1 მეფეები 16:1—34

16  გამოეცხადა იეჰოვას სიტყვა ხანანის+ ვაჟს, იეჰუს,+ ბააშას წინააღმდეგ:  „მე აგამაღლე მიწის მტვრიდან,+ რომ ისრაელის, ჩემი ხალხის წინამძღოლი ყოფილიყავი,+ მაგრამ შენ იერობოამის გზას დაადექი,+ ცოდვაში გახვიე ჩემი ხალხი ისრაელი და მათი ცოდვებით შეურაცხმყავი.+  ამიტომ პირწმინდად აღვგვი ბააშასა და მის სახლს, და ნებატის ძის, იერობოამის სახლს დავამსგავსებ.+  ვინც ქალაქში მოუკვდება ბააშას, ძაღლები შეჭამენ, და ვინც მინდორში მოუკვდება, ცის ფრინველები შეჭამენ“.+  ბააშას დანარჩენ საქმეებზე, ყველაფერზე, რაც მან გააკეთა, და მის ძლევამოსილებაზე ისრაელის მეფეთა მატიანეშია+ ჩაწერილი.  განისვენა ბააშამ თავისი მამა-პაპის გვერდით და თირცაში+ დამარხეს. მის შემდეგ მისი ვაჟი ელაჰი გამეფდა.  ხანანის ვაჟის, იეჰუ წინასწარმეტყველის პირით იეჰოვამ ბააშასა და მისი სახლის წინააღმდეგ გამოაცხადა თავისი სიტყვა,+ რომ მისი სახლი იერობოამის სახლს დაემსგავსებოდა, რადგან ბოროტებას სჩადიოდა იგი იეჰოვას თვალში+ და თავისი ხელის ნამოქმედარით შეურაცხყოფდა მას,+ და რადგან მოკლა იგი*.+  იუდას მეფე ასას მეფობის ოცდამეექვსე წელს, ბააშას ვაჟი ელაჰი გამეფდა ისრაელზე თირცაში და ორ წელიწადს იმეფა.  შეთქმულება მოუწყო მას თავისმა მსახურმა ზიმრიმ,+ ეტლთა ერთი ნახევრის მეთაურმა, როცა ის თირცაში იყო და სასახლის გამგებლის,+ არცას სახლში დათვრა.+ 10  მივიდა ზიმრი, დაჰკრა+ მას და მოკლა იგი იუდას მეფე ასას მეფობის ოცდამეშვიდე წელს, მის ნაცვლად კი თვითონ გამეფდა. 11  მეფობა რომ დაიწყო და ტახტზე ავიდა, ბააშას სახლს დაესხა თავს. მისიანი არავინ დაუტოვებია ცოცხალი, არც კედელთან მშარდავი,+ არც სისხლის ამღები+ და არც მეგობარი. 12  გაანადგურა ზიმრიმ ბააშას მთელი სახლი+ იეჰოვას სიტყვისამებრ,+ რომელიც წინასწარმეტყველ იეჰუს პირით ჰქონდა ნათქვამი ბააშას წინააღმდეგ,+ 13  ბააშასა და ელაჰის,+ მისი ვაჟის ცოდვების გამო, თვითონაც რომ სცოდავდნენ და ისრაელსაც რომ ხვევდნენ ცოდვაში, და უსარგებლო კერპებით+ შეურაცხყოფდნენ იეჰოვას, ისრაელის ღმერთს. 14  ელაჰის დანარჩენი საქმეები და ყველაფერი, რაც მან გააკეთა, ისრაელის მეფეთა მატიანეშია+ ჩაწერილი. 15  იუდას მეფე ასას მეფობის ოცდამეშვიდე წელს გამეფდა ზიმრი თირცაში და მისი მეფობის მეშვიდე დღეს+ ხალხი ფილისტიმელთა გიბეთონთან+ დაბანაკდა. 16  დაბანაკებულებმა თქვეს, ზიმრიმ შეთქმულება მოაწყო და მეფე მოკლაო. იმ დღეს მთელმა ისრაელმა მხედართმთავარი ომრი+ გაამეფა ბანაკში. 17  წავიდნენ ომრი და მთელი ისრაელი გიბეთონიდან და ალყა შემოარტყეს+ თირცას. 18  როგორც კი დაინახა ზიმრიმ, რომ დაპყრობილი იყო ქალაქი, შევიდა მეფის სასახლის კოშკში, თავზე გადაიბუგა მეფის სასახლე და მოკვდა+ 19  ჩადენილი ცოდვებისა და იეჰოვას თვალში ჩადენილი ბოროტების გამო,+ რადგან იერობოამის გზას და მის ცოდვას მიჰყვებოდა, რითაც მან ცოდვაში გახვია ისრაელი.+ 20  ზიმრის დანარჩენ საქმეებსა და მის შეთქმულებაზე ისრაელის მეფეთა მატიანეშია+ ჩაწერილი. 21  მაშინ ორად გაიყო ისრაელი.+ ერთი ნაწილი გინათის ვაჟის, თიბნის გამეფებას უჭერდა მხარს, მეორე ნაწილი კი — ომრის. 22  ბოლოს ომრის მომხრეებმა სძლიეს გინათის ვაჟის, თიბნის მომხრეებს; მოკლეს თიბნი და გამეფდა ომრი. 23  იუდას მეფე ასას მეფობის ოცდამეთერთმეტე წელს გამეფდა ომრი ისრაელზე და თორმეტ წელიწადს იმეფა. თირცაში მან ექვს წელიწადს იმეფა. 24  ორ ტალანტ ვერცხლად იყიდა მან სამარიის* მთა შემერისგან, ააშენა ქალაქი მთის პატრონის, შემერის სახელზე და სამარია+ უწოდა. 25  ბოროტებას სჩადიოდა ომრი იეჰოვას თვალში და თავის წინამორბედებზე უარესად იქცეოდა.+ 26  მიჰყვებოდა იერობოამის, ნებატის+ ვაჟის გზასა და მის ცოდვას, რითაც მან ცოდვაში გახვია ისრაელი, და მათი უსარგებლო კერპებით შეურაცხყოფდა იეჰოვას, ისრაელის ღმერთს.+ 27  ომრის დანარჩენ საქმეებზე, რაც მან გააკეთა, და მის ძლევამოსილებაზე ისრაელის მეფეთა მატიანეშია+ ჩაწერილი. 28  ბოლოს განისვენა ომრიმ თავისი მამა-პაპის გვერდით და სამარიაში დამარხეს. მის შემდეგ მისი ვაჟი ახაბი+ გამეფდა. 29  იუდას მეფე ასას მეფობის ოცდამეთვრამეტე წელს ომრის ვაჟი ახაბი გამეფდა ისრაელზე. იგი ოცდაორ წელიწადს განაგებდა ისრაელს სამარიიდან+. 30  ყველა თავის წინამორბედზე უარესად იქცეოდა ახაბი იეჰოვას თვალში.+ 31  არ იკმარა+ მან ნებატის ვაჟის, იერობოამის ცოდვილი გზით სიარული,+ და ცოლად+ სიდონელთა+ მეფის, ეთბაალის ასული იზებელი+ მოიყვანა; წავიდა, ბაალს+ ემსახურებოდა და მას სცემდა თაყვანს. 32  სამსხვერპლოც კი აუგო ბაალს ბაალის სახლში,+ რომელიც სამარიაში ააშენა. 33  წმინდა ბოძებიც+ გააკეთა ახაბმა და თავის წინამორბედ ისრაელის მეფეებზე მეტად შეურაცხყოფდა+ იეჰოვას, ისრაელის ღმერთს. 34  იმ დროს ბეთელელმა ხიელმა იერიხონი ააშენა; თავის პირმშოზე, აბირამზე დააფუძნა საძირკველი და თავის უმცროსზე, სეგუბზე აღმართა კარიბჭე, როგორც იეჰოვას ჰქონდა ნათქვამი იესო ნავეს ძის პირით.+

სქოლიოები

ნადაბი, იერობოამის ვაჟი. იხილეთ 15:25—29.
ნიშნავს: შემერის გვარისაა.