1 მატიანე 23:1—32

23  მოხუცდა დავითი+ და გაძღა დღეებით. მან თავისი ვაჟი სოლომონი+ გაამეფა ისრაელზე.  შეკრიბა ისრაელის მთავრები,+ მღვდლები+ და ლევიანები.+  ოცდაათი წლის ასაკიდან აღირიცხნენ ლევიანები.+ სათითაოდ აღრიცხული კაცების რიცხვმა ოცდათვრამეტი ათასი შეადგინა.  აქედან იეჰოვას სახლის საქმეს ოცდაოთხი ათასი კაცი უწევდა მეთვალყურეობას, ექვსი ათასი კი მთავარი+ და მსაჯული+ იყო,  ოთხი ათასი კარიბჭის მცველი+ იყო, ოთხი ათასი კი იმ საკრავებით+ ასხამდა იეჰოვას ხოტბას,+ რომლებზეც დავითს უთქვამს: ხოტბის შესასხმელად გავაკეთეო.  დავითმა ისინი ლევის ძეების+ — გერშონის, კეჰათისა და მერარის ჯგუფებად დაყო.+  გერშონელთაგან იყვნენ ლადანი და შიმეი.  ლადანის ვაჟები იყვნენ: მთავარი იეხიელი,+ ზეთამი და იოელი+ — სულ სამი.  შიმეის ვაჟები იყვნენ: შელომოთი, ხაზიელი და ჰარანი — სულ სამი. ისინი იყვნენ ლადანის საგვარეულოთა თავკაცები. 10  შიმეის ვაჟები იყვნენ: იახათი, ზინა*, იეუში და ბერია. ეს ოთხნი იყვნენ შიმეის ვაჟები. 11  იახათი მთავარი იყო, ზიზა მეორე იყო. იეუშსა და ბერიას ბევრი ვაჟი არ ჰყოლიათ, ამიტომ ისინი ერთი დავალების შემსრულებელ ერთ საგვარეულოდ+ იქცნენ. 12  კეჰათის ვაჟები+ იყვნენ: ამრამი, იცჰარი,+ ხებრონი+ და უზიელი+ — სულ ოთხი. 13  ამრამის ვაჟები იყვნენ აარონი+ და მოსე.+ აარონი გამოცალკევებული+ იყო წმინდათაწმინდის+ განსაწმენდად; სამარადისოდ იყვნენ გამოცალკევებულნი ის და მისი ვაჟები, რათა შესაწირავი+ აებოლებინათ იეჰოვასთვის, ემსახურათ მისთვის+ და მარადიულად ეკურთხებინათ+ ხალხი მისი სახელით. 14  მოსეს, ჭეშმარიტი ღვთის კაცის,+ ვაჟები ლევიანთა ტომს ეკუთვნოდნენ.+ 15  მოსეს ვაჟები იყვნენ გერშომი+ და ელიეზერი.+ 16  გერშომის ვაჟი* იყო თავკაცი შებუელი;+ 17  ელიეზერის ვაჟი* იყო თავკაცი რეხაბია.+ ელიეზერს სხვა ვაჟები არ ჰყოლია, რეხაბიას ვაჟები კი ძალიან გამრავლდნენ. 18  იცჰარის+ ვაჟი* იყო მთავარი შელომითი.+ 19  ხებრონის ვაჟები იყვნენ: თავკაცი იერია, მეორე — ამარია, მესამე — იახაზიელი და მეოთხე — იეკამეამი.+ 20  უზიელის ვაჟები+ იყვნენ: თავკაცი მიქა და მეორე — იშია. 21  მერარის ვაჟები+ იყვნენ მახლი და მუში.+ მახლის ვაჟები იყვნენ ელეაზარი+ და კიში. 22  ელეაზარი ისე მოკვდა, რომ ვაჟები არ ჰყოლია, მხოლოდ ასულები დარჩა. ამიტომ, კიშის ვაჟებმა, მათმა ძმებმა შეირთეს ისინი.+ 23  მუშის ვაჟები იყვნენ: მახლი, ედერი და იერემოთი+ — სულ სამი. 24  ისინი იყვნენ ლევის ძეები თავ-თავიანთი საგვარეულოების მიხედვით,+ საგვარეულოთა თავკაცები, სათითაოდ აღრიცხულნი ოცი წლის ასაკიდან მოყოლებული+ დანიშნულებისა და სახელების მიხედვით, იეჰოვას სახლის საქმის შემსრულებლები.+ 25  დავითმა თქვა: „იეჰოვამ, ისრაელის ღმერთმა დაასვენა თავისი ხალხი.+ ის მარადიულად დამკვიდრდება იერუსალიმში.+ 26  ლევიანებს აღარ მოუწევთ კარვისა და იმ ნივთების ტარება, რომლებსაც მსახურებაში იყენებენ“.+ 27  დავითის უკანასკნელი სიტყვებისამებრ+ ისინი აღირიცხნენ ლევის ძეთაგან ოცი წლიდან მოყოლებული. 28  ისინი უნდა მიხმარებოდნენ აარონის ძეებს+ იეჰოვას სახლში მსახურებისას; მათ უნდა ეზრუნათ ეზოებზე,+ სასადილო ოთახებზე,+ ყველა წმინდა ნივთის განწმენდასა+ და ჭეშმარიტი ღვთის სახლში მსახურებაზე; 29  მათ უნდა ეზრუნათ წარსადგენ პურებზე,+ მარცვლეული შესაწირავისთვის განკუთვნილ წმინდად დაფქულ ფქვილზე,+ უფუარ კვერებზე,+ კეცის კვერებზე,+ მოზელილ ცომსა+ და ზომა-წონაზე;+ 30  ისინი დილა-საღამოს+ უნდა მდგარიყვნენ+ და ექოთ+ და ედიდებინათ+ იეჰოვა; 31  მათ იეჰოვას წინაშე მუდამ უნდა ეზრუნათ იმაზე, რომ შაბათობით,+ ახალმთვარობებისა+ და დღესასწაულების დროს+ იეჰოვასთვის შეეწირათ იმდენი დასაწვავი მსხვერპლი, რამდენიც წესით იყო დადგენილი. 32  ისინი ზრუნავდნენ შეხვედრის კარვის, წმინდა ადგილისა+ და თავიანთი ძმების, აარონის ძეების დაცვაზე+ იეჰოვას სახლში მსახურების შესასრულებლად.+

სქოლიოები

იგივე ზიზა 23:11-ში.
სიტყვასიტყვით — ვაჟები.
სიტყვასიტყვით — ვაჟები.
სიტყვასიტყვით — ვაჟები.