1 კორინთელები 8:1—13

8  კერპთშენაწირის შესახებ ვიცით,+ რომ ყველას გვაქვს ცოდნა.+ ცოდნა აყოყოჩებს, სიყვარული კი აშენებს.+  თუ ვინმე ფიქრობს, რომ რაღაცა იცის,+ მან ჯერ კიდევ არაფერი იცის ისე, როგორც უნდა იცოდეს.+  ვისაც ღმერთი უყვარს,+ მას ღმერთი იცნობს.+  რაც შეეხება კერპთშენაწირის ჭამას,+ ვიცით, რომ კერპი არაფერია+ ქვეყნიერებაში და არ არსებობს ღმერთი, გარდა ერთისა.+  თუმცა არიან ეგრეთ წოდებული ღმერთები+ ცაში+ თუ დედამიწაზე+ — რადგან არსებობს მრავალი „ღმერთი“ და მრავალი „უფალი“+  ჩვენთვის ერთია ღმერთი,+ მამა,+ ვისგანაც არის ყოველივე და ჩვენც მისთვის ვართ,+ და ერთია უფალი,+ იესო ქრისტე,+ ვისი მეშვეობითაც არის ყოველივე+ და ჩვენც მისი მეშვეობით ვართ.  მაგრამ ყველას როდი აქვს ამგვარი ცოდნა.+ ზოგიერთისთვის კერპი დღემდე ჩვეულებრივი რამ არის და ჭამენ საჭმელს, როგორც კერპთშენაწირს,+ და მათი სუსტი სინდისი იბილწება.+  საჭმელი ვერ შეგვიქმნის კარგ სახელს ღვთის წინაშე.+ თუ არ ვჭამთ, არაფერი გვაკლდება, და თუ ვჭამთ, არაფერი გვემატება.+  მაგრამ გაფრთხილდით, რომ ეს თქვენი უფლება დაბრკოლებად არ იქცეს სუსტებისთვის.+ 10  თუ ვინმე სუსტი დაგინახავს საკერპო ტაძრის სუფრასთან შენ, ცოდნის მქონეს, განა არ უკარნახებს სინდისი, რომ კერპთშენაწირი ჭამოს?+ 11  ასე რომ, შენი ცოდნით იღუპება სუსტი, შენი ძმა, რომლის გულისთვისაც ქრისტე მოკვდა.+ 12  როცა ამგვარად სცოდავთ თქვენი ძმების წინააღმდეგ და ჭრილობას აყენებთ მათ სუსტ სინდისს,+ ქრისტეს წინააღმდეგ სცოდავთ. 13  ამიტომ, თუ საჭმელი აბრკოლებს ჩემს ძმას,+ საერთოდ არ შევჭამ ხორცს, რომ არ დავაბრკოლო ჩემი ძმა.+

სქოლიოები