1 მატიანე 12:1—40
12 აი ისინი, ვინც მივიდნენ დავითთან ციკლაგში,+ როცა ის ჯერ კიდევ შევიწროებული იყო საულისგან,+ კიშის ძისგან; ისინიც ძლიერ ვაჟკაცთა+ შორის იყვნენ — ომში შემწეები,
2 მშვილდით შეიარაღებულნი, მარჯვენა თუ მარცხენა+ ხელით ქვებისა+ და ისრების+ მსროლელნი. ისინი საულის ძმები, ბენიამინელები იყვნენ.
3 მათ შორის იყვნენ მეთაური ახიეზერი და იოაში, გიბელი+ შემაას ვაჟები, იეზიელი და ფელეტი, აზმავეთის+ ვაჟები, ბერაქა და ანათოთელი+ იეჰუ,
4 გაბაონელი+ იშმაია, ერთ-ერთი ძლიერი ვაჟკაცი ოცდაათში+ და ოცდაათის მეთაური, იერემია, იახაზიელი, იოხანანი და გედერათელი+ იოზაბადი,
5 ელუზაი, იერიმოთი, ბეალია, შემარია და ხარიფელი შეფატია,
6 ელკანა, იშია, აზარელი, იოეზერი და იაშობამი — კორახელები,+
7 იოელა და ზებადია, გედორელი იეროხამის ვაჟები.
8 გადიდან ზოგიერთი დავითს მიემხრო და უდაბნოში მიუვალ ადგილზე+ შეუერთდა მას; ისინი მამაცი, ძლიერი ვაჟკაცები იყვნენ, საბრძოლველად გამზადებული მეომრები, რომლებსაც მომარჯვებული ჰქონდათ დიდი ფარი და შუბი,+ სახით ლომებს+ ჰგავდნენ და სისწრაფით — მთებში მორბენალ ქურციკებს.+
9 ეცერი მეთაური იყო, მეორე — ობადია, მესამე — ელიაბი,
10 მეოთხე — მიშმანა, მეხუთე — იერემია,
11 მეექვსე — ათაი, მეშვიდე — ელიელი,
12 მერვე — იოხანანი, მეცხრე — ელზაბადი,
13 მეათე — იერემია და მეთერთმეტე — მაქბანაი.
14 ესენი ჯარის მეთაურები იყვნენ, გადის+ ძეები. მათგან უმცირესი ას კაცს უტოლდებოდა, უდიდესი კი — ათასს.+
15 მათ პირველ თვეს გადაკვეთეს იორდანე,+ როცა ის ნაპირებიდან გადმოდიოდა,+ და აღმოსავლეთითა და დასავლეთით განდევნეს ველთა მკვიდრნი.
16 ბენიამინისა და იუდას ძეთაგან ზოგიერთი მივიდა დავითთან მიუვალ ადგილზე.+
17 გამოეგება მათ დავითი და უთხრა: „თუ სამშვიდობოდ+ ხართ მოსული ჩემ დასახმარებლად, ჩემი გული თქვენსას შეუერთდება.+ მაგრამ, თუ იმისთვის მოხვედით, რომ ჩემს მოწინააღმდეგეებს გადამცეთ, როცა ხელები სუფთა მაქვს დანაშაულისგან,+ დაინახოს ეს ჩვენი მამა-პაპის ღმერთმა+ და განსაჯოს!“+
18 მაშინ სულმა+ მოიცვა ამასაი, ოცდაათის მეთაური:
„შენი ვართ, დავით, და შენთან ვართ,+ იესეს ძეო!მშვიდობა, მშვიდობა შენდა და მშვიდობა შენს შემწეს,რადგან შენი ღმერთია შენი შემწე!“+
მიიღო ისინი დავითმა და რაზმების სხვა მეთაურებთან ერთად დააყენა.+
19 მენაშედანაც ზოგიერთები გადავიდნენ დავითთან, როდესაც ის ფილისტიმელებთან+ ერთად საულის წინააღმდეგ საბრძოლველად მიდიოდა; მაგრამ ის არ დახმარებია მათ, ვინაიდან ფილისტიმელთა მთავრებმა+ მოითათბირეს და უკან გააბრუნეს ის, ამბობდნენ: თავის ბატონს, საულს მიემხრობა და ჩვენ საფრთხეში ჩაგვაგდებსო.+
20 როცა ის ციკლაგში+ მივიდა, მენაშელთაგან მის მხარეს გადავიდნენ ადნახი, იოზაბადი, იედიაელი, მიქაელი, იოზაბადი, ელიჰუ და ცილეთაი — მენაშეს ათასეულთა მეთაურები.+
21 ისინი ეხმარებოდნენ დავითს მოთარეშე რაზმთან ბრძოლაში,+ რადგან ყველანი ძლიერი და მამაცი ვაჟკაცები+ იყვნენ; მოგვიანებით კი ჯარის მეთაურები გახდნენ.
22 დღითი დღე მიდიოდა დავითთან ხალხი+ დასახმარებლად, ვიდრე ღვთის ბანაკივით+ დიდი არ გახდა+ მისი ბანაკი.
23 აი საომრად აღჭურვილ მეთაურთა რაოდენობა, რომლებიც მივიდნენ დავითთან ხებრონში,+ რათა საულის ნაცვლად მეფობა+ მისთვის გადაეცათ იეჰოვას ბრძანებისამებრ:+
24 იუდას ძეები, დიდი ფარითა და შუბით შეიარაღებულნი, საომრად აღჭურვილნი — ექვსი ათას რვაასი კაცი;
25 სიმონის ძეთაგან ძლიერი და მამაცი მეომრები — შვიდი ათას ასი კაცი.
26 ლევის ძეთაგან — ოთხი ათას ექვსასი კაცი.
27 აარონის+ ძეთა წინამძღოლი იყო იეჰოიადა+ და მასთან ერთად — სამი ათას შვიდასი კაცი;
28 ასევე ცადოკი,+ ახალგაზრდა მამაცი ვაჟკაცი თავის საგვარეულოსთან ერთად — სულ ოცდაორი მთავარი.
29 ბენიამინის ძეთაგან,+ საულის+ ძმათაგან იყო სამი ათასი კაცი, რომელთა უმეტესობაც მანამდე გულმოდგინედ დარაჯობდა საულის სახლს;
30 ეფრემის ძეთაგან იყო ოცი ათას რვაასი ძლიერი, მამაცი და სახელგანთქმული ვაჟკაცი+ თავ-თავიანთ საგვარეულოებში.
31 მენაშეს+ ტომის ნახევრიდან იყო თვრამეტი ათასი კაცი, რომლებსაც სახელებით მოუხმეს დავითის გასამეფებლად;
32 ისაქარის+ ძეთაგან იყო ორასი კაცი, მეთაურები, რომლებმაც იცოდნენ დროის ამოცნობა,+ რა დროს რა უნდა გაეკეთებინა ისრაელს.+ მათი ძმები მათი მითითებისამებრ იქცეოდნენ.
33 ზებულონიდან+ იყო საბრძოლველად გამსვლელი, ყველანაირი საბრძოლო იარაღით საომრად დარაზმული ორმოცდაათი ათასი კაცი. ისინი დავითთან იყრიდნენ თავს თავიანთი ერთგულების* დასამტკიცებლად.
34 ნაფთალიდან+ იყო ათასი მთავარი და მათთან ერთად დიდი ფარითა და შუბით შეიარაღებული ოცდაჩვიდმეტი ათასი კაცი;
35 დანიდან იყო საომრად დარაზმული ოცდარვა ათას ექვსასი კაცი;
36 აშერიდან+ იყო საბრძოლველად გამსვლელი და საომრად დარაზმული ორმოცი ათასი კაცი.
37 იორდანის+ გაღმიდან, რეუბენელთაგან, გადელთაგან და მენაშეს ტომის ნახევრიდან იყო ყველანაირი საბრძოლო იარაღით აღჭურვილი ას ოცი ათასი კაცი.
38 ყველანი მეომრები იყვნენ და საომრად გამსვლელები; ისინი წრფელი გულით+ მივიდნენ ხებრონში, რათა დავითი მთელ ისრაელზე გაემეფებინათ; დანარჩენ ისრაელებსაც ერთსულოვნად ეწადათ დავითის გამეფება.+
39 სამ დღეს დარჩნენ ისინი დავითთან, ჭამდნენ და სვამდნენ,+ რადგან მათ ძმებს ყველაფერი მოემზადებინათ მათთვის.
40 მათ მეზობლებს, ასევე ისაქარის,+ ზებულონის+ და ნაფთალის+ ტომებს ვირებით,+ აქლემებით, ჯორებითა და საქონლით მოჰქონდათ საკვები: ფქვილეული,+ ლეღვის კვერები,+ ქიშმიშის კვერები,+ ღვინო,+ ზეთი+ და ცხვარ-ძროხა+ დიდი რაოდენობით, რადგან სიხარული+ იყო ისრაელში.
სქოლიოები
^ სიტყვასიტყვით — არაორგულობის.