1 მეფეები 17:1—24
17 გალაადში+ მცხოვრებმა თიშბელმა ელიამ+ ახაბს უთხრა: „ცოცხალია იეჰოვა,+ ისრაელის ღმერთი, რომლის წინაშეც ვდგავარ,+ არ იქნება ამ წლებში არც ნამი და არც წვიმა,+ სანამ მე არ ვიტყვი“.+
2 გამოეცხადა მას იეჰოვას სიტყვა:+
3 „წადი აღმოსავლეთისკენ და ქერითის ხევში დაიმალე,+ იორდანის აღმოსავლეთით;
4 ხევიდან სვი წყალი+ და მე ყორნებს+ ვუბრძანებ, რომ გამოგკვებონ“.+
5 ისიც წავიდა და იეჰოვას სიტყვისამებრ მოიქცა;+ წავიდა და ქერითის ხევში ცხოვრობდა, იორდანის აღმოსავლეთით.
6 მოჰქონდათ ყორნებს მისთვის პური და ხორცი დილას და საღამოს, წყალს კი ხევიდან სვამდა.+
7 გავიდა დრო და დაშრა ხევი,+ რადგან არ მოსულა წვიმა ქვეყნად.
8 გამოეცხადა მას იეჰოვას სიტყვა:+
9 „ადექი, სიდონის სარეფთაში+ წადი და იქ იცხოვრე. იქ ერთ ქვრივ ქალს ვუბრძანებ, რომ გამოგკვებოს“.
10 ისიც ადგა და სარეფთაში წავიდა. ქალაქის შესასვლელს რომ მიადგა, დაინახა ერთი ქვრივი ქალი, რომელიც შეშას აგროვებდა. დაუძახა იმ ქალს და სთხოვა: „ცოტა წყალი მომიტანე ჭურჭლით, რომ დავლიო“.+
11 როცა ქალი მოსატანად წავიდა, მან კვლავ დაუძახა მას და სთხოვა: „იქნებ ცოტა პურიც+ წამომიღო“.
12 მან მიუგო: „ცოცხალია იეჰოვა, შენი ღმერთი,+ ერთი კვერიც+ კი არა მაქვს, ერთი მუჭა+ ფქვილი მაქვს დიდ ქილაში და ცოტა ზეთი+ პატარა ქილაში. შეშას ვაგროვებ, რომ წავიდე, მოვამზადებ რამეს ჩემთვის და ჩემი შვილისთვის, იმასღა შევჭამთ და დავიხოცებით“.+
13 ელიამ უთხრა მას: «ნუ გეშინია,+ წადი და შენი სიტყვისამებრ მოიქეცი, ოღონდ ჯერ მე გამომიცხვე პატარა კვერი,+ მომიტანე და მერე მოამზადე რამე შენთვის და შენი შვილისთვის.
14 ასე თქვა იეჰოვამ, ისრაელის ღმერთმა: „დიდ ქილაში ფქვილი არ გამოილევა და პატარა ქილაში ზეთი არ დაიკლებს იმ დღემდე, სანამ არ აწვიმებს იეჰოვა მიწის პირს“».+
15 წავიდა იგი და ელიას სიტყვისამებრ მოიქცა. ჭამდა რამდენიმე ხანს ქალი, მისი სახლეულობა და ელია.+
16 დიდ ქილაში ფქვილი არ ილეოდა და პატარა ქილაში ზეთი არ იკლებდა,+ როგორც იეჰოვას ჰქონდა ნათქვამი ელიას პირით.
17 ამის შემდეგ ავად გახდა იმ ქალის, დიასახლისის ვაჟი. მძიმე სენი შეეყარა; სუნთქვაც კი შეწყვიტა.+
18 ქალმა ელიას უთხრა: „რა გინდა ჩემგან,+ ჭეშმარიტი ღვთის კაცო? იმიტომ მოხვედი, რომ დანაშაული გამიხსენო+ და შვილი მომიკლა?“
19 მან მიუგო: „მომეცი შენი შვილი“. გამოართვა დედას ბავშვი ხელიდან, ზემოთა ოთახში+ აიყვანა, სადაც თვითონ ცხოვრობდა და თავის ტახტზე დააწვინა.+
20 მოუხმო იეჰოვას და უთხრა: „იეჰოვა, ჩემო ღმერთო,+ ნუთუ უბედურებას დაატეხ ამ ქვრივსაც, ვისთანაც შეხიზნული ვარ, და შვილს მოუკლავ?“
21 სამჯერ გადაემხო ბავშვს,+ მოუხმო იეჰოვას და შესთხოვა: „იეჰოვა, ჩემო ღმერთო, ჩაუბრუნე ბავშვს სული!“+
22 ისმინა იეჰოვამ ელიას ხმა,+ დაუბრუნდა ბავშვს სული და გაცოცხლდა იგი.+
23 აიყვანა ელიამ ბავშვი, ზემოთა ოთახიდან დაბლა ჩაიყვანა, დედამისს მიუყვანა და უთხრა: „აი, ცოცხალია შენი შვილი!“+
24 ქალმა ელიას უთხრა: „ახლა კი ვიცი, რომ ჭეშმარიტი ღვთის კაცი+ ხარ და ჭეშმარიტია იეჰოვას სიტყვა, რომელიც შენს ბაგეზეა“.+