1 მატიანე 6:1—81
6 ლევის+ ვაჟები იყვნენ: გერშონი,+ კეჰათი+ და მერარი.+
2 კეჰათის ვაჟები იყვნენ: ამრამი,+ იცჰარი,+ ხებრონი+ და უზიელი.+
3 ამრამის+ ვაჟები იყვნენ აარონი+ და მოსე.+ მას მირიამიც+ ჰყავდა. აარონის ვაჟები იყვნენ: ნადაბი,+ აბიჰუ,+ ელეაზარი+ და ითამარი.+
4 ელეაზარს+ შეეძინა ფინხასი,+ ფინხასს შეეძინა აბიშუა,+
5 აბიშუას — ბუკი, ბუკს — უზი,+
6 უზს — ზერახია, ზერახიას — მერაიოთი,+
7 მერაიოთს — ამარია, ამარიას — ახიტუბი,+
8 ახიტუბს — ცადოკი,+ ცადოკს — ახიმააცი,+
9 ახიმააცს — აზარია, აზარიას — იოხანანი,
10 იოხანანს — აზარია.+ ის იყო მღვდელი იმ ტაძარში, რომელიც სოლომონმა ააშენა იერუსალიმში.
11 აზარიას შეეძინა ამარია,+ ამარიას — ახიტუბი,+
12 ახიტუბს — ცადოკი,+ ცადოკს — შალუმი,
13 შალუმს — ხილკია, ხილკიას+ — აზარია,
14 აზარიას — სერაია,+ სერაიას — იეჰოცადაკი.+
15 იეჰოცადაკი გადაასახლეს, როცა იეჰოვამ იუდა და იერუსალიმი გადაასახლა ნაბუქოდონოსორის ხელით.
16 ლევის+ ვაჟები იყვნენ: გერშომი, კეჰათი და მერარი.
17 გერშომის ვაჟებს ერქვათ ლიბნი+ და შიმეი.+
18 კეჰათის+ ვაჟები იყვნენ: ამრამი,+ იცჰარი, ხებრონი და უზიელი.+
19 მერარის ვაჟები იყვნენ მახლი და მუში.+
აი ლევიანთა საგვარეულოები მათი მამა-პაპის სახელების მიხედვით:+
20 გერშომისგან მისი ძე ლიბნი,+ მისი ძე იახათი, მისი ძე ზიმა,
21 მისი ძე იოახი,+ მისი ძე იდო, მისი ძე ზერახი, მისი ძე იეათრაი.
22 კეჰათის ვაჟები იყვნენ: მისი ძე ამინადაბი, მისი ძე კორახი,+ მისი ძე ასირი,
23 მისი ძე ელკანა, მისი ძე ებიასაფი,+ მისი ძე ასირი,
24 მისი ძე თახათი, მისი ძე ურიელი, მისი ძე უზია, მისი ძე შაული.
25 ელკანას+ ვაჟები იყვნენ ამასაი და ახიმოთი.
26 ელკანას ვაჟები იყვნენ: მისი ძე ცოფაი,+ მისი ძე ნახათი,
27 მისი ძე ელიაბი,+ მისი ძე იეროხამი და მისი ძე ელკანა.+
28 სამუელის+ ვაჟები იყვნენ პირმშო იოელი და მეორე — აბია.+
29 მერარის ვაჟები იყვნენ: მახლი,+ მისი ძე ლიბნი, მისი ძე შიმეი, მისი ძე უზა,
30 მისი ძე შიმეა, მისი ძე ხაგია და მისი ძე ასაია.
31 აი ისინი, ვინც დავითმა+ დააყენა მგალობელთა ხელმძღვანელებად იეჰოვას სახლში მას შემდეგ, რაც იქ კიდობანი დაასვენეს.+
32 ისინი მსახურობდნენ+ მგალობლებად+ შეხვედრის კარვის წინ, სანამ იერუსალიმში სოლომონი იეჰოვას სახლს ააშენებდა.+ ისინი თავიანთი დანიშნულებისამებრ მსახურობდნენ.+
33 აი ისინი, ვინც მსახურობდნენ, და მათი ვაჟები: კეჰათელთა ძეთაგან მგალობელი ჰემანი,+ იოელის+ ძე, სამუელის+ ძე,
34 ელკანას+ ძე, იეროხამის ძე, ელიელის+ ძე, თოახის ძე,
35 ცუფის+ ძე, ელკანას ძე, მახათის ძე, ამასაის ძე,
36 ელკანას ძე, იოელის ძე, აზარიას ძე, ცეფანიას ძე,
37 თახათის ძე, ასირის ძე, ებიასაფის+ ძე, კორახის+ ძე,
38 იცჰარის+ ძე, კეჰათის ძე, ლევის ძე, ისრაელის ძე.
39 მისი ძმა ასაფი,+ რომელიც მსახურების დროს მის მარჯვნივ იდგა, იყო ბერექიას+ ძე, შიმეას ძე,
40 მიქაელის ძე, ბაასეას ძე, მალქიას ძე,
41 ეთნის ძე, ზერახის ძე, ადაიას ძე,
42 ეთანის ძე, ზიმას ძე, შიმეის ძე,
43 იახათის+ ძე, გერშომის+ ძე, ლევის ძე.
44 მერარის+ ძეთაგან, მათ ძმათაგან, მათ მარცხნივ რომ იდგნენ: ეთანი,+ კიშის+ ძე, აბდის ძე, მალუქის ძე,
45 ხაშაბიას ძე, ამაციას ძე, ხილკიას ძე,
46 ამცის ძე, ბანის ძე, შემერის ძე,
47 მახლის ძე, მუშის+ ძე, მერარის+ ძე, ლევის ძე.
48 მათი ძმები, ლევიანები+ დაყენებულნი იყვნენ ჭეშმარიტი ღვთის სახლის ანუ კარვის მთელი სამსახურის+ შესასრულებლად.
49 აარონი+ და მისი ძეები დასაწვავი შესაწირავის+ სამსხვერპლოსა და საკმევლის სამსხვერპლოზე+ შესაწირავს აბოლებდნენ+ ყოველგვარი უწმინდესი მსახურებისა და ისრაელისთვის+ გამოსყიდვის+ წესის შესასრულებლად ჭეშმარიტი ღვთის მსახურის, მოსეს ბრძანებისამებრ.
50 აარონის+ ვაჟები იყვნენ: მისი ძე ელეაზარი,+ მისი ძე ფინხასი,+ მისი ძე აბიშუა,+
51 მისი ძე ბუკი, მისი ძე უზი, მისი ძე ზერახია,+
52 მისი ძე მერაიოთი,+ მისი ძე ამარია, მისი ძე ახიტუბი,+
53 მისი ძე ცადოკი,+ მისი ძე ახიმააცი.+
54 აი მათ სამყოფელში მათი საცხოვრებელი ადგილები გალავნიანი ბანაკების მიხედვით,+ ეს წილი ერგოთ აარონის ძეებს, რომლებიც კეჰათელთა+ საგვარეულოს ეკუთვნოდნენ:
55 მისცეს მათ ხებრონი+ იუდას მიწაზე მის გარშემო მდებარე საძოვრებიანად;
56 ქალაქის მინდორი და მისი დასახლებები+ მისცეს ქალებ+ იეფუნეს+ ძეს.
57 აარონის ძეებს მისცეს ქალაქები: ხებრონი+ — თავშესაფარი ქალაქი+ და ლიბნა+ თავის საძოვრებიანად, იათირი+ და ეშთემოა+ თავის საძოვრებიანად,
58 ხილენი+ თავის საძოვრებიანად, დებირი+ თავის საძოვრებიანად,
59 აშანი+ თავის საძოვრებიანად და ბეთ-შემეში+ თავის საძოვრებიანად.
60 ბენიამინის ტომიდან მისცეს: გება+ თავის საძოვრებიანად, ალემეთი+ თავის საძოვრებიანად და ანათოთი+ თავის საძოვრებიანად. სულ ცამეტი ქალაქი+ გაუნაწილეს მათ საგვარეულოებს.
61 კეჰათის დანარჩენ ძეებს წილისყრით არგუნეს სხვა ტომის საგვარეულოდან და მენაშეს ტომის ნახევრიდან ათი+ ქალაქი.
62 გერშომის+ ძეებს მათი საგვარეულოების მიხედვით წილისყრით არგუნეს ისაქარის ტომიდან,+ აშერის ტომიდან,+ ნაფთალის ტომიდან+ და ბაშანში მცხოვრები მენაშეს ტომიდან+ ცამეტი ქალაქი.
63 მერარის+ ძეებს მათი საგვარეულოების მიხედვით წილისყრით არგუნეს რეუბენის ტომიდან,+ გადის ტომიდან+ და ზებულონის ტომიდან+ თორმეტი ქალაქი.
64 ამგვარად, მისცეს ისრაელის ძეებმა ლევიანებს+ ქალაქები თავის საძოვრებიანად.+
65 გარდა ამისა, იუდას ძეთა ტომიდან,+ სიმონის ძეთა ტომიდან+ და ბენიამინის ძეთა ტომიდან+ წილისყრით არგუნეს მათ სახელდებული ქალაქები.
66 კეჰათის ძეთა ზოგიერთი საგვარეულოს სამყოფელი მოიცავდა ეფრემის ტომის+ რამდენიმე ქალაქს.
67 მისცეს მათ ქალაქები: შექემი+ — თავშესაფარი ქალაქი თავის საძოვრებიანად ეფრემის მთიან მხარეში, გეზერი+ თავის საძოვრებიანად,
68 იოკმეამი+ თავის საძოვრებიანად, ბეთ-ხორონი+ თავის საძოვრებიანად,
69 აიალონი+ თავის საძოვრებიანად და გათ-რიმონი+ თავის საძოვრებიანად.
70 მენაშეს ტომის ნახევრიდან კეჰათის ძეთა დანარჩენ საგვარეულოს+ მისცეს: ანერი+ თავის საძოვრებიანად და ბილამი+ თავის საძოვრებიანად.
71 გერშომის ძეებს+ მენაშეს ტომის ნახევრის საგვარეულოდან მისცეს: ბაშანის გოლანი+ თავის საძოვრებიანად და აშთაროთი+ თავის საძოვრებიანად.
72 ისაქარის ტომიდან მისცეს: კედეში+ თავის საძოვრებიანად, დაბერათი+ თავის საძოვრებიანად,
73 რამოთი+ თავის საძოვრებიანად და ანემი+ თავის საძოვრებიანად.
74 აშერის ტომიდან მისცეს: მაშალი თავის საძოვრებიანად, აბდონი+ თავის საძოვრებიანად,
75 ხუკოკი+ თავის საძოვრებიანად და რეხობი+ თავის საძოვრებიანად.
76 ნაფთალის ტომიდან+ მისცეს: გალილეის+ კედეში+ თავის საძოვრებიანად, ხამონი თავის საძოვრებიანად და კირიათაიმი+ თავის საძოვრებიანად.
77 მერარის დანარჩენ ძეებს ზებულონის ტომიდან+ მისცეს: რიმონო+ თავის საძოვრებიანად და თაბორი თავის საძოვრებიანად.
78 იორდანის მხარეში იერიხონთან, იორდანის აღმოსავლეთით, რეუბენის ტომიდან+ მისცეს: უდაბნოს ბეცერი+ თავის საძოვრებიანად, იაჰაცი+ თავის საძოვრებიანად,
79 კედემოთი+ თავის საძოვრებიანად და მეფაათი+ თავის საძოვრებიანად.
80 გადის ტომიდან+ მისცეს: გალაადის რამოთი+ თავის საძოვრებიანად, მახანაიმი+ თავის საძოვრებიანად,
81 ხეშბონი+ თავის საძოვრებიანად და იაზერი+ თავის საძოვრებიანად.