1 მატიანე 5:1—26

5  ისრაელის პირმშოს, რეუბენის+ ვაჟები (ის პირმშო+ იყო, მაგრამ მამამისის საწოლის შებღალვის გამო+ მისი პირმშოობის უფლება ისრაელის ვაჟის, იოსების ვაჟებს გადაეცათ,+ ამიტომ ის არ უნდა შესულიყო საგვარეულო ნუსხაში, როგორც პირმშო.  იუდა+ ძლიერი იყო თავის ძმებს შორის და წინამძღოლი მისგან გამოვიდა,+ თუმცა პირმშოობა იოსებს ეკუთვნოდა),+  ისრაელის პირმშოს, რეუბენის ვაჟები იყვნენ: ხანოქი,+ ფალუ,+ ხეცრონი და ქარმი.+  იოელის ვაჟები იყვნენ: მისი ვაჟი შემაია, მისი ვაჟი გოგი, მისი ვაჟი შიმეი,  მისი ვაჟი მიქა, მისი ვაჟი რეაია, მისი ვაჟი ბაალი  და მისი ვაჟი ბეერაჰი, რომელიც ასურეთის მეფე თილგათ-ფილნესერმა*+ გადაასახლა. ის იყო რეუბენელთა თავკაცი.  მისი ძმები თავ-თავიანთი საგვარეულოებისა და წარმოშობის+ მიხედვით ნუსხაში შევიდნენ: თავკაცი იეიელი, ზაქარია  და ბელა, იოელის+ ძის, შემას ძის აზაზის ძე, რომელიც ცხოვრობდა აროერში+ ნებომდე+ და ბაალ-მეონამდე.+  აღმოსავლეთით მისი საცხოვრებელი მდინარე ევფრატთან+ უდაბნოს პირს სწვდებოდა, რადგან მრავალრიცხოვანი გახდა მათი ცხვარ-ძროხა გალაადის მიწაზე.+ 10  საულის დროს ისინი ეომებოდნენ აგრელებს,+ რომლებიც მათი ხელით დაეცნენ. ამგვარად დასახლდნენ ისინი მათ კარვებში მთელ იმ მიწაზე, რომელიც გალაადის აღმოსავლეთით იყო. 11  გადის+ ძეები მათ წინ ბაშანის+ მიწაზე ცხოვრობდნენ სალქამდე.+ 12  ბაშანში იოელი იყო თავკაცი, მეორე კაცი კი — შაფამი; იანაი და შაფატიც იქ ცხოვრობდნენ. 13  მათი ძმები, რომლებიც მათ საგვარეულოს ეკუთვნოდნენ, იყვნენ: მიქაელი, მეშულამი, შება, იორაი, იაქანი, ზია და ებერი — სულ შვიდი. 14  ესენი იყვნენ ბუზის ძის, იახდოს ძის, იეშიშაის ძის, მიქაელის ძის, გალაადის ძის, იაროახის ძის, ხურის ძის, აბიხაილის ვაჟები. 15  ახი, გუნის ძის აბდიელის ძე, მათი საგვარეულოს თავკაცი იყო. 16  ისინი ცხოვრობდნენ გალაადში,+ ბაშანში,+ მის მიმდებარე ქალაქებში+ და შარონის მთელ საძოვრებზე. 17  ისინი აღირიცხნენ საგვარეულოების მიხედვით იუდას მეფე იოთამის+ დროს და ისრაელის მეფე იერობოამის*+ დროს. 18  რეუბენის ძეები, გადელები და მენაშეს ტომის ნახევარი მამაცი ვაჟკაცები+ იყვნენ, ფარით, მახვილითა და მშვილდით შეიარაღებულნი და გაწვრთნილნი ბრძოლისთვის; ჯარში ორმოცდაოთხი ათას შვიდას სამოცი მეომარი ირიცხებოდა.+ 19  ისინი აგრელებს,+ იეტურს,+ ნაფიშსა+ და ნოდაბს ებრძოდნენ. 20  დახმარება მიიღეს მათ წინააღმდეგ ბრძოლაში და ხელში ჩაიგდეს აგრელები და მათთან მყოფნი. ეს იმიტომ, რომ ბრძოლაში ღმერთს სთხოვეს შველა;+ მანაც შეისმინა მათი ვედრება, რადგან მას მიენდნენ.+ 21  წაასხეს მათი ცხვარ-ძროხა,+ ორმოცდაათი ათასი აქლემი, ორას ორმოცდაათი ათასი ცხვარი, ორი ათასი ვირი და დაატყვევეს ასი ათასი სული.+ 22  მრავალი დაეცა მოკლული, რადგან ჭეშმარიტი ღვთის ბრძოლა იყო ეს.+ გადასახლებამდე მათ ადგილზე ცხოვრობდნენ ისინი.+ 23  მენაშეს ტომის ნახევარი ცხოვრობდა მიწაზე,+ რომელიც ბაშანიდან+ ბაალ-ხერმონამდე,+ სენირამდე+ და ხერმონის+ მთამდე იყო გადაჭიმული. ისინი მრავალრიცხოვანნი იყვნენ. 24  მათი საგვარეულოების თავკაცები იყვნენ: ეფერი, იში, ელიელი, აზრიელი, იერემია, ჰოდავია და იახდიელი. ისინი იყვნენ მამაცი, ძლიერი და სახელოვანი კაცები, თავ-თავიანთი საგვარეულოების თავკაცები. 25  მათ უორგულეს თავიანთი მამა-პაპის ღმერთს და გარყვნილებას სჩადიოდნენ+ ღმერთებთან,+ რომელთაც ეთაყვანებოდნენ იმ მიწაზე მცხოვრები ხალხები, მათ წინაშე რომ მოსპო ღმერთმა. 26  ბოლოს ისრაელის ღმერთმა სული აღუძრა+ ასურეთის+ მეფე ფულს,+ იგივე ასურეთის მეფე თილგათ-ფილნესერს*,+ და მანაც გადაასახლა+ რეუბენელები, გადელები და მენაშეს ტომის ნახევარი, მიიყვანა ხალახში,+ ხაბორში, ჰარაში და მდინარე გოზანთან, სადაც დღემდე ცხოვრობენ.

სქოლიოები

იგივე ტიგლათფილესერი.
ანუ იერობოამ II. იხილეთ 2მფ. 14:16—29.
იხილეთ 5:6-ის სქოლიო.