუნა,+ როგორც ღმერთმა მოუწოდა.+ ამას ვუწესებ+ ყველა კრებას. 18  წინადაცვეთილია რომელიმე მოწოდებული?+ ნუ გახდება წინადაუცვეთელი. წინადაუცვეთელია რომელიმე მოწოდებული?+ ნუ გახდება წინადაცვეთილი.+ 19  არც წინადაცვეთა+ ნიშნავს რამეს და არც წინადაუცვეთელობა,+ მთავარი ღვთის მცნებების დაცვაა.+ 20  ვინც როგორ იყო მოწოდებული,+ ისე დარჩეს.+ 21  მონობაში იყავი მოწოდებული? ნუ წუხხარ,+ მაგრამ თუ თავისუფლების მოპოვება შეგიძლია, ისარგებლე შემთხვევით. 22  ყოველი, ვინც ახლა უფალშია და მონობაში იქნა მოწოდებული, უფლისთვის გათავისუფლებულია.+ ასევე თავისუფალი,+ რომელიც მოწოდებულ იქნა, ქრისტეს მონაა.+ 23  თქვენ ფასით ხართ ნაყიდნი,+ ნუღარ გახდებით ადამიანთა მონები.+ 24  ძმებო, ვინც როგორ იყო მოწოდებული,+ ისე დარჩეს და ღმერთთან იყოს. 25  დაუქორწინებლების შესახებ არა მაქვს ბრძანება უფლისგან, მაგრამ გეტყვით ჩემს აზრს,+ რადგან მეც შემიწყალა უფალმა,+ რომ ერთგული ვყოფილიყავი.+ 26  არსებულ სირთულეებს თუ გავითვალისწინებთ, ვფიქრობ, კარგია კაცისთვის ისე დარჩეს, როგორც არის.+ 27  შეკრული ხარ ცოლთან?+ გათავისუფლებას ნუღარ ეძებ.+ ცოლგაშვებული ხარ? ცოლს ნუღარ ეძებ. 28  თუმცა რომ დაქორწინდე კიდეც, არ შესცოდავ,+ და თუ ქალწული გათხოვდება, არ შესცოდავს, მაგრამ ასეთებს ხორციელი გასაჭირი ექნებათ,+ მე კი არ მემეტებით. 29  იმასაც გეტყვით, ძმებო, რომ დრო ცოტაღა დარჩა.+ ამიტომ ცოლიანები იყვნენ, როგორც უცოლოები,+ 30  მტირალნი — როგორც არამტირალნი, მოხარულნი — როგორც არამოხარულნი, მყიდველნი — როგორც არამქონენი, 31  ქვეყნიერებით მოსარგებლენი+ — როგორც მისით არასრულად მოსარგებლენი, რადგან ცვალებადია ეს ქვეყნიერება*.+ 32  მე კი მინდა, რომ უზრუნველად იყოთ.+ უცოლოს უფლისა აფიქრებს — როგორ ასიამოვნოს უფალს. 33  ცოლიანს კი ქვეყნიური საქმეები აფიქრებს+ — როგორ ასიამოვნოს ცოლს+ 34  და გაყოფილია. ასევე უქმრო ქალსა და ქალწულს უფლისა აფიქრებთ,+ რომ წმინდები იყვნენ სხეულითაც და სულითაც. გათხოვილ ქალს კი ქვეყნიური საქმეები აფიქრებს — როგორ ასიამოვნოს ქმარს.+ 35  ამას თქვენივე სასარგებლოდ გეუბნებით, არა იმისთვის, რომ მარყუჟი მოგდოთ, არამედ იმისთვის, რომ აღგძრათ, სათანადოდ მოიქცეთ+ და განუწყვეტლივ ემსახუროთ უფალს მოუცდენლად.+ 36  თუ ვინმეს მიაჩნია, რომ დაუქორწინებლისთვის+ შეუფერებლად იქცევა და თუ ახალგაზრდული ვნებები დაუცხრა, რაც ასეც უნდა იყოს, როგორც ენებოს, ისე მოიქცეს, არ შესცოდავს, დაქორწინდეს.+ 37  ის კი, ვინც გულით მტკიცედ დგას და არ გრძნობს საჭიროებას, არამედ ძალაუფლება აქვს თავის ნება-სურვილზე და დაუქორწინებლობა გადაწყვიტა გულში, კარგად იქცევა.+ 38  ამგვარად, ვინც ქორწინდება, კარგად იქცევა,+ მაგრამ ვინც დაუქორწინებელი რჩება — უკეთესად.+ 39  ცოლი ქმართან არის შეკრული მთელი იმ დროის განმავლობაში, სანამ ქმარი ცოცხალი ჰყავს,+ მაგრამ თუ მისი ქმარი სიკვდილის ძილით დაიძინებს, ქალი თავისუფალია, გაჰყვეს ვისაც უნდა, ოღონდ უფალში.+ 40  მაგრამ, ჩემი აზრით, უფრო ბედნიერი იქნება, თუკი ისე დარჩება, როგორც არის.+ ვფიქრობ, მეც მაქვს ღვთის სული.+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — ქვეყნიერების სცენა.