1 მატიანე 14:1—17
14 ტვიროსის+ მეფე ხირამმა+ მაცნეები გაუგზავნა დავითს, გაუგზავნა კედრის ხის მორები,+ კედლების მშენებლები და ხეზე მომუშავენი მისთვის სახლის ასაშენებლად.+
2 მიხვდა დავითი, რომ მტკიცედ ჰყავდა დაყენებული იეჰოვას იგი+ ისრაელის მეფედ, რადგან ძლიერ განდიდდა მისი მეფობა მისი ხალხის, ისრაელის გამო.+
3 კიდევ მოიყვანა დავითმა ცოლები+ იერუსალიმში და კიდევ შეეძინა დავითს ვაჟები და ასულები.+
4 აი იმ შვილების სახელები, რომლებიც მას იერუსალიმში შეეძინა: შამუა,+ შობაბი,+ ნათანი+ და სოლომონი,+
5 იბხარი,+ ელიშუა, ელფალეტი,+
6 ნოგა, ნეფეგი,+ იაფია,
7 ელიშამა,+ ბეელიადა და ელიფელეტი.+
8 გაიგეს ფილისტიმელებმა, რომ ისრაელის მეფედ სცხეს დავითი+ და ძებნა დაუწყეს ფილისტიმელებმა დავითს.+ გაიგო ეს დავითმა და მათ წინააღმდეგ გავიდა.
9 მოვიდნენ ფილისტიმელები და რეფაიმის ველზე დაიწყეს თარეში.+
10 დაეკითხა დავითი ღმერთს:+ „გავიდე ფილისტიმელების წინააღმდეგ? ჩამიგდებ ხელში?“ იეჰოვამ მიუგო: „გადი და ხელში ჩაგიგდებ მათ“.
11 ავიდა დავითი ბაალ-ფერაციმში+ და იქ გაანადგურა ისინი. თქვა დავითმა: „ჩემი ხელით გაარღვია ჭეშმარიტმა ღმერთმა ჩემი მტრის რიგები, თითქოს წყალმა გაარღვიაო“. ამიტომ იმ ადგილს+ ბაალ-ფერაციმი უწოდეს.
12 დატოვეს იქ ფილისტიმელებმა თავიანთი ღმერთები,+ დავითის ხალხმა კი მისი ბრძანებით ცეცხლს მისცა ისინი.+
13 მოგვიანებით ფილისტიმელები კიდევ ერთხელ გავიდნენ სათარეშოდ იმავე ველზე.+
14 კვლავ დაეკითხა დავითი+ ღმერთს, ჭეშმარიტმა ღმერთმა კი მიუგო: „პირდაპირ არ გახვიდე მათ წინააღმდეგ, შემოუარე და ბაქა-ბუჩქებთან* დაესხი თავს.+
15 როცა ბაქა-ბუჩქების კენწეროებიდან ლაშქრის სვლის ხმას გაიგებ,+ მაშინ გადი საბრძოლველად,+ რადგან ჭეშმარიტი ღმერთი წაგიძღვება+ ფილისტიმელთა ბანაკის გასანადგურებლად“.
16 დავითიც ისე მოიქცა, როგორც ჭეშმარიტმა ღმერთმა უბრძანა,+ და გაანადგურეს მათ ფილისტიმელთა ბანაკი გაბაონიდან+ გეზერამდე.+
17 სახელი გაუვარდა დავითს+ ყველა ქვეყანაში, მისი შიშით მოიცვა იეჰოვამ ყველა ხალხი.+
სქოლიოები
^ „ბაქა“ ებრაული სიტყვის ტრანსლიტერაციაა. მნიშვნელობა უცნობია.