1 მატიანე 8:1—40
8 ბენიამინს+ შეეძინა: პირმშო ბელა,+ მეორე — აშბელი+ და მესამე — ახრახი,+
2 მეოთხე — ნოხა+ და მეხუთე — რაფა.
3 ბელას შეეძინა ვაჟები: ადარი, გერა,+ აბიჰუდი,
4 აბიშუა, ნაამანი, ახოახი,
5 გერა, შეფუფანი+ და ხურამი.+
6 ესენი იყვნენ ეჰუდის ვაჟები, საგვარეულოთა თავკაცები, რომლებიც დასახლდნენ გებელთა+ შორის და მანახათში გადაასახლეს ისინი.
7 ნაამანთან და ახიასთან ერთად გერამ გადაასახლა ისინი. მას შეეძინა უზა და ახიხუდი.
8 შახარაიმს შეეძინა შვილები მოაბის ველზე,+ მას შემდეგ, რაც იქაური ხალხი განდევნა. მისი ცოლები იყვნენ ხუშიმი და ბაარა.
9 თავისი ცოლისგან, ხოდეშისგან, მას შეეძინა: იობაბი, ციბია, მეშა, მალქამი,
10 იეუცი, საქია და მირმა. ესენი იყვნენ მისი ვაჟები, საგვარეულოთა თავკაცები.
11 ხუშიმისგან მას შეეძინა აბიტუბი და ელფაალი.
12 ელფაალის ვაჟები იყვნენ: ებერი, მიშამი და შემედი, — რომელმაც ააშენა ონო,+ ლოდი+ და მისი მიმდებარე ქალაქები, —
13 ბერია და შემა. ისინი იყვნენ საგვარეულოთა თავკაცები, რომლებიც აიალონელთა+ შორის დასახლდნენ. მათ განდევნეს გათელები.
14 ახიო, შაშაკი, იერემოთი,
15 ზებადია, არადი, ედერი,
16 მიქაელი, იშფა და იოხა იყვნენ ბერიას+ ვაჟები;
17 ზებადია, მეშულამი, ხიზკი, ხებერი,
18 იშმერაი, იზლია და იობაბი იყვნენ ელფაალის ვაჟები;
19 იაკიმი, ზიქრი, ზაბდი,
20 ელიენაი, ცილეთაი, ელიელი,
21 ადაია, ბერაია და შიმრათი იყვნენ შიმეის+ ვაჟები;
22 იშფანი, ებერი, ელიელი,
23 აბდონი, ზიქრი, ხანანი,
24 ხანანია, ელამი, ანთოთია,
25 იფდეია და ფენუელი იყვნენ შაშაკის ვაჟები;
26 შამშერაი, შეხარია, ათალია,
27 იაარეშია, ელია და ზიქრი იყვნენ იეროხამის ვაჟები.
28 ისინი საგვარეულო ჩანაწერებში მთავრებად, საგვარეულოთა თავკაცებად იყვნენ მოხსენიებულნი. ისინი იერუსალიმში ცხოვრობდნენ.+
29 გაბაონში+ ცხოვრობდა გაბაონის მამა, იეიელი. მის ცოლს მააქა+ ერქვა.
30 მისი ვაჟი აბდონი პირმშო იყო, მერე ცური, კიში, ბაალი, ნადაბი,+
31 გედორი, ახიო და ზაქერი.+
32 მიკლოთს შეეძინა შიმეა.+ ისინი იერუსალიმში ცხოვრობდნენ სხვა ძმებთან ერთად, თავიანთი ძმების მოპირდაპირე მხარეს.
33 ნერს+ შეეძინა კიში,+ კიშს შეეძინა საული,+ საულს შეეძინა იონათანი,+ მალქი-შუა,+ აბინადაბი+ და ეშბაალი.+
34 იონათანის ვაჟი იყო მერიბ-ბაალი.+ მერიბ-ბაალს შეეძინა მიქა.+
35 მიქას ვაჟები იყვნენ: ფითონი, მელექი, თარეა+ და ახაზი.
36 ახაზს შეეძინა იეჰოადა, იეჰოადას — ალემეთი, აზმავეთი და ზიმრი, ზიმრის — მოცა;
37 მოცას შეეძინა ბინეა, მისი ძე რაფაჰი,+ მისი ძე ელეასა და მისი ძე აცელი.
38 აცელს ჰყავდა ექვსი ვაჟი, მათ ერქვათ: აზრიკამი, ბოქრუ, ისმაელი, შეარია, ობადია და ხანანი. ისინი ყველანი აცელის ვაჟები იყვნენ.
39 მისი ძმის, ეშეკის ვაჟები იყვნენ: პირმშო ულამი, მეორე — იეუში და მესამე — ელიფელეტი.
40 ულამის ძეები იყვნენ მამაცი+ და ძლიერი ვაჟკაცები, მშვილდოსნები.+ მათ ბევრი შვილი+ და შვილიშვილი ჰყავდათ — სულ ას ორმოცდაათი. ისინი ყველანი ბენიამინის ძეთაგან იყვნენ.