1 მეფეები 20:1—43

20  სირიის მეფე ბენ-ჰადადმა+ შეკრიბა თავისი ჯარი, ასევე ოცდათორმეტი მეფე,+ ცხენები+ და ეტლები;+ ავიდა, ალყა შემოარტყა+ სამარიას+ და ბრძოლა გაუმართა.  ქალაქში მაცნეები+ გაუგზავნა ისრაელის მეფე ახაბს და შეუთვალა, ასე ამბობს-თქო ბენ-ჰადადი:  „ჩემია შენი ოქრო-ვერცხლი, შენი ულამაზესი ცოლები და ვაჟები“.+  ისრაელის მეფემ მიუგო: „როგორც იტყვი, მეფე-ბატონო, მეც შენი ვარ და ჩემი ქონებაც შენია“.+  ისევ მივიდნენ მაცნეები და უთხრეს, ასე ამბობს ბენ-ჰადადიო: «მე შემოგითვალე: „მომეცი შენი ოქრო-ვერცხლი, შენი ცოლები და ვაჟები.  ხვალ ამ დროს მსახურებს გამოგიგზავნი, ისინი გაჩხრეკენ შენს სახლსა და შენს მსახურთა სახლებს; ხელს დაადებენ ყველაფერს, რაც ძვირფასია+ შენს თვალში, და წამოიღებენ“».  მოუხმო ისრაელის მეფემ ქვეყნის უხუცესებს+ და უთხრა: „იცოდეთ, უბედურებას დაგვატეხს ეს კაცი;+ ხალხი გამომიგზავნა ცოლების, ვაჟებისა და ოქრო-ვერცხლის წასართმევად, მე კი უარი ვერ ვუთხარი“.  უხუცესებმა და ხალხმა უთხრეს მას: „არ დაემორჩილო, არ დათანხმდე“.  უთხრა მან ბენ-ჰადადის მაცნეებს, ასე უთხარით ჩემს მეფე-ბატონსო: „რაც პირველად შემომითვალე, იმას გავაკეთებ, მაგრამ ამას ვეღარ გავაკეთებ“. წავიდნენ მაცნეები და ამბავი ჩაუტანეს მას. 10  ბენ-ჰადადმა შეუთვალა: „ასე და ასე მიყონ ღმერთებმა+ და უარესიც,+ თუ ეყოს სამარიის მტვერი იმათ მუჭას, ვინც მომყვება!“+ 11  ისრაელის მეფემ მიუგო: „უთხარით, ნუ იტრაბახებს+ სარტყლის შემომრტყმელი სარტყლის შემომხსნელივით“.+ 12  ეს სიტყვა მაშინ მიუვიდა, როცა მეფეებთან ერთად კარავში სვამდა,+ და თავის მსახურებს უბრძანა: „დაირაზმეთ!“ ისინიც დაირაზმნენ ქალაქთან საბრძოლველად. 13  მივიდა ერთი წინასწარმეტყველი ახაბთან, ისრაელის მეფესთან,+ და უთხრა: «აი რა თქვა იეჰოვამ:+ „ხედავ ამ უამრავ ხალხს? დღეს ხელში ჩაგიგდებ მათ და გაიგებ, რომ მე ვარ იეჰოვა!“»+ 14  ახაბმა ჰკითხა: „ვისი დახმარებით?“ მან მიუგო: «აი რა თქვა იეჰოვამ: „სამთავროთა მთავრების მსახურთა დახმარებით“». მან ჰკითხა: „ვინ წამოიწყებს ბრძოლას?“ მან მიუგო: „შენ“. 15  აღრიცხა სამთავროთა მთავრების მსახურები და აღმოჩნდა ორას ოცდათორმეტი;+ მათ შემდეგ კი მთელი ხალხი აღრიცხა, შვიდი ათასი ისრაელის ძე. 16  გავიდნენ შუადღისას, როცა ბენ-ჰადადი კარავში სვამდა და თვრებოდა+ თავის მომხრე ოცდათორმეტ მეფესთან ერთად. 17  პირველები სამთავროთა მთავრების მსახურები+ გავიდნენ და ბენ-ჰადადმაც მაშინვე გაგზავნა თავისი ხალხი, რომელმაც ამბავი მოუტანა, სამარიიდან ხალხი გამოდისო. 18  მან თქვა: „თუ სამშვიდობოდ არიან გამოსულები, ცოცხლად შეიპყარით, თუ საბრძოლველად, მაინც ცოცხლად შეიპყარით!“+ 19  ქალაქიდან გამოვიდნენ სამთავროთა მთავრების მსახურები და ჯარი, რომელიც მათ უკან მოჰყვებოდა. 20  ყველამ თავისი მოწინააღმდეგე დასცა ძირს; გაიქცნენ+ სირიელები+ და დაედევნა ისრაელი. ცხენით გაიქცა სირიის მეფე ბენ-ჰადადი თავის მხედრებთან ერთად. 21  გამოვიდა ისრაელის მეფე და ანადგურებდა ცხენებსა და ეტლებს;+ გაჟლიტა სირიელები. 22  მივიდა ის წინასწარმეტყველი+ ისრაელის მეფესთან და უთხრა: „წადი, გამაგრდი,+ ყურადღებით იყავი და აწონ-დაწონე, რასაც გააკეთებ!+ წელიწადის შემობრუნებისას* შეგებრძოლება სირიის მეფე“.+ 23  სირიის მეფის მსახურებმა უთხრეს მას: „მთათა ღმერთია მათი ღმერთი,+ ამიტომაც გვძლიეს. ვაკეზე შევებრძოლოთ და ვნახოთ, თუ არა ვძლევთ! 24  ასე მოიქეცი: ჩამოაგდე ის მეფეები+ და მათ ნაცვლად გამგებლები დააყენე;+ 25  შეყარე იმდენივე მებრძოლი, რამდენიც დაკარგე, იმდენივე ცხენი, რამდენიც გყავდა, და იმდენივე ეტლი, რამდენიც გქონდა. ვაკეზე შევებრძოლოთ და ვნახოთ, თუ არა ვძლევთ!“+ დაუჯერა მათ და ასეც მოიქცა. 26  წელიწადის შემობრუნებისას შეკრიბა ბენ-ჰადადმა სირიელები+ და აფეკში+ ავიდა ისრაელთან საბრძოლველად. 27  შეიკრიბნენ ისრაელის ძეებიც, მოამზადეს საგზალი+ და დაიძრნენ მათ შესახვედრად. თხის ორი პატარა ჯოგივით დაბანაკდნენ ისრაელის ძეები მათ წინ, სირიელები კი მთელ იმ მხარეს მოედვნენ.+ 28  მივიდა ჭეშმარიტი ღვთის+ კაცი ისრაელის მეფესთან და უთხრა, ასე ამბობსო იეჰოვა: „რადგან სირიელებმა თქვეს, იეჰოვა მთათა ღმერთია და არა ვაკისაო, ხელში ჩაგიგდებ მთელ ამ ურიცხვ ხალხს+ და გაიგებთ, რომ იეჰოვა ვარ!“+ 29  შვიდ დღეს იყვნენ დაბანაკებულები ერთმანეთის პირისპირ,+ მეშვიდე დღეს კი ბრძოლა გაიმართა; გაჟლიტეს ისრაელის ძეებმა სირიელები — ასი ათასი ქვეითი ერთ დღეში. 30  გადარჩენილები ქალაქ აფეკში+ გაიქცნენ და ოცდაშვიდი ათას გადარჩენილს გალავანი ჩამოექცა თავზე.+ ბენ-ჰადადიც+ გაიქცა, ქალაქში მივიდა და შიდა+ ოთახში დაიმალა. 31  უთხრეს მას მსახურებმა: „გაგებული გვაქვს, რომ ისრაელის სახლის მეფეები კეთილები+ არიან; წელზე+ ჯვალოს+ შემოვიკრავთ, თავზე — თოკებს, და მივალთ ისრაელის მეფესთან. იქნებ სიცოცხლე* შეგინარჩუნოს“.+ 32  შემოიკრეს წელზე ჯვალო, თავზე — თოკები, მივიდნენ ისრაელის მეფესთან და უთხრეს: „შენმა მსახურმა ბენ-ჰადადმა გთხოვა, სული შემინარჩუნეო“. მან მიუგო: „ცოცხალია? ჩემი ძმაა“. 33  კარგად ენიშნათ ეს იმ კაცებს,+ მეფის გადაწყვეტილებად მიიღეს და მაშინვე უთხრეს: „შენი ძმაა ბენ-ჰადადი“. მან უთხრა მათ: „წადით, მომიყვანეთ!“ მივიდა მასთან ბენ-ჰადადი, მან კი მაშინვე ეტლზე დასვა.+ 34  უთხრა მას ბენ-ჰადადმა: „დაგიბრუნებ იმ ქალაქებს,+ რომლებიც მამაჩემმა მამაშენს წაართვა. გქონდეს ქუჩები დამასკოში, როგორც მამაჩემს ჰქონდა სამარიაში“. „დაგიდებ შეთანხმებას+ და გაგიშვებ“. დაუდო მას შეთანხმება და გაუშვა. 35  წინასწარმეტყველთა ძეებიდან*+ ერთ-ერთმა თავის მეგობარს, იეჰოვას სიტყვით+ აღძრულმა, სთხოვა: „დამარტყი“. მაგრამ მან არ დაარტყა. 36  მან უთხრა: „რადგან არ მოუსმინე იეჰოვას ხმას, წახვალ ჩემგან და ლომი მოგკლავს“. წავიდა მისგან, გზაში ლომი+ შეხვდა და მოკლა იგი.+ 37  შეხვდა კიდევ ერთი კაცი და სთხოვა: „დამარტყი“. მანაც დაარტყა და დაასახიჩრა. 38  წავიდა ის წინასწარმეტყველი და მეფეს დახვდა გზაზე; სახე შენიღბული+ ჰქონდა, თვალებზე სახვევი აეფარებინა. 39  მეფემ რომ ჩაიარა, მან შესძახა:+ „შუა ბრძოლაში იყო შენი მსახური, როცა ერთმა კაცმა, რომელიც ბრძოლიდან მიდიოდა, კაცი მომიყვანა და მითხრა, მიმიხედეო. თუ დაიკარგება, შენი სული+ იქნება მისი სულის სანაცვლოდ+ ან ერთ ტალანტ ვერცხლს გადაიხდიო.+ 40  შენი მსახური იბრძოდა, ის კი წავიდა“. ისრაელის მეფემ უთხრა: „შენი თავისთვის შენ თვითონვე გამოგიტანია განაჩენი“.+ 41  მან მაშინვე მოიხსნა თვალებიდან სახვევი და იცნო ისრაელის მეფემ წინასწარმეტყველი.+ 42  მან უთხრა: «აი რა თქვა იეჰოვამ: „რადგან გაუშვი გასანადგურებელი კაცი,+ შენი სული იქნება მისი სულის სანაცვლოდ+ და შენი ხალხი მისი ხალხის სანაცვლოდ“».+ 43  წავიდა სახლში ისრაელის მეფე, დაღვრემილი და დამწუხრებული,+ და სამარიაში+ მივიდა.

სქოლიოები

მომავალ გაზაფხულზე.
სიტყვასიტყვით — სული. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.
წინასწარმეტყველთა ძეებში, როგორც ჩანს, იგულისხმება წინასწარმეტყველთა ჯგუფი, რომლებიც ასწავლიან ან ერთად მსახურობენ.