1 მატიანე 25:1—31

25  დავითმა და მსახურთა ჯგუფების+ ზედამხედველებმა+ მსახურებისთვის გამოარჩიეს ზოგიერთები ასაფის, ჰემანისა+ და იედუთუნის+ ვაჟთაგან, იმ კაცების ვაჟთაგან, რომლებიც წინასწარმეტყველებდნენ ქნარების,+ სხვა სიმებიანი საკრავებისა+ და წინწილების+ თანხლებით. ისინი დანიშნეს თავიანთი მსახურების შესასრულებლად.  ასაფის ვაჟთაგან იყვნენ: ზაქური, იოსები,+ ნეთანია და ასარელა+ — ასაფის ვაჟები, რომლებსაც ზედამხედველობდა ასაფი,+ მეფის ხელმძღვანელობით წინასწარმეტყველი.  იედუთუნისგან+ იყვნენ იედუთუნის ვაჟები: გედალია,+ ცერი,+ იეშაია,+ შიმეი, ხაშაბია და მათითია+ — სულ ექვსი, რომლებსაც თავიანთი მამა, იედუთუნი ზედამხედველობდა. იგი წინასწარმეტყველებდა ქნარის თანხლებით იეჰოვას სამადლობლად და სადიდებლად.+  ჰემანისგან+ იყვნენ ჰემანის ვაჟები: ბუკია,+ მათანია,+ უზიელი,+ შებუელი, იერიმოთი, ხანანია,+ ხანანი, ელიათა,+ გიდალთი,+ რომამთი-ეზერი,+ იოშბეკაშა,+ მალოთი,+ ჰოთირი+ და მახაზიოთი.  ისინი იყვნენ ჰემანის, მეფის წინასწარმხილველის,+ ვაჟები; ის ჭეშმარიტი ღვთის სიტყვებს აცხადებდა და თავის რქას* სწევდა ღვთის სადიდებლად. ჭეშმარიტმა ღმერთმა ჰემანს თოთხმეტი ვაჟი და სამი ასული მისცა.+  ყველანი თავიანთი მამის ხელმძღვანელობით გალობდნენ იეჰოვას სახლში წინწილების,+ ქნარებისა+ და სხვა სიმებიანი საკრავების+ თანხლებით ჭეშმარიტი ღვთის სახლში მსახურების შესასრულებლად. მეფე ხელმძღვანელობდა ასაფს, იედუთუნსა და ჰემანს.+  მათი და მათ ძმათა, იეჰოვასთვის განსწავლულ მგალობელთა,+ რიცხვი იყო ორას ოთხმოცდარვა. ყველანი დახელოვნებულნი+ იყვნენ.  დიდმა თუ პატარამ,+ დახელოვნებულმა+ თუ დაუხელოვნებელმა, წილისყრით+ დაინაწილეს მოვალეობები.  აი ასე ერგოთ წილი: პირველი წილი ერგო ასაფის ძეთაგან იოსებს,+ მეორე — გედალიას+ (ის, მისი ძმები და მისი ვაჟები თორმეტნი იყვნენ); 10  მესამე — ზაქურს,+ მის ვაჟებსა და მის ძმებს, თორმეტ კაცს; 11  მეოთხე — იცრის,+ მის ვაჟებსა და მის ძმებს, თორმეტ კაცს; 12  მეხუთე — ნეთანიას,+ მის ვაჟებსა და მის ძმებს, თორმეტ კაცს; 13  მეექვსე — ბუკიას, მის ვაჟებსა და მის ძმებს, თორმეტ კაცს; 14  მეშვიდე — იეშარელას,+ მის ვაჟებსა და მის ძმებს, თორმეტ კაცს; 15  მერვე — იეშაიას, მის ვაჟებსა და მის ძმებს, თორმეტ კაცს; 16  მეცხრე — მათანიას, მის ვაჟებსა და მის ძმებს, თორმეტ კაცს; 17  მეათე — შიმეის, მის ვაჟებსა და მის ძმებს, თორმეტ კაცს; 18  მეთერთმეტე — აზარელს,+ მის ვაჟებსა და მის ძმებს, თორმეტ კაცს; 19  მეთორმეტე — ხაშაბიას, მის ვაჟებსა და მის ძმებს, თორმეტ კაცს; 20  მეცამეტე — შუბაელს,+ მის ვაჟებსა და მის ძმებს, თორმეტ კაცს; 21  მეთოთხმეტე — მათითიას, მის ვაჟებსა და მის ძმებს, თორმეტ კაცს; 22  მეთხუთმეტე — იერემოთს, მის ვაჟებსა და მის ძმებს, თორმეტ კაცს; 23  მეთექვსმეტე — ხანანიას, მის ვაჟებსა და მის ძმებს, თორმეტ კაცს; 24  მეჩვიდმეტე — იოშბეკაშას, მის ვაჟებსა და მის ძმებს, თორმეტ კაცს; 25  მეთვრამეტე — ხანანის, მის ვაჟებსა და მის ძმებს, თორმეტ კაცს; 26  მეცხრამეტე — მალოთის, მის ვაჟებსა და მის ძმებს, თორმეტ კაცს; 27  მეოცე — ელიათას, მის ვაჟებსა და მის ძმებს, თორმეტ კაცს; 28  ოცდამეერთე — ჰოთირს, მის ვაჟებსა და მის ძმებს, თორმეტ კაცს; 29  ოცდამეორე — გიდალთის, მის ვაჟებსა და მის ძმებს, თორმეტ კაცს; 30  ოცდამესამე — მახაზიოთს,+ მის ვაჟებსა და მის ძმებს, თორმეტ კაცს; 31  ოცდამეოთხე — რომამთი-ეზერს,+ მის ვაჟებსა და მის ძმებს, თორმეტ კაცს.

სქოლიოები

ცხოველის რქა ხშირად ძალისა და ძალაუფლების სიმბოლოდ გამოიყენება.