1 მეფეები 14:1—31
14 იმ დროს ავად გახდა+ იერობოამის ვაჟი აბია.
2 უთხრა იერობოამმა ცოლს: „ადექი, გადაიცვი,+ რათა ვერ გიცნონ, იერობოამის ცოლი რომ ხარ, და წადი შილოში. იქ არის ახია+ წინასწარმეტყველი; მან მიწინასწარმეტყველა ამ ხალხზე გამეფება.+
3 თან წაიღე ათი პური,+ კვერები, ერთი ქილა+ თაფლი და მიდი მასთან.+ ის გეტყვის, რა დაემართება ყმაწვილს“.+
4 ასეც მოიქცა იერობოამის ცოლი. ადგა, წავიდა შილოში+ და მივიდა ახიას სახლში. ვეღარ ხედავდა ახია, სიბერისგან თვალისჩინი წართმეოდა.+
5 უთხრა იეჰოვამ ახიას: „იერობოამის ცოლი მოდის შენთან, თავისი ავადმყოფი ვაჟის ამბავი რომ შეიტყოს შენგან; ასე და ასე უთხარი. როცა მოვა, სხვად მოგაჩვენებს თავს“.+
6 როცა გაიგო ახიამ კარს მომდგარი ქალის ფეხის ხმა, უთხრა: «შემოდი, იერობოამის ცოლო!+ სხვად რატომ მაჩვენებ თავს? მძიმე ამბავი უნდა გამცნო.
7 წადი და უთხარი იერობოამს, ასე ამბობს-თქო იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „მე აგამაღლე შენი ხალხიდან, რომ ჩემი ხალხის, ისრაელის წინამძღოლი ყოფილიყავი,+
8 მე გამოვგლიჯე+ სამეფო დავითის სახლს და შენ მოგეცი, შენ კი არ იქცეოდი ჩემი მსახური დავითივით, რომელიც იცავდა ჩემს მცნებებს და მთელი გულით მომყვებოდა, იმას აკეთებდა, რაც სწორი იყო ჩემს თვალში;+
9 შენ ყველა შენს წინამორბედზე უარესად მოიქეცი, წახვედი და სხვა ღმერთი+ და გამოსახულებები+ გაიჩინე, რომ შეურაცხყოფა+ მოგეყენებინა ჩემთვის, და ზურგს უკან მომისროლე;+
10 ამიტომ, უბედურებას დავატეხ იერობოამის სახლს, ამოვუწყვეტ იერობოამს ყველა კედელთან მშარდავს,+ უმწეოსა და მდაბიოს ისრაელში;+ პირწმინდად გავხვეტ იერობოამის+ სახლს ნეხვივით.+
11 ვინც ქალაქში მოუკვდება იერობოამს, ძაღლები შეჭამენ,+ და ვინც მინდორში მოუკვდება, ცის ფრინველები შეჭამენ,+ რადგან თვითონ იეჰოვამ თქვა ასე“.
12 ახლა ადექი და წადი სახლში, როგორც კი ქალაქში შეადგამ ფეხს, მოკვდება ბავშვი.
13 მთელი ისრაელი იგლოვებს+ და დამარხავს, რადგან მხოლოდ ის დაიმარხება იერობოამის სახლიდან; იეჰოვამ, ისრაელის ღმერთმა, იერობოამის მთელი სახლიდან მხოლოდ მასში დაინახა რაღაც კარგი.+
14 იეჰოვა დაადგენს ისრაელზე თავის მეფეს,+ რომელიც დათქმულ დღეს მოსპობს იერობოამის სახლს; და ეს რომ ახლავე გააკეთოს?!+
15 დასცემს იეჰოვა ისრაელს და წყალში მოქანავე ლერწამს დაამსგავსებს;+ მოსპობს+ ისრაელს ამ მადლიანი მიწიდან,+ მათ მამა-პაპას რომ მისცა, და მდინარის+ გაღმა გაფანტავს,+ რადგან წმინდა ბოძები+ გაიკეთეს და შეურაცხყვეს+ იეჰოვა.
16 მიატოვებს იგი ისრაელს+ იერობოამის ცოდვების გამო, თვითონაც რომ სცოდავდა და ისრაელიც რომ გახვია ცოდვაში».+
17 ადგა იერობოამის ცოლი და წავიდა თირცაში.+ მიადგა სახლის ზღურბლს და მოკვდა ყმაწვილი.
18 დამარხეს იგი; დასტიროდა მას მთელი ისრაელი, როგორც იეჰოვას ჰქონდა ნათქვამი თავისი მსახურის, ახია წინასწარმეტყველის პირით.
19 იერობოამის დანარჩენი საქმეები, როგორ იბრძოდა+ და როგორ მეფობდა, ისრაელის მეფეთა მატიანეშია+ ჩაწერილი.
20 ოცდაორ წელიწადს იმეფა იერობოამმა, რის შემდეგაც თავისი მამა-პაპის გვერდით განისვენა.+ მის შემდეგ მისი ვაჟი ნადაბი+ გამეფდა.
21 სოლომონის ვაჟი რობოამი+ კი იუდაში მეფობდა. ორმოცდაერთი წლისა გამეფდა რობოამი და ჩვიდმეტ წელიწადს მეფობდა იერუსალიმში, ქალაქში,+ რომელიც ისრაელის ტომებიდან ამოარჩია+ იეჰოვამ თავისი სახელის დასავანებლად.+ დედამისი ამონელი ნაამა+ იყო.
22 ბოროტებას სჩადიოდა იუდა იეჰოვას თვალში+ და ჩადენილი ცოდვებით+ თავის მამა-პაპაზე მეტად აღუძრავდა+ მას მოშურნეობას.
23 ყოველ მაღალ გორაზე+ და ყოველი ფოთოლხშირი ხის ქვეშ+ იშენებდნენ მაღლობებს,+ წმინდა სვეტებსა+ და წმინდა ბოძებს.+
24 ტაძრის მეძავი კაცებიც კი იყვნენ იმ მიწაზე.+ ისინი ისეთ სისაძაგლეს სჩადიოდნენ, როგორსაც ის ერები, რომლებიც იეჰოვამ განდევნა ისრაელის ძეთაგან.+
25 მეფე რობოამის მეფობის მეხუთე წელს ეგვიპტის მეფე შიშაკი+ იერუსალიმის წინააღმდეგ გამოვიდა.
26 წაიღო იეჰოვას სახლისა და მეფის სასახლის საგანძური;+ ყველაფერი წაიღო,+ მათ შორის სოლომონის მიერ გაკეთებული ოქროს ფარებიც.+
27 მათ სანაცვლოდ მეფე რობოამმა სპილენძის ფარები გააკეთა და ჩააბარა მალემსრბოლთა+ ზედამხედველებს, მეფის სასახლის შესასვლელის დარაჯებს.+
28 ყოველთვის, როცა მეფე იეჰოვას სახლში მიდიოდა, გამოჰქონდათ ისინი მალემსრბოლებს, შემდეგ კი ისევ მალემსრბოლთა სადარაჯო ოთახში აბრუნებდნენ.+
29 რობოამის დანარჩენი საქმეები და ყველაფერი, რაც გააკეთა, იუდას მეფეთა მატიანეშია+ ჩაწერილი.
30 გაუთავებელი ომი იყო რობოამსა და იერობოამს შორის.+
31 განისვენა რობოამმა თავისი მამა-პაპის გვერდით; დამარხეს ის თავისი მამა-პაპის გვერდით დავითის ქალაქში.+ დედამისი ამონელი+ ქალი იყო, სახელად ნაამა. მის შემდეგ მისი ვაჟი აბიამი+ გამეფდა.