1 მეფეები 10:1—29

10  შეიტყო საბას+ დედოფალმა სოლომონის ამბავი, იეჰოვას სახელის სადიდებელი,+ და წავიდა მასთან, რომ რთული კითხვებით გამოეცადა.+  ჩავიდა იერუსალიმში დიდი ამალით;+ მიჰყვებოდა მას ბალზამით,+ დიდძალი ოქროთი და ძვირფასი ქვებით დატვირთული აქლემები;+ მივიდა სოლომონთან და ყველაფერი უთხრა, რაც კი გულში ჰქონდა.+  სოლომონმა ყველაფერი აუხსნა;+ არაფერი იყო დაფარული მეფისთვის და უპასუხოდ არაფერი დაუტოვებია.+  იხილა საბას დედოფალმა სოლომონის სიბრძნე,+ მისი აშენებული სახლი,+  მისი სუფრა,+ სუფრასთან მსხდომი მსახურები, სუფრის მომსახურეთა საქმიანობა და მათი ჩაცმულობა, მისი სასმელები+ და დასაწვავი მსხვერპლი, რომელსაც ის მუდმივად სწირავდა იეჰოვას სახლში, და განცვიფრებული დარჩა.+  უთხრა მან მეფეს: „მართალი ყოფილა ის სიტყვა, რაც შენს საქმეებსა და შენს სიბრძნეზე მქონდა გაგონილი ჩემს ქვეყანაში.+  არ მჯეროდა ამ სიტყვების, სანამ თავად არ მოვედი და საკუთარი თვალით არ ვიხილე, და, აი, ნახევარიც კი არ უთქვამთ ჩემთვის;+ იმაზე მეტი სიბრძნე და სიმდიდრე გქონია, ვიდრე გაგონილი მქონდა.+  ბედნიერია შენი ხალხი+ და ბედნიერები+ არიან შენი მსახურები, რომლებიც მუდამ შენ წინაშე დგანან და ისმენენ შენს სიბრძნეს!+  კურთხეული იყოს იეჰოვა, შენი ღმერთი,+ რომელმაც მოგიწონა+ და მეფედ დაგსვა ისრაელის ტახტზე;+ ჰყვარებია იეჰოვას ისრაელი+ და ამიტომაც დაუყენებიხარ მეფედ+ სამართლისა+ და სიმართლის+ აღსასრულებლად!“ 10  მიართვა+ მან მეფეს ას ოცი ტალანტი ოქრო,+ დიდი რაოდენობით ბალზამი+ და ძვირფასი ქვები; აღარავის მიურთმევია მეფე სოლომონისთვის იმდენი ბალზამი, რამდენიც საბას დედოფალმა მიართვა. 11  ხირამის ხომალდებით,+ რითაც ოქრო ჩამოჰქონდათ ოფირიდან,+ დიდი რაოდენობით სანდალოზის ხის+ მასალა და ძვირფასი ქვები ჩამოიტანეს.+ 12  სანდალოზის ხის მორებისგან მეფემ საყრდენები გაუკეთა იეჰოვას სახლსა+ და მეფის სასახლეს. მომღერლებისთვის ქნარები+ და სხვა სიმებიანი+ საკრავებიც გააკეთა; მას შემდეგ აღარ შემოსულა ასეთი სანდალოზის მორები და დღემდეც აღარავის უნახავს. 13  მეფე სოლომონმა ყველაფერი მისცა საბას დედოფალს, რაც კი მან ისურვა და ითხოვა, იმის გარდა, რაც თავისი ხელგაშლილობით+ მისცა. გაბრუნდა ის და წავიდა თავის ქვეყანაში თავის მსახურებთან ერთად.+ 14  ყოველწლიურად ექვსას სამოცდაექვსი ტალანტი* ოქრო+ შემოსდიოდა სოლომონს+ 15  იმ ოქრო-ვერცხლის გარდა, რაც მოგზაურებისგან, ვაჭრების მოგებიდან, არაბთა+ მეფეებისა+ და მიწის გამგებლებისგან შესდიოდა. 16  ოქროს შენადნობისგან მეფე სოლომონმა ორასი დიდი ფარი გააკეთა+ (თითოეული ფარი ექვსასი შეკელი ოქროთი მოავარაყა)+ 17  და ოქროსავე შენადნობისგან სამასი პატარა ფარი (თითოეული ფარი სამი მინა* ოქროთი მოავარაყა).+ მეფემ ისინი ლიბანის ტყის სახლში+ დააწყო. 18  მეფემ სპილოს ძვლის+ დიდი ტახტი+ გააკეთა და ბაჯაღლო ოქროთი+ მოავარაყა. 19  ტახტთან მისასვლელს ექვსი საფეხური ჰქონდა, მის უკან კი თაღი იყო; ტახტს ორივე მხარეს ჰქონდა საიდაყვეები,+ აქეთ-იქით კი თითო-თითო ლომი+ იდგა. 20  ექვსი საფეხურის ორივე მხარეს თორმეტი ლომი იდგა. მსგავსი რამ სხვა არც ერთ სამეფოში არ ყოფილა.+ 21  მეფე სოლომონის სასმისები ოქროსი იყო, ლიბანის ტყის სახლის+ ჭურჭელი — სუფთა ოქროსი.+ ვერცხლისა არაფერი იყო; სოლომონის დროს ვერცხლს ფასი არ ჰქონდა. 22  მეფეს ზღვაში თარშიშის+ ხომალდები ჰყავდა ხირამის ხომალდებთან ერთად. სამ წელიწადში ერთხელ ჩამოდიოდნენ ოქრო-ვერცხლით,+ სპილოს ძვლით,+ მაიმუნებითა და ფარშევანგებით სავსე თარშიშის ხომალდები. 23  დედამიწის ყველა მეფეს აღემატებოდა მეფე სოლომონი სიმდიდრითა+ და სიბრძნით.+ 24  დედამიწის ყველა ხალხი ესწრაფოდა სოლომონის სახის ხილვას მისი სიბრძნის მოსასმენად, რომელიც ღმერთმა ჩაუდო გულში.+ 25  ყველას თავისი ძღვენი+ მიჰქონდა მასთან: ოქრო-ვერცხლის ნივთები,+ ტანსაცმელი, იარაღი,+ ბალზამი, ცხენები და ჯორები.+ ასე ხდებოდა ყოველწლიურად.+ 26  თავი მოუყარა სოლომონმა ეტლებსა და ცხენებს; ათას ოთხასი ეტლი ჰქონდა და თორმეტი ათასი ცხენი+ ჰყავდა. მან ისინი ეტლების სადგომ ქალაქებში დააყენა, მეფესთან ახლოს, იერუსალიმში.+ 27  მეფის წყალობით ვერცხლი ქვებივით+ მრავლად იყო იერუსალიმში, კედარი კი — სიკომოროსავით, შეფელაში რომ იზრდება.+ 28  სოლომონისთვის ცხენები ეგვიპტიდან შემოჰყავდათ; მეფის ვაჭრებს საფასურით შემოჰყავდათ ცხენები.+ 29  ეტლი ექვსას ვერცხლად შემოჰქონდათ ეგვიპტიდან, ცხენი კი ას ორმოცდაათ ვერცხლად შემოჰყავდათ. ასევე იქცეოდნენ ხეთელთა+ და სირიელთა მეფეებიც. მათი მეშვეობით შემოჰყავდათ მეფეებს ისინი.

სქოლიოები

დაახლოებით 23 ტონა.
იხილეთ დანართი 6ა.