1 მატიანე 13:1—14

13  ეთათბირა დავითი ათასისთავებს, ასისთავებსა და ყველა წინამძღოლს,+  და უთხრა დავითმა ისრაელის მთელ კრებულს: „თუ თქვენ თანახმანი იქნებით და თუ ეს მოსაწონი იქნება იეჰოვასთვის, ჩვენი ღვთისთვის, შევუთვალოთ ისრაელის მიწაზე დარჩენილ ჩვენს ძმებს+ და მათთან ერთად მღვდლებსა+ და ლევიანებს+ მათ ქალაქებში და საძოვრებზე,+ რომ შემოგვიერთდნენ.  ჩვენთან გადმოვიტანოთ ჩვენი ღვთის კიდობანი“.+ საულის დროს არავის უზრუნია მასზე.+  მთელმა კრებულმა თქვა, რომ ასეც მოიქცეოდნენ, რადგან სწორი იყო ეს ხალხის თვალში.+  შეკრიბა დავითმა+ მთელი ისრაელი ეგვიპტის მდინარიდან+ ხამათის შესასვლელამდე,+ რომ კირიათ-იეარიმიდან+ ჭეშმარიტი ღვთის კიდობანი+ გადმოეტანათ.  დავითი მთელ ისრაელთან ერთად ავიდა ბაალაში,+ იუდას კირიათ-იეარიმში, რომ იქიდან წამოეღოთ ქერუბიმებზე მჯდომი+ ჭეშმარიტი ღვთის, იეჰოვას, კიდობანი, რომელიც მისი სახელით იწოდება.  ჭეშმარიტი ღვთის კიდობანი მათ ახალი ურმით+ წამოიღეს აბინადაბის სახლიდან. ურემს წინ უზა და ახიო+ მიუძღოდნენ.  დავითი და მთელი ისრაელი მთელი შემართებით ზეიმობდნენ+ ჭეშმარიტი ღვთის წინაშე; ისინი მღეროდნენ,+ უკრავდნენ ქნარებზე,+ სხვა სიმებიან საკრავებზე,+ დაირებზე,+ წინწილებსა და საყვირებზე.+  ქიდონის+ კალოსთან იყვნენ ისინი მისულები, როცა ხელი გაიწოდა უზამ კიდობნისთვის ხელის წასავლებად,+ რადგან ხარებმა კინაღამ გადმოაგდეს ის. 10  მაშინ აენთო იეჰოვას რისხვა უზაზე და დასცა მან იგი, რადგან ხელი წაავლო კიდობანს,+ და იქვე მოკვდა ის ღვთის წინაშე.+ 11  განრისხდა დავითი,+ იეჰოვას რისხვა რომ აენთო უზაზე, და ამ ადგილს დღემდე ფერეც-უზა* ეწოდება. 12  შეეშინდა იმ დღეს დავითს ჭეშმარიტი ღვთისა+ და თქვა: „როგორ გადმოვიტანო ჩემთან ჭეშმარიტი ღვთის კიდობანი?!“+ 13  არ გადაუტანია დავითს კიდობანი თავისთან, დავითის ქალაქში, გვერდზე გადაიტანა ის გათელი+ ობედ-ედომის+ სახლში. 14  ჭეშმარიტი ღვთის კიდობანი სამ თვეს დარჩა ობედ-ედომის სახლეულობასთან,+ მის სახლში, და კურთხევას არ აკლებდა იეჰოვა+ ობედ-ედომის სახლეულობასა და მთელ მის საბადებელს.

სქოლიოები

იხილეთ 2სმ. 6:8-ის სქოლიო.