1 მატიანე 26:1—32
26 კარიბჭის მცველთა+ ჯგუფები: კორახელთაგან+ იყო მეშელემია,+ კორეს ვაჟი ასაფის ძეთაგან.
2 მეშელემიას ჰყავდა ვაჟები: პირმშო ზაქარია, მეორე — იედიაელი, მესამე — ზებადია, მეოთხე — იათნიელი,
3 მეხუთე — ელამი, მეექვსე — იეჰოხანანი და მეშვიდე — ელიეჰო-ენაი.
4 ობედ-ედომს+ ჰყავდა ვაჟები: პირმშო შემაია, მეორე — იეჰოზაბადი, მესამე — იოახი, მეოთხე — საქარი, მეხუთე — ნეთანელი,
5 მეექვსე — ამიელი, მეშვიდე — ისაქარი და მერვე — ფეულეთაი, რადგან ღმერთმა აკურთხა იგი.+
6 მის ვაჟს, შემაიას შეეძინა ვაჟები, რომლებიც თავიანთ საგვარეულოს განაგებდნენ, რადგან უნარიანი და ძლიერი კაცები იყვნენ.
7 შემაიას ვაჟები იყვნენ: ოთნი, რეფაელი, ობედი და ელზაბადი, რომლის ძმები, ელიჰუ და სემაქია, უნარიანი კაცები იყვნენ.
8 ისინი, მათი ვაჟები და მათი ძმები — ყველანი ობედ-ედომის ძეთაგან იყვნენ. ისინი უნარიანი კაცები იყვნენ და შეეძლოთ მსახურების შესრულება; ობედ-ედომს სამოცდაორი ასეთი კაცი ჰყავდა.
9 მეშელემიასაც+ ჰყავდა ვაჟები და ძმები, თვრამეტი უნარიანი კაცი.
10 ხოსას, რომელიც მერარის ძეთაგან იყო, ჰყავდა ვაჟები: თავკაცი იყო შიმრი, — ის არ ყოფილა პირმშო,+ მაგრამ მამამისმა თავკაცად დანიშნა,+ —
11 მეორე იყო ხილკია, მესამე — ტებალია და მეოთხე — ზაქარია. ხოსას ვაჟები და ძმები სულ ცამეტნი იყვნენ.
12 კარიბჭის მცველთა ამ ჯგუფების თავკაცებსაც თავიანთი ძმების მსგავსად+ იეჰოვას სახლში მსახურება ევალებოდათ.
13 მათ წილისყრით დაუნაწილეს+ კარიბჭეები მცირესა თუ დიდს მათი საგვარეულოების მიხედვით:+
14 აღმოსავლეთი მხარე წილად ხვდა შელემიას;+ მათ წილი უყარეს მის ვაჟს, ზაქარიას,+ გონიერ მრჩეველს,+ და მას ჩრდილოეთი+ მხარე ხვდა წილად;
15 სამხრეთი მხარე ობედ-ედომისა იყო, მის ვაჟებს+ საკუჭნაოები+ ებარათ;
16 შუფიმსა და ხოსას+ დასავლეთი მხარე შეხვდათ შალეხეთის კარიბჭესთან ახლოს, ზევით ამავალ გზასთან; დარაჯთა ჯგუფები ერთმანეთის პირისპირ იდგა.+
17 აღმოსავლეთ მხარეს ექვსი ლევიანი იდგა, ჩრდილოეთ მხარეს დღის განმავლობაში+ ოთხი კაცი იდგა, სამხრეთითაც — ოთხი, საწყობებთან+ კი ორ-ორი,
18 გზაზე,+ დასავლეთის სვეტებიან დერეფანთან, ოთხნი იდგნენ, თვითონ სვეტებიან დერეფანთან კი — ორნი.
19 ეს იყო კარიბჭის მცველთა ჯგუფები კორახისა+ და მერარის+ ძეთაგან.
20 ლევიანთაგან ახია იყო ჭეშმარიტი ღვთის სახლის საგანძურისა+ და განწმენდილი ნივთების საგანძურის მეთვალყურე.+
21 ლადანის+ ძეთაგან ანუ გერშონელთაგან ლადანის მხრიდან, იგივე გერშონელი ლადანის საგვარეულოთა თავკაცებიდან, იყო იეხიელი.+
22 იეხიელის ვაჟები, ზეთამი და მისი ძმა იოელი,+ იეჰოვას სახლის საგანძურს+ მეთვალყურეობდნენ.
23 ამრამელთაგან, იცჰარელთაგან, ხებრონელთაგან, უზიელელთაგან+
24 იყო შებუელი,+ მოსეს ვაჟის გერშომის ძე, რომელიც საწყობებს მეთვალყურეობდა.
25 მისი ძმისგან, ელიეზერისგან+ იყო მისი ვაჟი რეხაბია,+ მისი ვაჟი იეშაია, მისი ვაჟი იორამი, მისი ვაჟი ზიქრი და მისი ვაჟი შელომოთი.
26 შელომოთი და მისი ძმები მეთვალყურეობდნენ მთელი განწმენდილი ნივთების საგანძურს,+ რომლებიც დავით+ მეფემ, საგვარეულოთა თავკაცებმა,+ ათასისთავებმა, ასისთავებმა და ჯარის მეთაურებმა განწმინდეს.
27 ომების დროს+ ხელში ჩაგდებული ნადავლიდან+ გამორჩეული ნივთები მათ იეჰოვას სახლისთვის განწმინდეს.
28 ისინი იმ ნივთებსაც მეთვალყურეობდნენ, რომლებიც სამუელ წინასწარმხილველმა,+ საულმა, კიშის ვაჟმა, აბნერმა,+ ნერის ვაჟმა, და იოაბმა,+ ცერუიას+ ვაჟმა განწმინდეს. ყველაფერს, რაც განწმინდეს, შელომითი* და მისი ძმები მეთვალყურეობდნენ.
29 იცჰარელთაგან+ ქენანია და მისი ვაჟები მთავრებად და მსაჯულებად+ მსახურობდნენ ისრაელში ღვთის სახლის გარეთ.+
30 ხებრონელთაგან+ ხაშაბია და მისი ძმები, ათას შვიდასი უნარიანი კაცი,+ განაგებდნენ ისრაელს იორდანის დასავლეთ მხარეში იეჰოვას საქმისა და მეფის სამსახურის შესასრულებლად.
31 ხებრონელთაგან იერიია+ იყო ხებრონელთა საგვარეულოებისა და ოჯახების თავკაცი. დავითის მეფობის მეორმოცე+ წელს გამოიკითხეს და მათ შორის იპოვეს მამაცი და ძლიერი ვაჟკაცები გალაადის+ იაზერში.+
32 მისი ძმები, უნარიანი კაცები,+ საგვარეულოთა თავკაცები,+ ორი ათას შვიდასნი იყვნენ. მეფე დავითმა ისინი დაუნიშნა რეუბენელებს, გადელებსა და მენაშეს ტომის+ ნახევარს, რათა ჭეშმარიტი ღვთისა და მეფის საქმეებისთვის+ ეხელმძღვანელათ.
სქოლიოები
^ იგივე შელომოთი 26:25, 26-ში.