1 მატიანე 15:1—29

15  იშენებდა ის სახლებს+ დავითის ქალაქში; მოუმზადა მან ადგილი+ ჭეშმარიტი ღვთის კიდობანს და კარავი გაუშალა მას.  მაშინ თქვა დავითმა: „ლევიანთა გარდა არავინ ატაროს ჭეშმარიტი ღვთის კიდობანი, რადგან ისინი ამოირჩია იეჰოვამ იეჰოვას კიდობნის სატარებლად+ და სამარადისო მსახურებად“.+  შეკრიბა დავითმა იერუსალიმში მთელი ისრაელი,+ რომ იმ ადგილზე გადმოეტანა იეჰოვას კიდობანი,+ რომელიც მისთვის მოამზადა.  შეკრიბა დავითმა აარონის ძეები+ და ლევიანები.  კეჰათის ძეთაგან: მთავარი ურიელი+ და მისი ძმები — ას ოცი კაცი.  მერარის+ ძეთაგან: მთავარი ასაია+ და მისი ძმები — ორას ოცი კაცი.  გერშომის+ ძეთაგან: მთავარი იოელი+ და მისი ძმები — ას ოცდაათი კაცი.  ელიცაფანის+ ძეთაგან: მთავარი შემაია+ და მისი ძმები — ორასი კაცი.  ხებრონის ძეთაგან: მთავარი ელიელი და მისი ძმები — ოთხმოცი კაცი. 10  უზიელის+ ძეთაგან: მთავარი ამინადაბი და მისი ძმები — ას თორმეტი კაცი. 11  მოუხმო დავითმა მღვდლებს, ცადოკსა+ და აბიათარს,+ და ლევიანებს — ურიელს,+ ასაიას,+ იოელს,+ შემაიას,+ ელიელსა+ და ამინადაბს, 12  და უთხრა მათ: „თქვენა ხართ ლევიანების საგვარეულოთა თავკაცები!+ განიწმინდეთ+ თქვენცა და თქვენი ძმებიც და გადმოიტანეთ იეჰოვას, ისრაელის ღვთის კიდობანი იმ ადგილზე, რომელიც მისთვის მოვამზადე. 13  რაკი პირველად ასე არ მოიქეცით,+ იეჰოვას, ჩვენი ღვთის რისხვა აენთო ჩვენზე,+ რადგან წესისამებრ არ დავეკითხეთ მას“.+ 14  განიწმინდნენ+ მღვდლები და ლევიანები იეჰოვას, ისრაელის ღვთის კიდობნის გადმოსატანად. 15  მაშინ ლევიანთა ძეებმა კეტებით მხრებზე შედგმული წამოიღეს+ ჭეშმარიტი ღვთის კიდობანი იეჰოვას სიტყვისამებრ, როგორც მოსეს ჰქონდა ნაბრძანები.+ 16  უბრძანა დავითმა ლევიანთა მთავრებს, რომ თავიანთი ძმები, მგალობლები+ დაეყენებინათ საკრავებით:+ ქნარებით,+ სხვა სიმებიანი საკრავებითა+ და წინწილებით.+ მათ ხმამაღლა უნდა დაეკრათ და სასიხარულო ჰანგები აეჟღერებინათ. 17  ლევიანებმა დააყენეს ჰემანი,+ იოელის ძე, და მის ძმათაგან ასაფი,+ ბერექიას ძე; მერარის ძეთაგან, მათ ძმათაგან — ეთანი,+ კუშაიას ძე. 18  მათთან ერთად დააყენეს მათი ძმები მეორე ჯგუფიდან:+ ზაქარია,+ ბენი, იააზიელი, შემირამოთი, იეხიელი, უნი, ელიაბი, ბენაია, მაასეია, მათითია, ელიფელეჰუ, მიკნეია, ობედ-ედომი+ და იეიელი — კარიბჭის მცველები; 19  ჰემანი,+ ასაფი+ და ეთანი — მგალობლები, რათა ხმამაღლა დაეკრათ სპილენძის წინწილებზე;+ 20  ზაქარია, აზიელი,+ შემირამოთი, იეხიელი, უნი, ელიაბი, მაასეია და ბენაია ალამაში*+ აწყობილი სიმებიანი საკრავებით, 21  მათითია,+ ელიფელეჰუ, მიკნეია, ობედ-ედომი, იეიელი და აზაზია შემინიში*+ აწყობილი ქნარებით+ — ხელმძღვანელებად; 22  ქენანია,+ რომელიც კიდობნის ტარებისას ლევიანებს ხელმძღვანელობდა და ასწავლიდა მის ტარებას, რადგან დახელოვნებული+ იყო ამ საქმეში; 23  ბერექია და ელკანა — კიდობნის მცველებად;+ 24  მღვდლები შებანია, იოშაფატი, ნეთანელი, ამასაი, ზაქარია, ბენაია და ელიეზერი — მესაყვირეებად+ ჭეშმარიტი ღვთის კიდობნის წინ; ობედ-ედომი და იეხია — კიდობნის მცველებად. 25  დავითი+ ისრაელის უხუცესებთან+ და ათასისთავებთან+ ერთად მიჰყვებოდა მათ, რომ ობედ-ედომის+ სახლიდან მხიარულებით გადმოეტანათ იეჰოვას შეთანხმების კიდობანი.+ 26  დაეხმარა ჭეშმარიტი ღმერთი+ ლევიანებს იეჰოვას შეთანხმების კიდობნის გადმოტანაში, და მათ შვიდი მოზვერი და შვიდი ვერძი შესწირეს მსხვერპლად.+ 27  ძვირფასი ქსოვილის მოსასხამი ემოსა დავითს, ასევე ყველა ლევიანს, რომლებსაც მოჰქონდათ კიდობანი, მგალობლებსა და ქენანიას,+ რომელიც ხელმძღვანელობდა მგალობლების+ მიერ კიდობნის გადმოტანას; დავითს სელის ეფოდიც+ ემოსა. 28  მხიარული ყიჟინით+ მოჰქონდათ ისრაელებს იეჰოვას შეთანხმების კიდობანი სხვადასხვანაირი საყვირებისა+ და წინწილების+ თანხლებით, ხმამაღლა უკრავდნენ ქნარებსა და სხვა სიმებიან საკრავებზე.+ 29  როცა იეჰოვას შეთანხმების კიდობანი+ დავითის ქალაქთან მიიტანეს, სარკმლიდან მიქალმა,+ საულის ასულმა გადმოიხედა, დაინახა მოხტუნავე და მოზეიმე მეფე დავითი+ და გულში აბუჩად აიგდო+ იგი.

სქოლიოები

უცნობი ებრაული მუსიკალური ტერმინი, რაც შეიძლება მიუთითებდეს ახალგაზრდა ქალის მაღალ ხმაზე ან ბიჭის ძალიან წვრილ, ქალისებურ ხმაზე.
ებრაული ტერმინი, რაც შესაძლოა გულისხმობდეს მერვე საფეხურს ერთი ოქტავით დაბლა.