1 მატიანე 17:1—27

17  როცა დავითმა თავის სასახლეში დაიწყო ცხოვრება,+ უთხრა დავითმა ნათან+ წინასწარმეტყველს: „მე კედრის სახლში+ ვცხოვრობ, იეჰოვას შეთანხმების კიდობანი+ კი კარავშია“.+  მიუგო ნათანმა დავითს: „გააკეთე, რაც გულში გაქვს,+ რადგან შენთანაა ჭეშმარიტი ღმერთი“.+  იმ ღამით ღვთის სიტყვა+ გამოეცხადა ნათანს:  «წადი და უთხარი ჩემს მსახურ დავითს, ასე ამბობს-თქო იეჰოვა: „შენ არ ამიშენებ სახლს სამკვიდროდ.+  სახლში არ დავმკვიდრებულვარ ისრაელის გამოყვანის დღიდან დღემდე;+ კარვიდან კარავში და სამკვიდროდან+ სამკვიდროში+ ვიმყოფებოდი.  განა მთელი იმ დროის განმავლობაში, როცა ისრაელებს შორის დავდიოდი,+ ოდესმე მაინც თუ მითქვამს სიტყვა ისრაელის რომელიმე მსაჯულისთვის, რომლისთვისაც ჩემი ხალხის დამწყემსვა მიბრძანებია, კედრის სახლი რატომ არ ამიშენეთ-მეთქი?!“+  უთხარი ჩემს მსახურ დავითს, ასე ამბობს-თქო ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „მე წამოგიყვანე საძოვრიდან და ფარიდან,+ რომ ჩემი ხალხის, ისრაელის წინამძღოლი+ ყოფილიყავი.  შენთან ვიქნები, სადაც კი წახვალ,+ და მოვსპობ შენს მტრებს.+ სახელს გაგითქვამ,+ როგორც დედამიწის დიდებულებს აქვთ განთქმული.+  ადგილს მივუჩენ ჩემს ხალხს, ისრაელს, და დავრგავ მათ,+ იქ დამკვიდრდებიან, სადაც არიან, და აღარავინ შეაწუხებთ. უწინდებურად ვეღარ დააუძლურებენ+ უმართლობის ძეები,+ 10  მაშინდელივით, როცა მსაჯულები+ დავუყენე ჩემს ხალხს, ისრაელს. დავამცირებ ყველა შენს მტერს.+ გეუბნები, აგიშენებს სახლს* იეჰოვა.+ 11  როცა შეივსება შენი დღეები, რომ შეუერთდე შენს მამა-პაპას,+ გამოვაჩენ შთამომავალს, შენს ერთ-ერთ ვაჟს,+ და განვამტკიცებ მის მეფობას.+ 12  ის ამიშენებს სახლს+ და მარადიულად განვამტკიცებ მის ტახტს.+ 13  მე ვიქნები მისი მამა+ და ის იქნება ჩემი ძე.+ არ წაერთმევა მას ჩემი სიკეთე*,+ როგორც მას, ვინც შენამდე იყო.+ 14  მარადიულად დავაყენებ მას ჩემს სახლში+ და ჩემს სამეფოში.+ მარადიული იქნება მისი ტახტი“».+ 15  ყველაფერს მოუყვა ნათანი დავითს ამ სიტყვებისა და ხილვის თანახმად.+ 16  მივიდა მეფე დავითი, იეჰოვას წინაშე+ დაჯდა და თქვა: „ვინა ვარ მე,+ იეჰოვა ღმერთო, და რა არის ჩემი სახლი,+ რომ აქამდე მომიყვანე!+ 17  თითქოს ეს საკმარისი არ ყოფილიყოს,+ ღმერთო,+ შენ შენი მსახურის სახლის შორეულ მომავალზეც ლაპარაკობ,+ იეჰოვა ღმერთო, ისეთ კაცად მთვლი, რომელსაც შეუძლია მეტს მიაღწიოს.+ 18  ისე განადიდე შენი მსახური დავითი, რომ მეტი რაღა ეთქმის?!+ შენ კარგად იცნობ შენს მსახურს.+ 19  იეჰოვა, შენი მსახურის გულისთვის და შენი გულის სურვილისამებრ+ მოიმოქმედე ეს დიდი საქმეები და ცნობილი გახადე შენი დიდებული ნაღვაწი.+ 20  იეჰოვა, არავინაა შენი მსგავსი,+ არავინაა ღმერთი შენ გარდა;+ რაც კი მოგვისმენია, ყველაფერი ამაზე მოწმობს. 21  რომელი ერია დედამიწაზე შენი ხალხის, ისრაელის მსგავსი,+ რომელიც ჭეშმარიტმა ღმერთმა თავისთვის გამოისყიდა,+ რომ შენი დიდებული ნაღვაწითა+ და შიშის მომგვრელი საქმეებით გაგეთქვა სახელი,+ როცა ეგვიპტიდან გამოსყიდული შენი ხალხის წინაშე განდევნე ერები?! 22  შენი ხალხი, ისრაელი, სამარადისოდ შენს ხალხად აქციე+ და შენ გახდი, იეჰოვა, მათი ღმერთი.+ 23  იეჰოვა, სამარადისოდ უერთგულე შენს სიტყვას, შენს მსახურსა და მის სახლზე ნათქვამს, და იმოქმედე ნათქვამისამებრ! 24  სამარადისოდ სანდო იყოს და განდიდდეს+ შენი სახელი,+ რომ თქვან, ლაშქართა ღმერთი იეჰოვა,+ ისრაელის ღმერთი,+ ღმერთიაო ისრაელისა!+ განმტკიცდეს შენი მსახურის, დავითის სახლი შენ წინაშე!+ 25  ჩემო ღმერთო, შენ გამოუცხადე შენს მსახურს შენი განზრახვა, რომ აუშენებდი სახლს,+ და ამიტომაც მოგმართავს შენი მსახური ლოცვით. 26  იეჰოვა, შენა ხარ ჭეშმარიტი ღმერთი+ და ყოველივე კარგს ჰპირდები შენს მსახურს.+ 27  იმოქმედე და აკურთხე შენი მსახურის სახლი, რომ მარადიულად იდგეს შენ წინაშე;+ შენ აკურთხე, იეჰოვა, და ისიც სამარადისოდ კურთხეული იქნება“.+

სქოლიოები

იგულისხმება მეფეთა დინასტია.
იხილეთ 16:34-ის სქოლიო.