1 მეფეები 21:1—29

21  იზრეელელ ნაბოთს ვენახი ჰქონდა იზრეელში,+ სამარიის მეფის, ახაბის სასახლის გვერდით.  უთხრა ახაბმა ნაბოთს: „დამითმე+ შენი ვენახი,+ საბოსტნედ+ მექნება სასახლის გვერდით; სანაცვლოდ მასზე უკეთეს ვენახს მოგცემ ან თუ გინდა,+ მის საფასურს გადაგიხდი“.  მიუგო ნაბოთმა ახაბს: „იეჰოვამ დამიფაროს,+ ჩემი მამა-პაპის მემკვიდრეობა შენ მოგცე!“+  დაღვრემილი და დამწუხრებული შევიდა ახაბი თავის სასახლეში იზრეელელი ნაბოთის სიტყვების გამო, არ მოგცემო ჩემი მამა-პაპის მემკვიდრეობას. დაწვა თავის ტახტზე, გადაბრუნდა+ და პურს აღარ ჭამდა.  შევიდა მასთან მისი ცოლი იზებელი+ და უთხრა: „რატომ ხარ სულდამწუხრებული+ და რატომ არა ჭამ პურს?“  მან მიუგო: „იზრეელელ ნაბოთს ველაპარაკე, შენი ვენახი მომყიდე-მეთქი ან თუ გინდა, სხვა ვენახში გამიცვალე-მეთქი, მაგრამ მითხრა, არ მოგცემო ვენახს“.+  უთხრა მას იზებელმა, მისმა ცოლმა: „ახლა შენ ისრაელის მეფე ხარ?+ ადექი, ჭამე და გული გაიმხიარულე, მე მოგცემ იზრეელელი ნაბოთის ვენახს“.+  დაწერა წერილები+ ახაბის სახელით, დაბეჭდა მისი ბეჭდით+ და ნაბოთის ქალაქში მცხოვრებ უხუცესებსა+ და დიდებულებს დაუგზავნა.  წერილებში ჩაწერა:+ «გამოაცხადეთ მარხვა და დასვით ნაბოთი ხალხის თავში. 10  ორი+ უვარგისი კაცი+ დაუსვით წინ, მის წინააღმდეგ რომ დაამოწმონ:+ „შენ ღმერთი და მეფე დაგმე!“+ გაიყვანეთ და ჩაქოლეთ, რომ მოკვდეს!»+ 11  ისე მოიქცნენ ქალაქში მცხოვრები კაცები, უხუცესები და დიდებულები, როგორც იზებელმა შეუთვალა, როგორც მის მიერ დაგზავნილ წერილებში ეწერა.+ 12  გამოაცხადეს მარხვა+ და ნაბოთი ხალხის თავში დასვეს. 13  მოვიდა ორი უვარგისი კაცი და წინ დაუჯდა მას; დაამოწმეს მათ ნაბოთის წინააღმდეგ მთელი ხალხის წინაშე, ნაბოთმა ღმერთი და მეფე დაგმოო.+ გაიყვანეს იგი ქალაქიდან, ჩაქოლეს და მოკვდა.+ 14  შეუთვალეს იზებელს: „ჩავქოლეთ ნაბოთი, მკვდარია“.+ 15  როგორც კი გაიგო იზებელმა, რომ ჩაქოლეს ნაბოთი და მოკვდა, ახაბს უთხრა: „ადექი, დაეუფლე იზრეელელი+ ნაბოთის ვენახს, რომელიც არ მოგყიდა; აღარ არის ნაბოთი ცოცხალი, მკვდარია“. 16  როცა გაიგო ახაბმა, რომ მკვდარი იყო ნაბოთი, მაშინვე ადგა, რომ იზრეელელი ნაბოთის ვენახში ჩასულიყო და დაპატრონებოდა.+ 17  გამოეცხადა იეჰოვას სიტყვა+ თიშბელ ელიას:+ 18  „ადექი, წადი და შეხვდი ახაბს, ისრაელის მეფეს, სამარიაშია+ ის, ნაბოთის ვენახის დასაპატრონებლად არის ჩასული. 19  უთხარი, ასე თქვა-თქო იეჰოვამ: „ჯერ მოკალი+ და ახლა ეპატრონები?“+ უთხარი, ასე ამბობს-თქო იეჰოვა: „სადაც+ ნაბოთის სისხლს ლოკავდნენ ძაღლები, იქ შენს სისხლსაც ალოკავენ!“+ 20  უთხრა ახაბმა ელიას: „ჩემო მტერო,+ მაინც მიპოვე, არა?“ მან მიუგო: «გიპოვე. „რადგან გაყიდე საკუთარი თავი, რომ ბოროტება ჩაგედინა იეჰოვას თვალში,+ 21  უბედურებას დაგატეხ,+ აღვგვი შენს შემდგომს+ და ამოვუწყვეტ ახაბს ყველა კედელთან მშარდავს,+ უმწეოსა და მდაბიოს ისრაელში. 22  დავამსგავსებ შენს სახლს ნებატის ვაჟის, იერობოამის+ სახლსა და ახიას ვაჟის, ბააშას+ სახლს, რადგან განმარისხე და ცოდვაში გახვიე ისრაელი“.+ 23  იზებელზეც თქვა იეჰოვამ: „იზებელსაც ძაღლები შეჭამენ იზრეელის მიწაზე.+ 24  ვინც ქალაქში მოუკვდება ახაბს, ძაღლები შეჭამენ, და ვინც მინდორში მოუკვდება, ცის ფრინველები შეჭამენ.+ 25  იეჰოვას თვალში ბოროტების ჩასადენად არავის გაუყიდია თავი ახაბივით,+ რომელსაც თავისი ცოლი, იზებელი+ აქეზებდა.+ 26  სისაძაგლეს სჩადიოდა და ნეხვიან კერპებს+ ემსახურებოდა, რასაც ამორეველები აკეთებდნენ, რომლებიც განდევნა იეჰოვამ ისრაელის ძეების წინაშე“».+ 27  ამ სიტყვების გაგონებაზე ახაბმა შემოიხია ტანსაცმელი და ჯვალო+ შემოიხვია. მარხულობდა, ჯვალოში იწვა და დამწუხრებული+ დადიოდა. 28  გამოეცხადა იეჰოვას სიტყვა თიშბელ ელიას: 29  „ხედავ, როგორ დაიმდაბლა ახაბმა თავი ჩემ წინაშე?+ რაკი დაიმდაბლა თავი ჩემ წინაშე, მის სიცოცხლეში აღარ დავატეხ მას უბედურებას,+ მისი ვაჟის სიცოცხლეში დავატეხ უბედურებას მის სახლს“.+

სქოლიოები