1 მატიანე 22:1—19

22  თქვა დავითმა: „ეს არის ჭეშმარიტი ღვთის, იეჰოვას სახლი+ და ეს არის დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლო+ ისრაელისთვის“.  დავითმა ბრძანა, თავი მოეყარათ ისრაელის მიწაზე მცხოვრები ხიზნებისთვის+ და დააყენა ისინი ქვის მთლელებად,+ რათა ჭეშმარიტი ღვთის სახლის ასაშენებლად ოთხკუთხედი ქვები გაეთალათ.+  დავითმა მოიმარაგა დიდი რაოდენობით რკინა კარიბჭეთა ლურსმნებისთვის და სამაგრებისთვის, სპილენძი, რომელსაც წონა არ ჰქონდა,+  და უამრავი კედრის+ მორი, რაც სიდონელებსა+ და ტვიროსელებს+ მოჰქონდათ დავითისთვის დიდი რაოდენობით.  თქვა დავითმა: „ჩემი ვაჟი სოლომონი ახალგაზრდა და გამოუცდელია,+ იეჰოვასთვის ასაშენებელი სახლი კი ყველაზე დიდებული+ და თავისი სილამაზით+ გამორჩეული უნდა იყოს მთელ ქვეყანაზე. ამიტომ, მოდი, მისი გულისთვის შევუდგები სამზადისს“. ასე რომ, სიკვდილამდე დავითმა ყველაფერი დიდი რაოდენობით მოიმარაგა.+  მოუხმო თავის ვაჟს, სოლომონს, და უბრძანა, რომ იეჰოვასთვის, ისრაელის ღვთისთვის, სახლი აეშენებინა.  უთხრა დავითმა თავის ვაჟს, სოლომონს: «გულით მსურდა+ ჩემი ღვთის, იეჰოვას სახელზე+ სახლის აშენება,  მაგრამ იეჰოვას სიტყვა გამომეცხადა: „ბევრი სისხლი გაქვს დაღვრილი+ და დიდი ომები გაქვს გადახდილი.+ შენ არ ააშენებ სახლს ჩემს სახელზე,+ რადგან ბევრი სისხლი გაქვს დაღვრილი ქვეყნად ჩემ წინაშე.  აი, შეგეძინება ძე.+ ის მშვიდი კაცი იქნება და მე დავასვენებ მას გარშემო მყოფი ყველა მტრისგან;+ სოლომონი*+ ერქმევა მას და მშვიდობასა და სიმშვიდეს+ ვუბოძებ ისრაელს მის დროს. 10  ის ააშენებს სახლს ჩემს სახელზე;+ ის ჩემი შვილი იქნება+ და მე მისი მამა+ ვიქნები. მარადიულად განვამტკიცებ მის სამეფო+ ტახტს ისრაელში“. 11  ახლა კი, ჩემო შვილო, იეჰოვა იყოს შენთან, ხელი მოგემართება და ააშენებ შენი ღვთის, იეჰოვას სახლს, როგორც მას აქვს ნათქვამი შენზე.+ 12  იეჰოვამ მოგცეს გონიერება და გაგების უნარი,+ მან მოგცეს მცნებები ისრაელისთვის, რომ დაიცვა იეჰოვას, შენი ღვთის კანონი.+ 13  მოგემართება ხელი,+ თუ გულდასმით შეასრულებ იმ წესებსა+ და სამართალს,+ რომლებიც ისრაელისთვის უბრძანა იეჰოვამ მოსეს.+ გამბედაობა მოიკრიბე და გამაგრდი,+ ნუ შეგეშინდება+ და ნუ შეძრწუნდები!+ 14  აი, ჩემი გაჭირვების+ ჟამს მოვიმარაგე იეჰოვას სახლისთვის ასი ათასი ტალანტი ოქრო,+ მილიონი ტალანტი ვერცხლი და იმდენი სპილენძი+ და რკინა,+ რომ წონა არა აქვთ. ხის მორებიცა და ქვებიც მოვიმარაგე, მაგრამ შენ კიდევ დაუმატე. 15  შენ გყავს ბევრი მუშახელი, ქვის მთლელი, ქვისა+ და ხის დამმუშავებელი და ყველანაირი საქმის ოსტატი.+ 16  ოქრო-ვერცხლს, სპილენძსა და რკინას თვლა არა აქვს.+ ადექი და იმოქმედე,+ იეჰოვა იყოს შენთან!»+ 17  უბრძანა დავითმა ისრაელის მთავრებს, რომ მიხმარებოდნენ მის ვაჟს, სოლომონს: 18  „იეჰოვა, თქვენი ღმერთი, ხომ თქვენთან არის!+ ხომ დაგასვენათ მან ყოველი მხრიდან!+ მან ხელში ჩამიგდო ამ მიწის მკვიდრნი და დამორჩილდა იეჰოვასა+ და მის ხალხს ეს მიწა. 19  ახლა გული და სული+ დაუდეთ იმას, რომ ეძიოთ იეჰოვა, თქვენი ღმერთი.+ ადექით და ააშენეთ იეჰოვას, ჭეშმარიტი ღვთის+ საწმინდარი,+ რომ იეჰოვას შეთანხმების კიდობანი+ და ჭეშმარიტი ღვთის წმინდა ნივთები იეჰოვას სახელზე+ აშენებულ სახლში გადმოიტანოთ“.

სქოლიოები

სახელის ფუძეა შალომ (მშვიდობა).