1 მეფეები 2:1—46
2 მოახლოვდა დავითის სიკვდილის დღე+ და უბრძანა მან თავის ვაჟს, სოლომონს:
2 «მე მალე მოვკვდები,+ შენ კი გამაგრდი+ და ვაჟკაცურად იყავი.+
3 შეასრულე შენი ვალდებულება იეჰოვას, შენი ღვთის წინაშე, იარე მისი გზით,+ დაიცავი მისი წესები, მისი მცნებები, მისი სამართალი+ და მისი მოწმობანი მოსეს კანონში დაწერილისამებრ,+ რათა ყოველთვის წინდახედულად მოიქცე, რაც არ უნდა გააკეთო და საითაც არ უნდა წახვიდე,
4 რომ შეასრულოს იეჰოვამ ჩემთვის ნათქვამი სიტყვა:+ „თუ გაუფრთხილდებიან შენი ვაჟები+ თავიანთ გზას+ და მთელი გულითა+ და სულით ივლიან ჭეშმარიტებით+ ჩემ წინაშე, არ დაგელევა კაცი ისრაელის ტახტზე“.+
5 კარგად იცი, როგორ მომექცა იოაბი, ცერუიას ვაჟი,+ რა უყო ისრაელის ორ მხედართმთავარს, აბნერს,+ ნერის ვაჟს, და ამასას,+ იეთერის+ ვაჟს, რომ დახოცა ისინი და მშვიდობიან დროს ომის სისხლი+ დაღვარა; ომის სისხლით გაისვარა წელზე სარტყელი და ფეხებზე სანდლები.
6 შენი სიბრძნით იმოქმედე+ და მისი ჭაღარა მშვიდობით+ არ ჩაიყვანო სამარეში*.+
7 გალაადელი ბარზილაის+ ვაჟებს სიკეთე* უყავი, შენი სუფრიდან ჭამონ მათ,+ რადგან გვერდში მედგნენ,+ როცა შენს ძმას, აბესალომს გავურბოდი.+
8 შენთან არის შიმეიც,+ გერას ვაჟი, ბენიამინელი, ბახურიმიდან;+ ის იყო, მწარედ რომ მწყევლიდა,+ როცა მახანაიმში+ მივდიოდი, იორდანესთან+ რომ ჩამოვიდა ჩემ დასახვედრად; შევფიცე მას იეჰოვას სახელით, არ მოგკლავ-მეთქი მახვილით.+
9 ნუ დატოვებ დაუსჯელს,+ ბრძენი+ ხარ და კარგად იცი, როგორ მოექცე, სისხლიანი ჭაღარით+ ჩაიყვანე სამარეში».+
10 განისვენა დავითმა თავისი მამა-პაპის გვერდით+ და დამარხეს ის დავითის ქალაქში.+
11 ორმოც წელიწადს იმეფა დავითმა ისრაელზე,+ შვიდ წელიწადს+ ხებრონიდან+ და ოცდაცამეტ წელიწადს — იერუსალიმიდან.+
12 დაჯდა სოლომონი მამამისის, დავითის ტახტზე+ და დიდად განმტკიცდა მისი მეფობა.+
13 მივიდა ადონია, ხაგითის ვაჟი ბათ-შებასთან,+ სოლომონის დედასთან. ჰკითხა მას ბათ-შებამ: „სამშვიდობოდ+ ხარ მოსული?“ მან მიუგო: „სამშვიდობოდ“.
14 და უთხრა: „საქმე მაქვს შენთან“. ქალმა მიუგო: „მითხარი“.+
15 მან განაგრძო: „კარგად იცი, რომ მე მეკუთვნოდა მეფობა და მთელი ისრაელი ჩემს გამეფებას ელოდა,+ მაგრამ ჩემ ნაცვლად ჩემს ძმას ერგო მეფობა, რადგან იეჰოვამ არგუნა.+
16 ჰოდა, ერთი სათხოვარი მაქვს, უარს ნუ მეტყვი“.+ მან მიუგო: „მითხარი“.
17 და სთხოვა: „უთხარი მეფე სოლომონს (უარს არ გეტყვის), რომ ცოლად მომცეს შუნამელი+ აბიშაგი“.+
18 მიუგო მას ბათ-შებამ: „კარგი, დაველაპარაკები მეფეს“.
19 მივიდა ბათ-შება მეფე სოლომონთან, რომ დალაპარაკებოდა ადონიას+ გულისთვის. წამოდგა მეფე,+ შეეგება და მდაბლად თაყვანი სცა.+ დაჯდა თავის ტახტზე და მეფის დედისთვისაც დაადგმევინა ტახტი, რომ თავის მარჯვნივ დაესვა.+
20 უთხრა მას ბათ-შებამ: „ერთი პატარა სათხოვარი მაქვს შენთან, უარს ნუ მეტყვი“. მეფემ მიუგო: „მითხარი, დედა, არ გეტყვი უარს“.
21 მან განაგრძო: „მიეცი ცოლად შუნამელი აბიშაგი შენს ძმას, ადონიას“.
22 მეფე სოლომონმა დედამისს უთხრა: „რატომ მთხოვ შუნამელ აბიშაგს ადონიასთვის? ბარემ მეფობაც+ მთხოვე (ის ხომ ჩემი უფროსი ძმაა)+ მისთვის, აბიათარ+ მღვდლისთვის და იოაბისთვის,+ ცერუიას ვაჟისთვის!“+
23 იეჰოვა დაიფიცა მეფე სოლომონმა: „ასე და ასე მიყოს ღმერთმა და უარესიც,+ თუ თავისი სულის წინააღმდეგ არ ეთქვას ეს ადონიას.+
24 ცოცხალია იეჰოვა,+ რომელმაც განმამტკიცა+ და დამსვა მამაჩემის, დავითის ტახტზე+ და ამიშენა სახლი,+ როგორც ნათქვამი ჰქონდა,+ თუ დღესვე არ მოკვდეს ადონია!“+
25 გაგზავნა მეფე სოლომონმა ბენაია,+ იეჰოიადას ვაჟი და ისიც წავიდა, დაჰკრა მას და მოკლა.+
26 უთხრა აბიათარ+ მღვდელს მეფემ: „წადი ანათოთში,+ შენს მამულში! სიკვდილის ღირსი ხარ,+ მაგრამ დღეს არ მოგკლავ, რადგან უზენაესი უფლის, იეჰოვას+ კიდობანი ატარე დავითის, მამაჩემის წინაშე+ და მამაჩემთან ერთად გამოიარე გაჭირვება“.+
27 ჩამოართვა სოლომონმა აბიათარს იეჰოვას მღვდლად მსახურების უფლება, რათა შეესრულებინა იეჰოვას სიტყვა, რომელიც მან ელის+ სახლზე თქვა შილოში.+
28 ამბავი მიუვიდა იოაბს+ — იოაბი ადონიას მიემხრო,+ თუმცა აბესალომს არ მიმხრობია+ — და გაიქცა იოაბი იეჰოვას კარავში+ და სამსხვერპლოს რქებს ჩაეჭიდა.+
29 უთხრეს მეფე სოლომონს, იოაბი იეჰოვას კარავში გაიქცა და სამსხვერპლოსთან არისო. სოლომონმა ბენაია, იეჰოიადას ვაჟი გაგზავნა და უბრძანა, რომ წასულიყო და თავს დასხმოდა.+
30 მივიდა ბენაია იეჰოვას კარავში და უთხრა მას: „მეფემ ბრძანა, გამოვიდესო“. მან მიუგო: „არა, აქ+ უნდა მოვკვდე!“ მიუტანა ბენაიამ მეფეს ამბავი, ასე თქვა იოაბმა და ასე მიპასუხაო.
31 უთხრა მას მეფემ: „ისე უყავი, როგორც თვითონ გითხრა; მოკალი, დამარხე და ჩამოგვრეცხე მე და მამაჩემის სახლს იოაბის მიერ დაღვრილი+ უდანაშაულო სისხლი.+
32 იეჰოვა მის თავზე მიაქცევს+ მისივე სისხლს, რადგან მამაჩემის, დავითის უჩუმრად+ თავს დაესხა ორ თავისზე მართალ და კარგ კაცს:+ ისრაელის მხედართმთავარ+ აბნერს,+ ნერის ვაჟს, და იუდას მხედართმთავარ+ ამასას,+ იეთერის ვაჟს, და მახვილით დახოცა ისინი.
33 მარადიულად ეწევა მათი სისხლი იოაბსა და მის შთამომავლობას,+ მაგრამ დავითს,+ მის შთამომავლობას, მის სახლსა და მის ტახტს მარადიული მშვიდობა ექნება იეჰოვასგან“.+
34 წავიდა ბენაია, იეჰოიადას ვაჟი,+ დაჰკრა მას და მოკლა.+ თავის სახლში დამარხეს ის უდაბნოში.
35 მეფემ მის ნაცვლად ბენაია,+ იეჰოიადას ვაჟი დააყენა მხედართმთავრად,+ აბიათარის ნაცვლად კი — ცადოკ მღვდელი.+
36 ბოლოს მოუხმო მეფემ შიმეის+ და უთხრა: „აიშენე სახლი იერუსალიმში და იცხოვრე, არსად წახვიდე იქიდან.
37 როგორც კი წახვალ და კედრონის ხევს+ გასცდები, იცოდე, სიკვდილი არ აგცდება,+ შენს თავზე იქნება შენი სისხლი!“+
38 მიუგო შიმეიმ მეფეს: „კარგი, როგორც მეფე-ბატონმა თქვა, ისე მოიქცევა შენი მსახური“. და დიდხანს ცხოვრობდა შიმეი იერუსალიმში.
39 გავიდა სამი წელი და გაექცა შიმეის ორი მონა+ აქიშთან,+ მააქას ვაჟთან, გათის მეფესთან.+ აცნობეს შიმეის, შენი მონები გათში არიანო.
40 წამოდგა შიმეი, ვირი შეკაზმა და აქიშთან წავიდა გათში მონების მოსაძებნად. წამოვიდა გათიდან შიმეი და წამოიყვანა თავისი მონები.
41 უთხრეს სოლომონს, იერუსალიმიდან გათში წავიდა შიმეი და უკან დაბრუნდაო.
42 დაიბარა მეფემ+ შიმეი და უთხრა: „ხომ დაგაფიცე იეჰოვას სახელით და გაგაფრთხილე,+ თუ სადმე წახვალ, სიკვდილი არ აგცდება-მეთქი? შენ არ მიპასუხე, კარგი, გავიგეო?+
43 მაშ, რატომ არ შეასრულე იეჰოვას წინაშე დადებული ფიცი+ და ჩემი ბრძანება?“+
44 უთხრა მეფემ შიმეის: „შენც კარგად იცი და შენმა გულმაც, რა ავკაცობაც ჩაგიდენია მამაჩემი დავითის+ წინააღმდეგ; შენს თავზე მოაქცევს იეჰოვა შენს ავკაცობას,+
45 მეფე სოლომონი კი კურთხეული+ იქნება და მარადიულად განმტკიცდება დავითის ტახტი იეჰოვას წინაშე“.+
46 ეს თქვა მეფემ და უბრძანა ბენაიას, იეჰოიადას ვაჟს, ისიც წავიდა, დაჰკრა მას და მოკლა.+
დიდად განმტკიცდა სამეფო სოლომონის ხელში.+
სქოლიოები
^ ებრაულ წერილებში სიტყვა სამარე ნათარგმნია ებრაული სიტყვიდან შეოლ. იხილეთ დანართი 2გ.
^ ანუ ერთგული სიყვარული. ებრაულად ხესედ, რაც ნიშნავს სიყვარულით გამოვლენილ სიკეთეს.