1 მატიანე 18:1—17

18  ამის შემდეგ დაამარცხა დავითმა ფილისტიმელები,+ დაიმორჩილა ისინი და ხელიდან გამოჰგლიჯა ფილისტიმელებს გათი+ და მისი მიმდებარე ქალაქები.  მოაბიც+ დაამარცხა და მოაბელები დავითის მორჩილები და მოხარკეები გახდნენ.+  დავითმა ცობის+ მეფე ჰადადეზერიც+ დაამარცხა ხამათში,+ როცა იგი მდინარე ევფრატამდე+ ბატონობის განსამტკიცებლად მიდიოდა.  წაართვა მას დავითმა ათასი ეტლი, შვიდი ათასი მხედარი და ოცი ათასი ქვეითი.+ მყესები გადაუჭრა+ დავითმა ეტლის ცხენებს,+ მხოლოდ ასი ეტლის ცხენი დატოვა.  როცა ცობის+ მეფე ჰადადეზერს დამასკოელი სირიელები დაეხმარნენ, დავითმა ოცდაორი ათასი სირიელი გაანადგურა.  ჯარი ჩააყენა დავითმა სირიაში, დამასკოში,+ და სირიელებიც დავითის მორჩილნი და მოხარკენი გახდნენ.+ სადაც მიდიოდა დავითი, ყველგან შველოდა მას იეჰოვა.+  აიღო დავითმა ჰადადეზერის მსახურთა ოქროს მრგვალი ფარები+ და იერუსალიმში ჩაიტანა,+  ჰადადეზერის ქალაქებიდან კი, თიბხათიდან+ და ქუნიდან, დიდძალი სპილენძი წამოიღო, რისგანაც სოლომონმა სპილენძის ზღვა,+ სვეტები+ და სპილენძის სხვა ნივთები გააკეთა.+  როცა გაიგო თოუმ, ხამათის+ მეფემ, რომ დაამარცხა დავითმა ჰადადეზერის,+ ცობის მეფის ჯარი, 10  მაშინვე გაუგზავნა მან დავით მეფეს თავისი ვაჟი ჰადორამი+ მოსაკითხად და ჰადადეზერის ბრძოლაში დამარცხების მისალოცად (რადგან არაერთი ბრძოლა გაემართა ჰადადეზერს თოუსთან); მას ოქროს, ვერცხლისა+ და სპილენძის ნივთები გაატანა. 11  ისინიც განწმინდა+ დავით მეფემ იეჰოვასთვის იმ ოქრო-ვერცხლთან ერთად, რომელიც წაართვა სხვა ერებს:+ ედომს, მოაბს,+ ამონის+ ძეებს, ფილისტიმელებსა+ და ამალეკს.+ 12  აბიშაიმ,+ ცერუიას+ ვაჟმა, მარილოვან ველზე+ თვრამეტი ათასი ედომელი დაამარცხა. 13  მან ჯარი ჩააყენა ედომში და ედომელები დავითის მორჩილნი გახდნენ.+ სადაც მიდიოდა დავითი, ყველგან შველოდა მას იეჰოვა.+ 14  მთელ ისრაელზე მეფობდა დავითი+ და სამართალსა და სიმართლეს აღასრულებდა თავისი ხალხისთვის.+ 15  იოაბი, ცერუიას ვაჟი, მხედართმთავარი იყო,+ იეჰოშაფატი,+ ახილუდის ვაჟი, კი — მემატიანე. 16  ცადოკი,+ ახიტუბის ვაჟი, და ახიმელექი,+ აბიათარის ვაჟი, მღვდლები იყვნენ, შავშა+ კი მწერალი იყო. 17  ბენაია,+ იეჰოიადას ვაჟი,+ ქერეთელებსა+ და ფელეთელებს+ მეთაურობდა, დავითის ვაჟებს კი მეფის გვერდით პირველი ადგილები ეკავათ.+

სქოლიოები