1 მეფეები 1:1—53
1 მოხუცდა მეფე დავითი,+ ხანში შევიდა. თბილად აცმევდნენ, მაგრამ მაინც ვერ თბებოდა.
2 უთხრეს მას მსახურებმა: „ქალწულ გოგოს მოუძებნიან მეფე-ბატონს,+ ის მოემსახურება+ მეფეს და მოუვლის;+ გვერდით დაგიწვება+ და გათბება+ მეფე-ბატონი“.
3 წავიდნენ და მთელ ისრაელში ეძებდნენ ლამაზ გოგოს; იპოვეს შუნამელი+ აბიშაგი+ და მეფეს მიუყვანეს.
4 ძალიან ლამაზი+ იყო ის გოგო. უვლიდა მეფეს და ემსახურებოდა, მაგრამ არ დაწოლილა მეფე მასთან.
5 გამედიდურდა+ ადონია,+ ხაგითის ვაჟი,+ და თქვა, მე უნდა ვიმეფოო.+ გაიკეთა ეტლი, დაიყენა მხედრები, ორმოცდაათი კაცი მიუძღოდა ხოლმე წინ.+
6 არასდროს უთქვამს საყვედური მამამისს, ამას რას აკეთებო.+ იშვიათი თვალტანადობისა+ იყო ადონია. დედამისს იგი აბესალომის შემდეგ შეეძინა.
7 ცერუიას ვაჟთან, იოაბთან, და აბიათარ+ მღვდელთან დაიჭირა საქმე; ისინი ეხმარებოდნენ და მხარს უჭერდნენ ადონიას.+
8 ცადოკ+ მღვდელს, ბენაიას+ — იეჰოიადას ვაჟს, ნათან+ წინასწარმეტყველს, შიმეის,+ რეისა და დავითის გულად ხალხს+ მხარი არ დაუჭერიათ+ ადონიასთვის.
9 შესწირა+ ადონიამ ნასუქი ცხვარ-ძროხა ზოხელეთის ქვასთან, ენ-როგელის+ გვერდით; მოიწვია თავისი ძმები, უფლისწულები+ და იუდეველი კაცები, მეფის მსახურები.
10 არ მიუწვევია ნათან წინასწარმეტყველი, ბენაია, დავითის გულადი ხალხი და თავისი ძმა სოლომონი.
11 უთხრა ნათანმა+ ბათ-შებას,+ სოლომონის დედას:+ «გაიგე, ადონია, ხაგითის ვაჟი+ რომ გამეფდა, მეფე-ბატონმა კი არაფერი იცის?
12 მოდი ერთ რამეს გირჩევ:+ უშველე შენს თავს და შენს შვილს, სოლომონს;+
13 წადი, შედი მეფე დავითთან და უთხარი: „მეფე-ბატონო, შენ არ შეჰფიცე შენს მხევალს, შენი ვაჟი სოლომონი გამეფდება ჩემ შემდეგ და ის ავა ჩემს ტახტზეო?+ ადონია რატომღა გამეფდა?“
14 სანამ მეფესთან ლაპარაკს დაამთავრებ, მეც შემოვალ და დავადასტურებ შენს სიტყვებს“».+
15 შევიდა ბათ-შება მეფესთან შიდა+ ოთახში. ღრმად მოხუცებულ+ მეფეს შუნამელი აბიშაგი+ ემსახურებოდა.
16 დაემხო ბათ-შება და მდაბლად თაყვანი სცა+ მეფეს. მეფემ ჰკითხა: „მითხარი, რა გინდა?“+
17 მან უთხრა: „ჩემო ბატონო,+ ხომ დაუფიცე იეჰოვა, შენი ღმერთი, შენს მხევალს, შენი ვაჟი სოლომონი გამეფდება ჩემ შემდეგ და ის ავაო ჩემს ტახტზე?+
18 ახლა კი ადონია+ გამეფებულა, მეფე-ბატონმა კი არაფერი იცის.+
19 შეუწირავს უამრავი ნასუქი ხარი და ცხვარი და მიუწვევია ყველა უფლისწული,+ აბიათარ+ მღვდელი და მხედართმთავარი იოაბი,+ შენი მსახური სოლომონი კი არ მიუწვევია.+
20 მეფე-ბატონო, შენ შემოგყურებს+ მთელი ისრაელი, რომ გაიგონ, ვინ ავა მეფე-ბატონის ტახტზე მის შემდეგ.+
21 როგორც კი მეფე-ბატონი თავისი მამა-პაპის გვერდით განისვენებს,+ მეც და ჩემს ვაჟ სოლომონსაც დამნაშავეებად შეგვრაცხავენ“.
22 ჯერ კიდევ ელაპარაკებოდა იგი მეფეს, როცა ნათან წინასწარმეტყველი შევიდა.+
23 მეფეს მაშინვე მოახსენეს, ნათან წინასწარმეტყველი მოვიდაო. შევიდა იგი მეფესთან და პირქვე დაემხო მის წინაშე.+
24 ნათანმა ჰკითხა: „მეფე-ბატონო, შენ ბრძანე, ადონია გამეფდეს ჩემ შემდეგ და ის ავიდესო ჩემს ტახტზე?+
25 წავიდა იგი დღეს და შესწირა+ უამრავი ნასუქი ხარი და ცხვარი, მიიწვია უფლისწულები, ლაშქრის მეთაურები და აბიათარ+ მღვდელი. ჭამენ და სვამენ მასთან და გაიძახიან, იცოცხლოს მეფე ადონიამო!+
26 არ მივუწვევივართ არც მე, შენი მსახური, არც ცადოკ+ მღვდელი, არც იეჰოიადას ვაჟი ბენაია+ და არც შენი მსახური სოლომონი.+
27 თუ ეს მეფე-ბატონის ნაბრძანებია, მაშინ არ შეგიტყობინებია შენი მსახურისთვის,+ ვინ ავიდოდა მეფე-ბატონის ტახტზე მის შემდეგ“.
28 მეფე დავითმა ბრძანა: „ბათ-შებას+ დამიძახეთ!“ მივიდა და წარდგა იგი მეფის წინაშე.
29 დაიფიცა+ მეფემ: „ცოცხალია იეჰოვა,+ რომელმაც ყველა გასაჭირიდან+ იხსნა+ ჩემი სული,+
30 როგორც დაგიფიცე იეჰოვა, ისრაელის ღმერთი, და გითხარი, შენი ვაჟი სოლომონი გამეფდება ჩემ შემდეგ და ის ავა-მეთქი ჩემს ტახტზე ჩემ მაგივრად, ისე გავაკეთებ დღეს“.+
31 პირქვე დაემხო ბათ-შება, მდაბლად თაყვანი სცა+ მეფეს და უთხრა: „მარადიულად იცოცხლოს ჩემმა ბატონმა, მეფე დავითმა!“+
32 მეფე დავითმა ბრძანა: „დამიძახეთ ცადოკ+ მღვდელს, ნათან წინასწარმეტყველსა და ბენაიას,+ იეჰოიადას ვაჟს!“ წარდგნენ ისინი მეფის წინაშე.
33 უთხრა მათ მეფემ: «წაიყვანეთ თქვენი ბატონის მსახურები,+ ჩემს ჯორზე+ შესვით ჩემი ვაჟი სოლომონი და გიხონში+ ჩაიყვანეთ.
34 ცადოკ მღვდელმა და ნათან წინასწარმეტყველმა სცხონ+ ის ისრაელის მეფედ. ჩაჰბერეთ საყვირს+ და თქვით: „იცოცხლოს მეფე სოლომონმა!“+
35 გამოჰყევით უკან, შემოვიდეს და დაჯდეს ჩემს ტახტზე; ის იმეფებს ჩემ ნაცვლად, მას დავნიშნავ ისრაელისა და იუდას წინამძღოლად».
36 ბენაიამ, იეჰოიადას ვაჟმა, მეფეს მიუგო: „ამინ*!+ აღასრულოს ეს იეჰოვამ, მეფე-ბატონის ღმერთმა.+
37 როგორც მეფე-ბატონთან იყო იეჰოვა,+ ისევე იყოს სოლომონთანაც+ და მეფე-ბატონის, დავითის ტახტზე მეტად აღამაღლოს+ მისი ტახტი“.
38 ჩავიდნენ ცადოკ+ მღვდელი, ნათან+ წინასწარმეტყველი, იეჰოიადას ვაჟი ბენაია,+ ქერეთელები+ და ფელეთელები,+ შესვეს სოლომონი დავით მეფის ჯორზე+ და გიხონში+ წაიყვანეს.
39 გამოიტანა ცადოკ მღვდელმა კარვიდან+ რქით ზეთი+ და სცხო+ სოლომონი; ჩაჰბერეს საყვირს და დაიძახა მთელმა ხალხმა: „იცოცხლოს მეფე სოლომონმა!“+
40 მთელი ხალხი უკან გაჰყვა, სალამურს+ უკრავდნენ და დიდად ხარობდნენ,+ მიწას+ აზანზარებდა მათი ყიჟინი.
41 ეს რომ ადონიამ და მისმა სტუმრებმა გაიგეს, ჭამა უკვე დამთავრებული ჰქონდათ.+ გაიგო იოაბმა საყვირის ხმა და იკითხა: „ეს რა ხმაურია+ ქალაქში?“
42 ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ მივიდა იონათანი,+ აბიათარ მღვდლის ვაჟი. ადონიამ უთხრა: „შემოდი, ვაჟკაცი კაცი ხარ და კარგ ამბავს მოიტანდი“.+
43 მიუგო ადონიას იონათანმა: «არა! მეფე-ბატონმა, დავითმა, სოლომონი გაამეფა.+
44 გაგზავნა მეფემ ცადოკ მღვდელი, ნათან წინასწარმეტყველი, იეჰოიადას ვაჟი ბენაია, ქერეთელები და ფელეთელები და შესვეს იგი მეფის ჯორზე.+
45 ცადოკ მღვდელმა და ნათან წინასწარმეტყველმა გიხონში სცხეს იგი მეფედ+ და მხიარულებით დაბრუნდნენ იქიდან. შეიძრა ქალაქი; აი, რისი ხმა იყო, თქვენ რომ გაიგონეთ.+
46 სოლომონი სამეფო ტახტზე დაჯდა.+
47 მეფის მსახურებმა ჩვენს ბატონს, მეფე დავითს უსურვეს კიდეც, შენმა ღმერთმა სოლომონის სახელი და მისი ტახტი შენს სახელსა და შენს ტახტზე მეტად განადიდოსო.+ ქედი მოიხარა საწოლზე მეფემ.+
48 ასე თქვა მეფემ: „კურთხეულია+ იეჰოვა, ისრაელის ღმერთი, რომელმაც მეფე დასვა დღეს ჩემს ტახტზე და ეს ჩემი თვალით მანახვა!“»+
49 შეეშინდათ ადონიას სტუმრებს, წამოიშალნენ და თავ-თავიანთი გზით წავიდნენ.+
50 ადონიასაც შეეშინდა სოლომონისა; ადგა იგი, წავიდა და სამსხვერპლოს რქებს ჩაეჭიდა.+
51 შეატყობინეს მეფე სოლომონს, შეეშინდაო ადონიას მეფე სოლომონისა; სამსხვერპლოს რქებს ჩაეჭიდა და ამბობს, შემომფიცოსო მეფე სოლომონმა, რომ არ მოკლავს თავის მსახურს მახვილით.
52 სოლომონმა თქვა: „თუ ვაჟკაცურად მოიქცევა, მისი თმის ერთი ღერიც+ კი არ დაეცემა მიწაზე, მაგრამ თუ ბოროტს განიზრახავს,+ მოკვდება“.+
53 გაგზავნა სოლომონმა კაცები და მოაყვანინა იგი სამსხვერპლოდან. შევიდა ის მეფესთან და მდაბლად თაყვანი სცა მეფე სოლომონს. სოლომონმა უთხრა: „წადი სახლში“.+
სქოლიოები
^ ებრაულად ამენ, რაც ნიშნავს: დაე, იყოს ასე!