1 მატიანე 20:1—8
20 წელიწადის შემობრუნებისას*,+ როცა მეფეები გამოდიოდნენ,+ ბრძოლაში წაუძღვა ჯარს იოაბი,+ გაანადგურა ამონის ძეთა მიწა და ალყაში მოაქცია რაბა;+ მაშინ დავითი იერუსალიმში ცხოვრობდა. შეუტია იოაბმა+ რაბას და დაამხო ის.
2 მოხსნა დავითმა მალქამს* ძვირფასი ქვებით მოჭედილი გვირგვინი,+ რომელიც ერთ ტალანტ ოქროს იწონიდა და რომელიც დავითს დაადგეს თავზე. დიდძალი ნადავლი წამოიღო მან ქალაქიდან.+
3 იქ მცხოვრები ხალხი კი წამოიყვანა+ ქვის მჭრელებად და რკინის ბასრი იარაღებითა და ცულებით სამუშაოს შესასრულებლად.+ ასე მოექცა დავითი ამონის ძეთა ყველა ქალაქს. ბოლოს დავითი მთელ ხალხთან ერთად იერუსალიმში დაბრუნდა.
4 ამის შემდეგ ომი გაჩაღდა ფილისტიმელებთან+ გეზერში.+ მაშინ ხუშელმა სიბექაიმ+ მოკლა სიფაი*, რეფაიმთა+ ნაშიერი, და ასე დაიმორჩილეს ისინი.
5 კვლავ დაიწყო ომი ფილისტიმელებთან. ელხანანმა,+ იაირის ვაჟმა, მოკლა ლახმი, გათელი გოლიათის+ ძმა, რომლის შუბის ტარი საქსოვი ლილვის სისხო იყო.+
6 კვლავ დაიწყო ომი გათში.+ იქ იყო ერთი ბუმბერაზი,+ რომელსაც ხელ-ფეხზე ექვს-ექვსი თითი ჰქონდა — სულ ოცდაოთხი.+ ისიც რეფაიმთა ნაშიერი იყო.+
7 დასცინოდა+ ის ისრაელს, ბოლოს კი იონათანმა, დავითის ძმის შიმეას+ ვაჟმა, მოკლა იგი.
8 ისინი გათში+ დაბადებულ რეფაიმთა+ ნაშიერნი იყვნენ, რომლებიც დავითისა და მისი მსახურების ხელით დაეცნენ.+