1 მატიანე 16:1—43
16 შეიტანეს ჭეშმარიტი ღვთის კიდობანი+ და დადგეს კარავში, რომელიც დავითს მისთვის ჰქონდა გაშლილი.+ ჭეშმარიტი ღვთის წინაშე მიიტანეს დასაწვავი შესაწირავი და მშვიდობის მსხვერპლი*.+
2 როცა დაასრულა დავითმა დასაწვავი შესაწირავისა+ და მშვიდობის მსხვერპლის შეწირვა,+ იეჰოვას სახელით+ აკურთხა ხალხი.+
3 ჩამოურიგა+ ყველა ისრაელს, კაცსაც და ქალსაც, თითო მრგვალი პური, ფინიკის თითო კვერი და ქიშმიშის თითო კვერი.
4 ზოგიერთი ლევიანი+ მსახურად+ დააყენა იეჰოვას კიდობნის წინ იეჰოვას, ისრაელის ღვთის საქმეების შესახსენებლად,+ მის სამადლობლად+ და სადიდებლად:+
5 თავკაცი ასაფი,+ მერე ზაქარია, იეიელი, შემირამოთი, იეხიელი, მათითია, ელიაბი, ბენაია, ობედ-ედომი და იეიელი+ — ქნარებითა+ და სხვა სიმებიანი საკრავებით; ასაფი+ — წინწილებით, ხმამაღლა რომ დაეკრა;+
6 მღვდლები ბენაია და იახაზიელი — საყვირებით,+ ჭეშმარიტი ღვთის შეთანხმების კიდობნის წინ რომ მდგარიყვნენ მუდამ.
7 იმ დღეს დავითმა ასაფისა+ და მისი ძმების შესრულებით პირველად უძღვნა+ იეჰოვას სამადლობელი:+
8 «მადლობდეთ იეჰოვას,+ მოუხმეთ მის სახელს,+გააგებინეთ ხალხებს მისი საქმეები!+
9 უმღერეთ+ მას, ქება უმღერეთ,+იფიქრეთ მის საოცარ საქმეებზე.+
10 იამაყეთ მისი წმინდა+ სახელით,+გაიხარონ იეჰოვას მძებნელთა გულებმა!+
11 ეძებეთ იეჰოვა და მისი ძალა,+გამუდმებით ეძებეთ მისი სახე.+
12 გახსოვდეთ საოცარი საქმეები, მან რომ მოიმოქმედა,+მისი სასწაულები და მისი ბაგის სამართალი,+
13 ისრაელის, მისი მსახურის, შთამომავლებო,+იაკობის ძეებო, მისნო რჩეულნო!+
14 ის არის იეჰოვა, ჩვენი ღმერთი.+ მთელ დედამიწაზე მოქმედებს მისი სამართალი.+
15 მარადიულად გახსოვდეთ მისი შეთანხმება,+ათასი თაობისთვის ნაბრძანები მისი სიტყვა,+
16 აბრაამთან დადებული შეთანხმება+და ისაკისთვის მიცემული ფიცი,+
17 რომლის სიტყვებიც წესად ჰქონდა იაკობს,+მარადიულ შეთანხმებად — ისრაელს:+
18 „შენ მოგცემ ქანაანის მიწას,+როგორც თქვენს სამემკვიდრო წილს“.+
19 მაშინ მცირე იყო თქვენი რიცხვი,+ძალიან მცირე, და ხიზნები იყავით იქ.+
20 ერიდან ერში გადადიოდნენ,+ერთი სამეფოდან სხვა ხალხთან მიდიოდნენ.+
21 მან არავის დართო ნება, რამე გამოეძალათ მათთვის,+მათი გულისთვის შეაგონებდა მეფეებს+
22 და ეუბნებოდა: ჩემს ცხებულებს არ შეეხოთდა ცუდი არაფერი გაუკეთოთო ჩემს წინასწარმეტყველებს!+
23 უმღერეთ იეჰოვას, დედამიწის მკვიდრნო!+დღითი დღე ახარეთ მისგან ხსნა!+
24 მოუთხრეთ მისი დიდების შესახებ ერებსდა მის საოცარ საქმეებზე — ხალხებს,
25 რადგან დიდებულია იეჰოვა და დიდად საქები,+ყველა ღმერთზე შიშის მომგვრელია იგი.+
26 ხალხთა ღმერთები არაფრის მაქნისი ღმერთებია,+იეჰოვამ კი ზეცა შექმნა.+
27 ღირსება და ბრწყინვალებაა მის წინაშე,+ძალა და სიხარულია იქ, სადაც ის არის.+
28 მიაგეთ იეჰოვას, ხალხთა ტომებო,მიაგეთ იეჰოვას დიდება და ძალა!+
29 მიაგეთ იეჰოვას მისი სახელის დიდება,+წაიღეთ ძღვენი და მიდით მის წინაშე,+მდაბლად თაყვანი ეცით იეჰოვას წმინდა სამოსლით შემოსილებმა.+
30 თრთოდეთ* მის წინაშე, დედამიწის მკვიდრნო!მტკიცედ არის დაფუძნებული მიწა,არასდროს მოირყევა.+
31 გაიხაროს ზეცამ და იმხიარულოს დედამიწამ!+უთხრან მათ ერებს: გამეფდაო იეჰოვა!+
32 იხმაუროს ზღვამ და ყველაფერმა, რაც მასშია,+გაიხაროს მინდორმა და ყველაფერმა, რაც მასზეა!+
33 ტყის ყველა ხემაც იმხიარულოს იეჰოვას გამო,+რადგან მოსულა იგი დედამიწის გასასამართლებლად!+
34 მადლობდეთ იეჰოვას, რადგან კარგია იგი;+მარადიულია მისი სიკეთე*.+
35 თქვით: „გვიხსენი, ჩვენი ხსნის ღმერთო,+ერთად შეგვკრიბე და დაგვიხსენი ხალხებიდან,+რათა ვმადლობდეთ შენს წმინდა სახელს+ და სიხარულით ვლაპარაკობდეთ შენ საქებრად.+
36 კურთხეული იყოს იეჰოვა, ისრაელის ღმერთი, მარადიულად*!“»+
მთელმა ხალხმა თქვა: „ამინ*!“ და განადიდა იეჰოვა.+
37 მან იეჰოვას შეთანხმების კიდობნის წინ დატოვა ასაფი+ და მისი ძმები, რათა მუდამ ემსახურათ+ კიდობნის წინ ყოველდღიური საჭიროებისამებრ,+
38 და მათთან ერთად ობედ-ედომი და მისი ძმები, სულ სამოცდარვა კაცი, ობედ-ედომი, იედუთუნის ძე, და ხოსა — კარიბჭის მცველებად,
39 მღვდელი ცადოკი+ და მისი ძმები, მღვდლები — იეჰოვას კარვის წინ გაბაონის მაღლობზე,+
40 რომ დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლოზე მუდამ, დილა-საღამოს შეეწირათ იეჰოვასთვის დასაწვავი შესაწირავი და ეკეთებინათ ყველაფერი იეჰოვას კანონში ჩაწერილისამებრ, მან რომ ისრაელს უბრძანა;+
41 მათთან ერთად დააყენა ჰემანი,+ იედუთუნი და სხვა რჩეული კაცები, სახელებით დანიშნულნი+ იეჰოვას სამადლობლად,+ რადგან „მარადიულია მისი სიკეთე“.+
42 ჰემანსა+ და იედუთუნს+ უნდა აეხმიანებინათ საყვირები,+ წინწილები და სხვა საკრავები, რომელთა თანხლებითაც ჭეშმარიტ ღმერთს უმღეროდნენ, იედუთუნის ძეები+ კი კარიბჭესთან დააყენა.
43 მთელი ხალხი წავიდ-წამოვიდა სახლებში,+ და დავითიც შინ დაბრუნდა თავისი სახლის საკურთხებლად.
სქოლიოები
^ ან საზიარო მსხვერპლი.
^ ან მწვავე ტკივილები გქონდეთ.
^ ანუ ერთგული სიყვარული. ებრაულად ხესედ, რაც ნიშნავს სიყვარულით გამოვლენილ სიკეთეს.
^ სიტყვასიტყვით — უსასრულობიდან უსასრულობამდე.
^ ებრაულად ამენ, რაც ნიშნავს: დაე, იყოს ასე!