1 მეფეები 11:1—43
11 უყვარდა მეფე სოლომონს უცხოელი ცოლები+, მათ შორის ფარაონის ასული,+ მოაბელი,+ ამონელი,+ ედომელი,+ სიდონელი+ და ხეთელი+ ქალები,
2 რომლებიც იმ ერებიდან იყვნენ, ვისზეც იეჰოვამ ისრაელის ძეებს უთხრა: „არ შეხვიდეთ მათთან+ და არც ისინი შემოუშვათ თქვენთან, თორემ მიდრეკენ თქვენს გულს თავიანთი ღმერთებისკენ“.+ მათ მიეწება+ სოლომონი სიყვარულით.
3 შვიდასი ცოლი ჰყავდა დედოფლად და სამასი ხარჭა; მიდრიკეს+ მათ მისი გული.
4 სოლომონის სიბერეში+ მისი გული სხვა ღმერთებისკენ+ მიდრიკეს მისმა ცოლებმა.+ მამამისი დავითისგან განსხვავებით იგი მთელი გულით+ არ იყო იეჰოვასთან, თავის ღმერთთან.
5 მიჰყვებოდა სოლომონი სიდონელთა ქალღმერთს, აშთორეთს+ და ამონელთა სისაძაგლეს, მილქომს.+
6 ბოროტებას სჩადიოდა+ სოლომონი იეჰოვას თვალში და მამამისი დავითისგან განსხვავებით ბოლომდე არ მიჰყვებოდა იეჰოვას.+
7 მაშინ აუგო მაღლობი+ სოლომონმა ქემოშს+ — მოაბის სისაძაგლეს+ იერუსალიმის პირდაპირ,+ მთაზე,+ და მოლექს — ამონის ძეთა სისაძაგლეს.
8 ასე გააკეთა ყველა უცხოელი ცოლისთვის,+ რომლებიც შესაწირავს უბოლებდნენ და სწირავდნენ თავიანთ ღმერთებს.+
9 განრისხდა იეჰოვა+ სოლომონზე, რადგან დაშორდა მისი გული იეჰოვას, ისრაელის ღმერთს,+ რომელიც ორჯერ ეჩვენა.+
10 უბრძანა, არ გაჰყოლოდა სხვა ღმერთებს,+ მაგრამ მან არ შეასრულა იეჰოვას ბრძანება.
11 ამიტომ უთხრა იეჰოვამ სოლომონს: „რადგან ასე მოიქეცი და არ შეასრულე ჩემი შეთანხმება და წესები, რაც დაგიწესე, გამოგგლეჯ სამეფოს და შენს მსახურს მივცემ,+
12 ოღონდ შენს სიცოცხლეში არ გავაკეთებ+ ამას მამაშენის, დავითის გულისთვის.+ შენს ვაჟს გამოვგლეჯ ხელიდან,+
13 ოღონდ მთლიან სამეფოს არ გამოვგლეჯ;+ ერთ ტომს მივცემ შენს ვაჟს ჩემი მსახურის, დავითისა+ და იერუსალიმის გულისთვის, რომელიც ამოვირჩიე“.+
14 მტერი+ გაუჩინა იეჰოვამ სოლომონს,+ ედომელი ჰადადი, მეფის შთამომავალი, ედომის+ მკვიდრი.
15 როცა დავითმა ედომი+ დაამარცხა და მხედართმთავარი იოაბი დახოცილთა დასამარხად ავიდა, ყველა მამაკაცი გაწყვიტა ედომში+
16 (ექვს თვეს დარჩნენ იქ იოაბი და მთელი ისრაელი, სანამ არ ამოხოცეს მამაკაცები ედომში).
17 მაშინ ეგვიპტეში გაიქცა ჰადადი და მამამისის რამდენიმე ედომელი მსახური. იმ დროს ჰადადი პატარა იყო.
18 გავიდნენ მიდიანიდან,+ მივიდნენ ფარანში,+ წაიყვანეს იქაურები და ფარაონთან, ეგვიპტის მეფესთან მივიდნენ. მისცა მან სახლი, მიწა და აძლევდა სარჩოს.
19 წყალობა პოვა+ ჰადადმა ფარაონის თვალში და მიათხოვა+ თავისი ცოლისდა, დედოფალ თახფენესის და.
20 თახფენესის დამ გაუჩინა მას ვაჟი, გენუბათი. თახფენესმა ფარაონის სახლში მოსწყვიტა ის ძუძუს.+ ფარაონის სახლში იზრდებოდა გენუბათი ფარაონის შვილებთან ერთად.
21 გაიგო ჰადადმა, რომ განისვენა დავითმა თავისი მამა-პაპის გვერდით+ და მოკვდა მხედართმთავარი იოაბიც.+ უთხრა ჰადადმა ფარაონს: „გამიშვი,+ რომ ჩემს მიწას დავუბრუნდე“.
22 ფარაონმა მიუგო: „რა გაკლია ჩემთან, შენს მიწაზე წასვლა რომ მოინდომე?“ მან მიუგო: „არაფერი, მაგრამ მაინც უნდა გამიშვა“.
23 გაუჩინა მას ღმერთმა კიდევ ერთი მტერი,+ რეზონი — ელიადას ვაჟი, რომელიც თავის ბატონს, ცობის+ მეფეს, ჰადადეზერს+ გაურბოდა.
24 შემოიკრიბა მან ხალხი და მოთარეშეთა მეთაური გახდა, როცა დავითმა ცობელები დახოცა.+ ისინი დამასკოში+ წავიდნენ, იქ დასახლდნენ და დაეპატრონნენ დამასკოს.
25 ისრაელის მტერი იყო იგი სოლომონის+ დროს, მაშინ ჰადადიც მტრობდა ისრაელს. სირიაზე მეფობდა და ეზიზღებოდა+ ისრაელი.
26 ხელი აღმართა მეფეზე+ იერობოამმაც,+ ეფრემელი ნებატის ძემ ცერედიდან, სოლომონის მსახურმა,+ რომლის დედაც ქვრივი ცერუა იყო.
27 აი რატომ აღმართა მან ხელი მეფეზე: მილო*+ ააშენა სოლომონმა და მამამისის, დავითის ქალაქს გალავანი შემოავლო.+
28 ძლიერი ვაჟკაცი+ იყო იერობოამი. დაინახა სოლომონმა, რომ გამრჯე+ ყმაწვილი იყო და ზედამხედველად+ დაუყენა იოსების+ სახლის სავალდებულო სამუშაოს+ შემსრულებლებს.
29 გავიდა მაშინ იერობოამი იერუსალიმიდან და გზაში შილოელ+ წინასწარმეტყველ ახიას+ შეხვდა. ახიას ახალი მოსასხამი ემოსა; მინდორში მარტო ორნი იყვნენ.
30 მოჰკიდა ხელი ახიამ თავის ახალ მოსასხამს და თორმეტ+ ნაწილად დახია.+
31 უთხრა მან იერობოამს:
«წაიღე შენთვის ათი ნაგლეჯი, რადგან ასე თქვა იეჰოვამ, ისრაელის ღმერთმა: „გამოვგლეჯ სოლომონს ხელიდან სამეფოს და შენ მოგცემ ათ ტომს.+
32 ერთი ტომი+ დარჩება მას ჩემი მსახურის, დავითისა+ და იერუსალიმის,+ იმ ქალაქის გულისთვის, რომელიც ისრაელის ტომებიდან ამოვირჩიე.
33 ეს იმიტომ გავაკეთე, რომ მიმატოვეს+ და თაყვანს სცემდნენ აშთორეთს+ — სიდონელთა ქალღმერთს, ქემოშს+ — მოაბის ღმერთს, და მილქომს+ — ამონის ძეთა ღმერთს; არ დადიოდნენ ჩემი გზით და არ აკეთებდნენ სიმართლეს ჩემს თვალში, არ იცავდნენ ჩემს წესებსა და სამართალს, როგორც მამამისი დავითი იცავდა;
34 თუმცა მთელ სამეფოს არ გამოვტაცებ ხელიდან, რადგან მთავრად მეყოლება დადგენილი მთელი მისი სიცოცხლე დავითის, ჩემი მსახურის გამო, რომელიც მე ამოვირჩიე,+ ვინაიდან იცავდა იგი ჩემს მცნებებსა და წესებს.
35 ხელიდან გამოვტაცებ სამეფოს მის ვაჟს და შენ მოგცემ, ათ ტომს.+
36 მის ვაჟს ერთ ტომს მივცემ, სამარადისოდ რომ ჰქონდეს ლამპარი ჩემს მსახურ დავითს ჩემ წინაშე იერუსალიმში,+ ქალაქში, რომელიც ჩემი სახელის დასავანებლად ამოვირჩიე.+
37 შენ ამოგირჩევ და შენ იბატონებ ყველაფერზე, რასაც შენი სული მოისურვებს,+ და შენ გახდები ისრაელის მეფე.
38 თუ დაიცავ ყველაფერს, რასაც გიბრძანებ, ჩემი გზით ივლი, სიმართლეს გააკეთებ ჩემს თვალში, დაიცავ ჩემს წესებსა და მცნებებს, როგორც ჩემი მსახური დავითი იცავდა,+ შენთან ვიქნები+ და მტკიცე სახლს აგიშენებ, როგორც დავითს ავუშენე,+ და შენ მოგცემ ისრაელს.
39 დავამდაბლებ დავითის შთამომავლობას ამის გამო,+ ოღონდ არა სამუდამოდ“».+
40 მოკვლა დაუპირა სოლომონმა იერობოამს.+ ამიტომ გაიქცა იერობოამი+ ეგვიპტეში, შიშაკთან*,+ ეგვიპტის მეფესთან, და იქ დარჩა სოლომონის სიკვდილამდე.
41 სოლომონის დანარჩენი საქმეები, ყველაფერი, რაც მან გააკეთა, და მისი სიბრძნე სოლომონის მატიანეშია ჩაწერილი.
42 ორმოც წელიწადს განაგებდა სოლომონი ისრაელს იერუსალიმიდან.+
43 განისვენა სოლომონმა თავისი მამა-პაპის გვერდით+ და დამარხეს მამამისის, დავითის ქალაქში,+ მის შემდეგ კი მისი ვაჟი რობოამი+ გამეფდა.