1 მატიანე 21:1—30
21 აღსდგა სატანა* ისრაელის წინააღმდეგ და ისრაელის აღსარიცხავად აღძრა+ დავითი.
2 უთხრა დავითმა იოაბს+ და ხალხის მთავრებს: „წადით, აღრიცხეთ+ ისრაელი ბეერ-შებიდან+ დანამდე+ და ამბავი მომიტანეთ, რომ ვიცოდე მათი რიცხვი“.+
3 მიუგო იოაბმა: „იეჰოვამ გააასმაგოს თავისი ხალხი!+ ჩემო ბატონო-მეფეო, განა ყველანი ჩემი ბატონის მსახურები არ არიან?! რად უნდა ჩემს ბატონს ეს?!+ რატომ უნდა გახდეს ის ისრაელის დანაშაულის მიზეზი?!“
4 იმძლავრა მეფის სიტყვამ+ იოაბზე, ამიტომ წავიდა იოაბი,+ მოიარა მთელი ისრაელი და იერუსალიმში დაბრუნდა.+
5 აცნობა იოაბმა დავითს აღრიცხული ხალხის რაოდენობა; მთელ ისრაელში მილიონ ასი ათასი მახვილის ამღები კაცი აღირიცხა,+ იუდაში კი — ოთხას სამოცდაათი ათასი.
6 ლევიანები+ და ბენიამინელები აღარ აღურიცხავს იოაბს მათთან ერთად,+ რადგან საძაგელი იყო მისთვის მეფის სიტყვა.
7 ეს ბოროტება იყო ჭეშმარიტი ღვთის თვალში+ და ამიტომაც დასცა მან ისრაელი.
8 მიმართა დავითმა ჭეშმარიტ ღმერთს: „დიდად შევცოდე,+ ეს რომ გავაკეთე. აპატიე შენს მსახურს დანაშაული,+ რადგან მეტისმეტად უგუნურად მოვიქეცი“.+
9 დაელაპარაკა იეჰოვა გადს,+ დავითის წინასწარმხილველს:+
10 «წადი, დაელაპარაკე დავითს და უთხარი, აი რას ამბობს-თქო იეჰოვა: „სამ რამეს შემოგთავაზებ+ და შენ თვითონ აირჩიე, რომლით დაგსაჯო“».+
11 მივიდა გადი დავითთან+ და უთხრა: «აი რას ამბობს იეჰოვა: „აირჩიე,
12 რა გირჩევნია: სამ წელიწადს იყოს შიმშილობა,+ სამ თვეს განადგურებდეს მტერი+ და შენი მტრის მახვილი გეწიოს, თუ სამ დღეს იეჰოვას მახვილი+ — ჭირი+ იყოს ქვეყანაში, მუსვრა დაიწყოს იეჰოვას ანგელოზმა+ ისრაელის მიწაზე?“ ახლა კი გადაწყვიტე რა ვუპასუხო ჩემს გამომგზავნელს».
13 უთხრა დავითმა გადს: „ძალიან დამამწუხრა ამ ამბავმა. იეჰოვას ხელში ჩავარდნა მირჩევნია,+ რადგან დიდად მწყალობელია იგი,+ ოღონდ კაცის ხელში ნუ ჩამაგდებ!“+
14 მაშინ იეჰოვამ ჭირი მოუვლინა+ ისრაელს და გაწყდა ისრაელში სამოცდაათი ათასი კაცი.+
15 ჭეშმარიტმა ღმერთმა ანგელოზი გაგზავნა იერუსალიმის შესამუსრავად.+ როგორც კი მან მუსვრა დაიწყო, იეჰოვამ დაინახა ეს, გადაიფიქრა უბედურება+ და უთხრა შემმუსვრელ ანგელოზს: „კმარა!+ დაუშვი ხელი!“ იეჰოვას ანგელოზი იებუსელი+ ორნანის+ კალოსთან იყო გაჩერებული.
16 გაიხედა დავითმა და დაინახა ცასა და მიწას შორის გაჩერებული იეჰოვას ანგელოზი,+ რომელსაც გაშიშვლებული მახვილი+ ეჭირა ხელში და იერუსალიმისკენ ჰქონდა გაწვდილი. მაშინვე პირქვე დაემხვნენ+ ჯვალოთი შემოსილნი,+ დავითი და მასთან ერთად უხუცესები.
17 უთხრა დავითმა ჭეშმარიტ ღმერთს: „განა მე არ ვბრძანე ხალხის აღრიცხვა?! განა მე არ შევცოდე და ბოროტება მე არ ჩავიდინე?!+ ამ ცხვარმა რა დააშავა?!+ იეჰოვა, ჩემო ღმერთო, ჩემზე და მამაჩემის სახლზე იყოს შენი ხელი, ოღონდ შენს ხალხს+ ნუ ეწევა უბედურება!“
18 უთხრა გადს იეჰოვას ანგელოზმა,+ რომ ეთქვა დავითისთვის, წასულიყო და სამსხვერპლო აღემართა იეჰოვასთვის იებუსელი ორნანის კალოზე.+
19 წავიდა დავითი გადის სიტყვისამებრ, იეჰოვას სახელით რომ ჰქონდა ნათქვამი.+
20 მოტრიალდა ორნანი+ და დაინახა ანგელოზი. მასთან მყოფი მისი ოთხივე ვაჟი დაიმალა. იმ დროს ხორბალს ლეწავდა ორნანი.
21 მივიდა დავითი ორნანთან. როცა ორნანმა დავითი დაინახა,+ მაშინვე გამოეგება კალოდან და პირქვე დაემხო დავითის წინაშე.
22 სთხოვა დავითმა ორნანს: „მომეცი შენი კალო, რომ იქ ავაშენო სამსხვერპლო იეჰოვასთვის. სრულ საფასურად+ მომეცი,+ რომ შეწყდეს ხალხში ეს უბედურება“.+
23 მიუგო ორნანმა დავითს: „შენი იყოს,+ და რასაც მოისურვებს, ის გააკეთოს ჩემმა მეფე-ბატონმა. აი საქონელი+ დასაწვავ შესაწირავად,+ კევრი შეშად+ და ხორბალი — მარცვლეულ შესაწირავად. ყველაფერს მოგცემ“.+
24 უთხრა მეფე დავითმა ორნანს: „არა, სრულ საფასურად+ უნდა შევიძინო ის, რადგან შენი საკუთრებიდან მუქთად არაფერს ავიღებ იეჰოვასთვის დასაწვავ მსხვერპლად“.
25 და იმ ადგილისთვის ექვსასი შეკელი ოქრო მისცა დავითმა ორნანს.+
26 აუგო იქ დავითმა იეჰოვას სამსხვერპლო+ და შესწირა დასაწვავი მსხვერპლი და მშვიდობის მსხვერპლი*. მოუხმო იეჰოვას+ და მანაც უპასუხა ზეციდან დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლოზე ჩამოსული ცეცხლით.+
27 უბრძანა იეჰოვამ ანგელოზს+ და მანაც ქარქაშში ჩააგო მახვილი.
28 როცა დავითმა დაინახა, რომ უპასუხა იეჰოვამ იებუსელი ორნანის კალოზე, განაგრძო იქ მსხვერპლის შეწირვა.+
29 იმ დროს იეჰოვას კარავი, რომელიც მოსემ უდაბნოში გააკეთა, და დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლო გაბაონის+ მაღლობზე იდგა.
30 ვერ მიდიოდა დავითი იქ ღვთისთვის რჩევის საკითხავად, რადგან იეჰოვას ანგელოზის მახვილის ეშინოდა.+