1 მატიანე 10:1—14
10 შეებრძოლნენ ფილისტიმელები+ ისრაელს. უკუიქცნენ ისრაელები ფილისტიმელთაგან, დახოცილები გილბოას+ მთაზე ეცემოდნენ.
2 დაეწივნენ ფილისტიმელები საულსა და მის ვაჟებს და დახოცეს ფილისტიმელებმა საულის ვაჟები:+ იონათანი,+ აბინადაბი+ და მალქი-შუა.+
3 სასტიკი ბრძოლა გაუმართეს საულს. ბოლოს იპოვეს იგი მშვილდოსნებმა+ და დაჭრეს.
4 უთხრა საულმა თავის საჭურველთმტვირთველს:+ „იშიშვლე მახვილი+ და გამიყარე, რომ არ მოვიდნენ ეს წინადაუცვეთელები+ და არ შეურაცხმყონ“.+ არ უნდოდა+ მის საჭურველთმტვირთველს ამის გაკეთება, რადგან ძალიან ეშინოდა, ამიტომ თვითონ აიღო საულმა მახვილი და ზედ დაეგო.+
5 როცა დაინახა მისმა საჭურველთმტვირთველმა, რომ მოკვდა საული, თვითონაც ზედ დაეგო მახვილს და მოკვდა.+
6 ასე დაიხოცნენ საული და მისი სამი ვაჟი;+ ერთად დაიხოცა ყველა, ვინც მასთან ერთად იყო მისი სახლეულიდან.
7 როცა დაინახეს ველზე მცხოვრებმა ისრაელებმა, რომ უკუიქცნენ მეომრები და დაიხოცნენ საული და მისი ვაჟები, თვითონაც დატოვეს ქალაქები და გაიქცნენ.+ მოვიდნენ ფილისტიმელები და ჩასახლდნენ იმ ქალაქებში.
8 მეორე დღეს მოვიდნენ ფილისტიმელები დახოცილთა გასაძარცვავად+ და ნახეს გილბოას+ მთაზე დაცემული საული და მისი ვაჟები.
9 გაძარცვეს ის, თავი მოჰკვეთეს,+ წაიღეს მისი საჭურველი და ამცნეს+ ეს ამბავი თავიანთ კერპებსა+ და ხალხს ფილისტიმელთა მთელ მიწაზე.
10 მისი საჭურველი თავიანთი ღვთის სახლში+ დადეს და მისი თავის ქალა დაგონის+ სახლში მიაჭედეს.
11 გაიგეს გალაადის იაბეშის+ მკვიდრებმა ყველაფერი, რაც ფილისტიმელებმა საულს+ დამართეს.
12 ადგნენ მამაცი კაცები, წამოიღეს საულისა და მისი ვაჟების გვამები, მოიტანეს იაბეშში,+ იქვე, დიდი ხის ქვეშ დამარხეს+ მათი ძვლები და შვიდ დღეს იმარხულეს.+
13 ასე მოკვდა საული თავისი ორგულობის გამო, რადგან ორგულობდა+ იეჰოვას და არ იცავდა იეჰოვას სიტყვას, და გამოსაკითხად სულების გამომძახებელს+ მიმართა.
14 იეჰოვას არ დაეკითხა ის.+ ამიტომაც მოკლა იგი ღმერთმა და მეფობა დავითს, იესეს ძეს გადასცა.+