1 მატიანე 7:1—40

7  ისაქარის ვაჟები იყვნენ: თოლა,+ ფუა,+ იაშუბი და შიმრონი+ — სულ ოთხი.  თოლას ვაჟები იყვნენ: უზი, რეფაია, იერიელი, იახმაი, იბსამი და შემუელი, საგვარეულოების თავკაცები. თოლას შთამომავლები მამაცი და ძლიერი ვაჟკაცები იყვნენ. დავითის დროს მათი რიცხვი+ ოცდაორი ათას ექვსასს შეადგენდა.  უზის ვაჟი* იყო იზრახია, იზრახიას ვაჟები იყვნენ: მიქაელი, ობადია, იოელი, იშია და ...* — სულ ხუთი თავკაცი.  მათთან ერთად საბრძოლველად დარაზმული ოცდათექვსმეტი ათასი კაცი გამოდიოდა წარმომავლობისა და საგვარეულოების მიხედვით; ბევრი ცოლ-შვილი ჰყავდათ მათ.+  მათი ძმები ისაქარის შტოებიდან მამაცი და ძლიერი ვაჟკაცები იყვნენ,+ საგვარეულო ნუსხაში შესული ოთხმოცდაშვიდი ათასი კაცი.+  ბენიამინის+ ვაჟები იყვნენ: ბელა,+ ბექერი+ და იედიაელი+ — სულ სამი.  ბელას+ ვაჟები იყვნენ: ეცბონი, უზი, უზიელი, იერიმოთი და ირი — საგვარეულოთა ხუთი თავკაცი, მამაცი და ძლიერი ვაჟკაცები. საგვარეულო ნუსხაში შესული+ იყო ოცდაორი ათას ოცდათოთხმეტი კაცი.  ბექერის ვაჟები იყვნენ: ზემირა, იოაში, ელიეზერი, ელიოენაი, ომრი, იერემოთი, აბია, ანათოთი და ალემეთი. ყველანი ბექერის ვაჟები იყვნენ.  მათ საგვარეულო ნუსხაში წარმოშობის+ მიხედვით შესული იყო ოცი ათას ორასი კაცი, საგვარეულოთა თავკაცები, მამაცი და ძლიერი ვაჟკაცები. 10  იედიაელის+ ვაჟი* იყო ბილჰანი, ბილჰანის ვაჟები იყვნენ: იეუში, ბენიამინი, ეჰუდი, ქენაანა, ზეთანი, თარშიში და ახიშახარი. 11  ყველანი იედიაელის ძეები იყვნენ თავ-თავიანთი თავკაცების საგვარეულოთა მიხედვით, მამაცი და ძლიერი ვაჟკაცები;+ ჩვიდმეტი ათას ორასი კაცი გამოდიოდა საომრად. 12  შუფიმი+ და ხუფიმი+ ირის+ ვაჟები იყვნენ, ხუშიმი ახერის ვაჟი იყო. 13  ნაფთალის+ ვაჟები იყვნენ: იახციელი,+ გუნი,+ იეცერი, შალუმი+ — ბილჰას+ ვაჟები. 14  მენაშეს+ ვაჟები იყვნენ ასრიელი, რომელიც მის სირიელ ხარჭას შეეძინა (მასვე შეეძინა მაქირი,+ გალაადის მამა. 15  მაქირმა ცოლები მოუყვანა ხუფიმსა და შუფიმს. მის დას მააქა ერქვა) და მეორე, რომელსაც ცელოფხადი+ ერქვა. ცელოფხადს ქალიშვილები ჰყავდა.+ 16  მააქას, მაქირის ცოლს შეეძინა ვაჟი, რომელსაც ფერეში დაარქვა. მის ძმას შერეში ერქვა. მისი ვაჟები იყვნენ ულამი და რეკემი. 17  ულამის ვაჟი* იყო ბედანი. ესენი იყვნენ გალაადის, მაქირის ძის, მენაშეს ძის, ვაჟები. 18  მისი და იყო მოლექეთი. მას შეეძინა იშჰოდი, აბი-ეზერი+ და მახლა. 19  შემიდას ვაჟები იყვნენ: ახიანი, შექემი, ლიკხი და ანიამი. 20  ეფრემის+ ვაჟები იყვნენ: შუთელა,+ მისი ვაჟი ბერედი, მისი ვაჟი თახათი, მისი ვაჟი ელეადა, მისი ვაჟი თახათი, 21  მისი ვაჟი ზაბადი, მისი ვაჟი შუთელა, ეცერი და ელეადი. იმ მიწაზე დაბადებულმა გათელებმა+ დახოცეს ისინი, რადგან მათი ცხვარ-ძროხის წასართმევად ჩამოვიდნენ. 22  მრავალი დღე გლოვობდა ეფრემი,+ მათი მამა, მოდიოდნენ მისი ძმები მის სანუგეშებლად. 23  ამის შემდეგ დაწვა ის თავის ცოლთან, დაორსულდა ის+ და შეეძინა ვაჟი. მას მამამ ბერია* დაარქვა, რადგან უბედურება+ დაატყდა მის სახლს. 24  მისი ასული იყო შეერა, რომელმაც ქვემო+ და ზემო+ ბეთ-ხორონი+ და უზენ-შეერა ააშენა. 25  მისი ვაჟები იყვნენ: რეფახი და რეშეფი, მისი ვაჟი თელახი, მისი ვაჟი თახანი, 26  მისი ვაჟი ლადანი, მისი ვაჟი ამიჰუდი, მისი ვაჟი ელიშამა, 27  მისი ვაჟი ნავე,+ მისი ვაჟი იესო.+ 28  მათი საკუთრება და მათი საცხოვრებელი ადგილები იყო: ბეთელი+ და მისი მიმდებარე ქალაქები, აღმოსავლეთით ნაარანი,+ დასავლეთით გეზერი,+ მისი მიმდებარე ქალაქები, შექემი,+ მისი მიმდებარე ქალაქები თვით ღაზამდე* და მის მიმდებარე ქალაქებამდე, 29  მენაშეს ვაჟების გვერდით ბეთ-შეანი+ და მისი მიმდებარე ქალაქები, თაანახი+ და მისი მიმდებარე ქალაქები, მეგიდო+ და მისი მიმდებარე ქალაქები, დორი+ და მისი მიმდებარე ქალაქები. ამ ქალაქებში ცხოვრობდნენ ისრაელის ძის, იოსების+ ძეები. 30  აშერის+ ვაჟები იყვნენ: იმნაჰი,+ იშვა, იშვი+ და ბერია.+ მათი და იყო სერა. 31  ბერიას ვაჟები იყვნენ: ხებერი და მალქიელი, რომელიც ბირზაითის მამა იყო. 32  ხებერს შეეძინა იაფლეტი, შომერი* და ხოთამი, და მათი და შუა. 33  იაფლეტის ვაჟები იყვნენ: ფასაქი, ბიმჰალი და აშვათი. ესენი იყვნენ იაფლეტის ვაჟები. 34  შემერის ვაჟები იყვნენ: ახი, როჰგა, ხუბა და არამი. 35  მისი ძმის, ჰელემის ვაჟები იყვნენ: ცოფახი, იმნა, შელეში და ამალი. 36  ცოფახის ვაჟები იყვნენ: სუახი, ხარნეფერი, შუალი, ბერი, იმრა, 37  ბეცერი, ჰოდი, შამა, შილშა, ითრანი და ბეერა. 38  იეთერის ვაჟები იყვნენ: იეფუნე, ფისფა და არა. 39  ულას ვაჟები იყვნენ: არა, ხანიელი და რიცია. 40  ესენი იყვნენ აშერის ძეები, საგვარეულოთა თავკაცები,+ რჩეული, მამაცი+ და ძლიერი ვაჟკაცები, თავკაცთა მეთაურები. თავიანთ საგვარეულო ნუსხაში ისინი შესული+ იყვნენ როგორც მეომრები, მათი რიცხვი ოცდაექვსი ათასი იყო.+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — ვაჟები.
ებრაულ ტექსტში სახელი გამოტოვებულია.
სიტყვასიტყვით — ვაჟები.
სიტყვასიტყვით — ვაჟები.
ნიშნავს: უბედურებით.
ეს არ არის ფილისტიმის ღაზა, რომელიც იუდას ეკუთვნოდა.
იგივე შემერი 7:34-ში.