1 მეფეები 15:1—34

15  ნებატის ძის,+ იერობოამის+ მეფობის მეთვრამეტე წელს იუდაში აბიამი გამეფდა.+  მან სამ წელიწადს იმეფა იერუსალიმში. დედამისი აბიშალომის+ შვილიშვილი იყო, სახელად მააქა.+  ისიც ისეთივე ცოდვებს სჩადიოდა, როგორსაც მამამისი. თავისი წინაპარი დავითისგან განსხვავებით+ მთელი გულით არ ყოფილა+ ის იეჰოვასთან, თავის ღმერთთან.  დავითის გამო+ მისცა მას იეჰოვამ, თავისმა ღმერთმა, ლამპარი+ იერუსალიმში, ვაჟი დაუსვა მემკვიდრედ და შეუნარჩუნა იერუსალიმი,+  რადგან სწორს აკეთებდა დავითი იეჰოვას თვალში, მთელი თავისი სიცოცხლე არ გადაუხვევია არც ერთი მისი ბრძანებისთვის,+ გარდა ხეთელი ურიას შემთხვევისა.+  გაუთავებელი ომი იყო რობოამსა და იერობოამს შორის.+  აბიამის დანარჩენი საქმეები და ყველაფერი, რაც გააკეთა, იუდას მეფეთა მატიანეშია+ ჩაწერილი. აბიამსა და იერობოამს შორისაც იყო ომი.+  განისვენა აბიამმა თავისი მამა-პაპის გვერდით და დამარხეს ის დავითის ქალაქში.+ მის შემდეგ მისი ვაჟი ასა+ გამეფდა.  ისრაელის მეფე იერობოამის მეფობის მეოცე წელს ასა გამეფდა იუდაზე. 10  ორმოცდაერთ წელიწადს იმეფა მან იერუსალიმში. ბებიამისი მააქა+ აბიშალომის+ შვილიშვილი იყო. 11  სწორად იქცეოდა ასა იეჰოვას თვალში თავისი წინაპარი დავითის მსგავსად.+ 12  გაყარა იმ მიწიდან+ ტაძრის მეძავი კაცები და მოიშორა თავისი მამა-პაპის გაკეთებული+ ნეხვიანი კერპები.+ 13  მეფე ასამ ბებიამისს, მააქას,+ დედოფლობა ჩამოართვა,+ რადგან საზიზღარი კერპი ჰქონდა გაკეთებული წმინდა ბოძისთვის. დაამტვრია ასამ მისი საზიზღარი კერპი+ და კედრონის+ ხევში დაწვა,+ 14  ოღონდ მაღლობები+ არ გაუუქმებია,+ თუმცა ასა მთელი გულით იყო იეჰოვასთან მთელი სიცოცხლე.+ 15  მან იეჰოვას სახლში მიიტანა მამამისისა და თავის მიერ განწმენდილი ოქრო-ვერცხლი და სხვა ნივთები.+ 16  გაუთავებელი ომი იყო ასასა და ისრაელის მეფე ბააშას+ შორის. 17  გამოვიდა ისრაელის მეფე ბააშა იუდას წინააღმდეგ და მშენებლობა დაიწყო რამაში,+ რათა ვერც ვერავინ გამოსულიყო იუდას მეფე ასასგან და ვერც შესულიყო მასთან.+ 18  გამოიტანა ასამ იეჰოვას სახლის საგანძურში და მეფის სასახლის საგანძურში დარჩენილი ოქრო-ვერცხლი და თავის მსახურებს მისცა; გაგზავნა მეფე ასამ ისინი ბენ-ჰადადთან,+ დამასკოში მცხოვრები+ სირიის მეფე+ ხეზიონის ვაჟის ტაბრიმონის ვაჟთან და შეუთვალა: 19  „შეთანხმება გვაქვს მე და შენ, მამაჩემსა და მამაშენს. აი საჩუქრად+ გიგზავნი ოქრო-ვერცხლს; მოდი, დაარღვიე ისრაელის მეფე ბააშასთან დადებული შეთანხმება, რომ ჩამომშორდეს“.+ 20  ბენ-ჰადადმაც მოუსმინა მეფე ასას, გაგზავნა თავისი მხედართმთავრები ისრაელის ქალაქების წინააღმდეგ და აიღო იონი,+ დანი,+ აბელ-ბეთ-მააქა+ და მთელი ქინერეთი ნაფთალის+ მიწამდე. 21  როგორც კი შეიტყო ეს ბააშამ, მაშინვე შეწყვიტა მშენებლობა რამაში+ და თირცაში+ დარჩა. 22  მეფე ასამ კი უკლებლივ შეკრიბა მთელი იუდა;+ გამოიტანეს მათ რამის ქვები და მორები, რითაც ბააშა აშენებდა, და ამ მასალით მეფე ასამ დაიწყო მშენებლობა ბენიამინის გებასა+ და მიცფაში.+ 23  ასას დანარჩენ საქმეებზე, მის ძლიერებაზე, ყველაფერზე, რაც მან გააკეთა, და მის აშენებულ ქალაქებზე იუდას მეფეთა მატიანეშია+ ჩაწერილი. მოხუცდა+ იგი და ფეხები დაუავადდა.+ 24  ბოლოს განისვენა ასამ თავისი მამა-პაპის გვერდით+ და თავის მამა-პაპასთან დამარხეს თავისი წინაპრის, დავითის ქალაქში.+ მის შემდეგ მისი ვაჟი იეჰოშაფატი+ გამეფდა. 25  იუდას მეფე ასას მეფობის მეორე წელს ისრაელზე იერობოამის ვაჟი ნადაბი+ გამეფდა და ორ წელიწადს იმეფა ისრაელზე. 26  ბოროტებას სჩადიოდა+ იგი იეჰოვას თვალში, მიჰყვებოდა მამამისის გზას+ და მის ცოდვას, რითაც მან ცოდვაში გახვია ისრაელი.+ 27  აუჯანყდა მას ისაქარის სახლიდან ბააშა,+ ახიას ვაჟი, და მოკლა იგი ბააშამ ფილისტიმელთა გიბეთონთან,+ როცა ალყაში ჰყავდათ მოქცეული გიბეთონი ნადაბსა და მთელ ისრაელს. 28  მოკლა ის ბააშამ იუდას მეფე ასას მეფობის მესამე წელს და მის ნაცვლად გამეფდა.+ 29  გამეფებისთანავე ამოწყვიტა იერობოამის მთელი სახლი. ცოცხალი არავინ დაუტოვა იერობოამს, სანამ ყველა არ გაანადგურა იეჰოვას სიტყვისამებრ,+ რომელიც მას თავისი მსახურის, შილოელი ახიას პირით ჰქონდა ნათქვამი, 30  რადგან სცოდავდა იერობოამი+ და ცოდვაში გახვია ისრაელი, შეურაცხყოფდა იგი იეჰოვას, ისრაელის ღმერთს.+ 31  ნადაბის დანარჩენი საქმეები და ყველაფერი, რაც მან გააკეთა, ისრაელის მეფეთა მატიანეშია+ ჩაწერილი. 32  გაუთავებელი ომი იყო ასასა და ისრაელის მეფე ბააშას შორის.+ 33  იუდას მეფე ასას მეფობის მესამე წელს ახიას ვაჟი ბააშა გამეფდა თირცაში მთელ ისრაელზე და ოცდაოთხ წელიწადს იმეფა.+ 34  ბოროტებას სჩადიოდა იეჰოვას თვალში,+ მიჰყვებოდა იერობოამის გზას+ და მის ცოდვას, რითაც მან ცოდვაში გახვია ისრაელი.+

სქოლიოები