1 მატიანე 27:1—34

27  აი ისრაელის ძეების რიცხვი, საგვარეულოთა თავკაცების,+ ათასისთავების,+ ასისთავების,+ მათი მთავრების, რომლებიც მეფეს ემსახურებოდნენ+ და ყველა იმ საქმეს ზედამხედველობდნენ, რაც წლის განმავლობაში ყოველთვიურად მიმსვლელ-მომსვლელთა დანაყოფებს ეხებოდა, ოცდაოთხი ათასი კაცი თითოეულ დანაყოფში.  პირველ თვეს პირველ დანაყოფს მეთაურობდა იაშობამი,+ ზაბდიელის ვაჟი; მის დანაყოფში ოცდაოთხი ათასი კაცი იყო.  ფერეცის+ ძეთაგან ზოგიერთები პირველ თვეს მომსახურე დანაყოფების ზედამხედველებს მეთაურობდნენ.  მეორე თვეს მომსახურე დანაყოფს ზედამხედველობდა ახოხელი+ დოდაი+ და მისი დანაყოფი; წინამძღოლი იყო მიკლოთი, მის დანაყოფში ოცდაოთხი ათასი კაცი იყო.  მესამე თვეს მომსახურე მესამე დანაყოფს ზედამხედველობდა ბენაია,+ უფროსი მღვდლის, იეჰოიადას+ ვაჟი; მის დანაყოფში ოცდაოთხი ათასი კაცი იყო.  ბენაია+ ოცდაათთაგან ერთ-ერთი ძლიერი ვაჟკაცი,+ ოცდაათის მეთაური იყო. მის დანაყოფს მისი ვაჟი ამიზაბადი მეთაურობდა.  მეოთხე თვეს მეოთხე იყო ასაჰელი,+ იოაბის ძმა,+ და მის შემდეგ მისი ვაჟი ზებადია; მის დანაყოფში ოცდაოთხი ათასი კაცი იყო.  მეხუთე თვეს მეხუთე დანაყოფს ზედამხედველობდა იზრახელი შამჰუთი;+ მის დანაყოფში ოცდაოთხი ათასი კაცი იყო.  მეექვსე თვეს მეექვსე იყო თეკოელი+ ირა,+ იკეშის ვაჟი;+ მის დანაყოფში ოცდაოთხი ათასი კაცი იყო. 10  მეშვიდე თვეს მეშვიდე იყო ფელონელი+ ხელეცი+ ეფრემის ძეთაგან; მის დანაყოფში ოცდაოთხი ათასი კაცი იყო. 11  მერვე თვეს მერვე იყო ხუშელი სიბექაი+ ზერახელთაგან;+ მის დანაყოფში ოცდაოთხი ათასი კაცი იყო. 12  მეცხრე თვეს მეცხრე იყო ანათოთელი+ აბი-ეზერი+ ბენიამინელთაგან; მის დანაყოფში ოცდაოთხი ათასი კაცი იყო. 13  მეათე თვეს მეათე იყო ნეტოფათელი მაჰრაი+ ზერახელთაგან;+ მის დანაყოფში ოცდაოთხი ათასი კაცი იყო. 14  მეთერთმეტე თვეს მეთერთმეტე იყო ფირათონელი ბენაია+ ეფრემის+ ძეთაგან; მის დანაყოფში ოცდაოთხი ათასი კაცი იყო. 15  მეთორმეტე თვეს მეთორმეტე იყო ნეტოფათელი ხელდაი+ ოთნიელის ძეთაგან; მის დანაყოფში ოცდაოთხი ათასი კაცი იყო. 16  ისრაელის ტომების წინამძღოლები+ იყვნენ: რეუბენელებისა — ელიეზერი, ზიქრის ვაჟი; სიმონელებისა — შეფატია, მააქას ვაჟი; 17  ლევისა — ხაშაბია, კემუელის ვაჟი; აარონისა — ცადოკი;+ 18  იუდასი — ელიჰუ,+ დავითის ერთ-ერთი ძმა;+ ისაქარისა — ომრი, მიქაელის ვაჟი; 19  ზებულონისა — იშმაია, ობადიას ვაჟი; ნაფთალისა — იერიმოთი, აზრიელის ვაჟი; 20  ეფრემის ძეებისა — ჰოშეა, აზაზიას ვაჟი; მენაშეს ტომის ნახევრისა — იოელი, ფედაიას ვაჟი; 21  გალაადში მცხოვრები მენაშეს ტომის ნახევრისა — იდო, ზაქარიას ვაჟი; ბენიამინისა — იაასიელი, აბნერის+ ვაჟი; 22  დანისა — აზარელი, იეროხამის ვაჟი. ისინი იყვნენ ისრაელის ტომების მთავრები.+ 23  არავინ აღურიცხავს დავითს ოცი წლის და ოც წლამდე ასაკის, რადგან იეჰოვა დაჰპირდა, რომ ცის ვარსკვლავებივით გაამრავლებდა ისრაელს.+ 24  დაიწყო აღრიცხვა იოაბმა,+ ცერუიას ვაჟმა, მაგრამ არ დაუმთავრებია.+ რისხვა დაატყდა+ ისრაელს ამ ამბის გამო და არ ჩაწერილა ეს რიცხვი დავით მეფის მატიანეში. 25  მეფის საგანძურს+ მეთვალყურეობდა აზმავეთი, ადიელის ვაჟი; მინდვრის,+ ქალაქის,+ სოფლებისა და კოშკების საწყობებს — იონათანი, უზიას ვაჟი; 26  ყანაში მომუშავეებს, მიწათმოქმედებს+ — ეზრი, ქელუბის ვაჟი; 27  ვენახებს+ — რამათელი შიმეი; ვენახებში ღვინის მარაგს — შიფმითელი ზაბდი; 28  შეფელას+ ზეთისხილის კორომებსა და სიკომოროს+ ხეებს — გედერელი ბაალ-ხანანი; ზეთის+ მარაგს — იოაში; 29  შარონში მობალახე საქონლის ჯოგებს — შარონელი+ შიტრაი; ველებზე მობალახე საქონლის ჯოგებს — შაფატი, ადლაის ვაჟი; 30  აქლემებს+ — ისმაელელი+ ობილი; ჭაკ ვირებს — მერონოთელი იეხდეია; 31  ცხვრის ფარებს კი — აგრელი იაზიზი. ისინი იყვნენ დავით მეფის ავლა-დიდების ზედამხედველები. 32  დავითის ძმისშვილი, იონათანი,+ გონიერი კაცი,+ მრჩეველიც იყო და მწერალიც; იეხიელი, ხაქმონის+ ვაჟი, უფლისწულებთან იყო;+ 33  ახითოფელი+ მეფის მრჩეველი+ იყო; არქიელი+ ხუშაი+ — მეფის მეგობარი;+ 34  ახითოფელის შემდეგ იყვნენ იეჰოიადა, ბენაიას+ ვაჟი, და აბიათარი;+ იოაბი+ მეფის ჯარის მხედართმთავარი იყო.

სქოლიოები