1 კორინთელები 9:1—27

9  განა თავისუფალი არა ვარ?+ განა მოციქული არა ვარ?+ განა არ ვიხილე ჩვენი უფალი იესო?+ განა თქვენ ჩემი შრომის ნაყოფი არა ხართ უფალში?  შეიძლება სხვებისთვის არა ვარ მოციქული, მაგრამ თქვენთვის ვარ, რადგან თქვენ ჩემი მოციქულობის დამადასტურებელი+ ბეჭედი ხართ უფალში.  აი, როგორ დავიცავ თავს ჩემს განმკითხველთა წინაშე:+  განა არა გვაქვს ჭამა-სმის+ უფლება?  განა არა გვაქვს უფლება, თან დაგვყავდეს მორწმუნე ცოლი,+ როგორც სხვა მოციქულებს, უფლის ძმებსა+ და კეფას?+  თუ მარტო მე და ბარნაბას+ არა გვაქვს უფლება, რომ არ ვიმუშაოთ?+  რომელი ჯარისკაცი მსახურობს თავისი ხარჯით? ვინ რგავს ვაზს და მის ნაყოფს არა ჭამს?+ ან ვინ მწყემსავს ფარას და მის რძეს არა სვამს?+  განა ადამიანური თვალსაზრისით ვამბობ ამას?+ განა კანონიც+ ამასვე არ ამბობს?  მოსეს კანონში წერია: „არ აუკრა პირი მლეწავ ხარს“.+ განა ხარებზე ზრუნავს ღმერთი? 10  თუ ჩვენთვის ამბობს ამას? ეს ჩვენთვის არის დაწერილი,+ ვინაიდან მხვნელმა იმედით უნდა ხნას და მლეწავმა წილის მიღების იმედით უნდა ლეწოს.+ 11  თუ სულიერი დაგითესეთ,+ განა დიდი ამბავია, თქვენგან ხორცისთვის აუცილებელი მოვიმკათ?+ 12  თუ სხვები სარგებლობენ ამ ძალაუფლებით თქვენზე,+ განა ჩვენ უფრო მეტად არ უნდა ვსარგებლობდეთ? მიუხედავად ამისა, არ გამოგვიყენებია ეს ძალაუფლება,+ არამედ ყველაფერს ვიტანთ, რომ არანაირად არ დავაბრკოლოთ სასიხარულო ცნობა+ ქრისტეს შესახებ. 13  ნუთუ არ იცით, რომ წმინდა მოვალეობის შემსრულებლები ტაძრიდან ჭამენ+ და სამსხვერპლოს მსახურებს+ წილი აქვთ სამსხვერპლოსთან? 14  ასევე უფალმა დააწესა,+ რომ სასიხარულო ცნობის მაუწყებლებმა სასიხარულო ცნობით იცხოვრონ.+ 15  მე კი არც ერთი მათგანი არ გამომიყენებია.+ ესეც იმიტომ კი არ მოგწერეთ, რომ ჩემს შემთხვევაშიც ასე იყოს, რადგან ამას სიკვდილი მირჩევნია... ვერავინ მომისპობს კვეხნის მიზეზს!+ 16  თუ სასიხარულო ცნობას ვაუწყებ,+ არა მაქვს კვეხნის მიზეზი, რადგან ეს აუცილებლად+ უნდა გავაკეთო. ვაი მე,+ თუ არ ვაუწყებ სასიხარულო ცნობას! 17  თუ ამას ნებაყოფლობით ვაკეთებ,+ ჯილდო მაქვს,+ ხოლო თუ ძალდატანებით — მაინც მონდობილი მაქვს მმართველობა.+ 18  მაშ, რა არის ჩემი ჯილდო? ის, რომ სასიხარულო ცნობას როცა ვქადაგებ, შემიძლია უსასყიდლოდ ვახარო,+ რათა ბოროტად არ გამოვიყენო ჩემი ძალაუფლება სასიხარულო ცნობაზე. 19  ყველასგან თავისუფალი ყველას მონა+ გავხდი, რათა რაც შეიძლება მეტი შემეძინა.+ 20  იუდეველებისთვის იუდეველი გავხდი,+ რათა იუდეველები შემეძინა; კანონს დაქვემდებარებულთათვის კანონს დაქვემდებარებული გავხდი+ — თუმცა არა ვარ კანონს დაქვემდებარებული+ — რათა კანონს დაქვემდებარებულები შემეძინა; 21  კანონის უქონელთათვის+ კანონის უქონელი გავხდი+ — თუმცა ღვთის კანონის უქონელი არა ვარ,+ არამედ ქრისტეს კანონს+ დაქვემდებარებული — რათა კანონის უქონელნი შემეძინა; 22  სუსტებისთვის სუსტი გავხდი, რათა სუსტები შემეძინა;+ ყველასთვის ყველაფერი გავხდი,+ რათა როგორმე მეხსნა ზოგიერთი. 23  ყველაფერს სასიხარულო ცნობისთვის ვაკეთებ, რათა მეც გავხდე მისი მოზიარე+ სხვებთან ერთად. 24  განა არ იცით, რომ რბოლის დროს ყველა მორბენალი+ გარბის, მაგრამ მხოლოდ ერთი იღებს ჯილდოს?+ ისე ირბინეთ,+ რომ მოიპოვოთ ის.+ 25  შეჯიბრების მონაწილეები ყველაფერში თავშეკავებას+ ავლენენ. ისინი ამას ხრწნადი გვირგვინის+ მისაღებად აკეთებენ, ჩვენ კი — უხრწნელისა.+ 26  მე უმიზნოდ არ გავრბივარ+ და მუშტებს ჰაერს არ ვურტყამ,+ 27  არამედ ვცემ და ვიმონებ ჩემს სხეულს,+ რათა სხვებს რომ ვუქადაგებ, თვითონ არ აღმოვჩნდე უღირსი.+

სქოლიოები