1 მეფეები 22:1—53

22  სამ წელიწადს ომი არ ყოფილა სირიასა და ისრაელს შორის.  მესამე წელს იუდას მეფე იეჰოშაფატი+ ისრაელის მეფესთან ჩავიდა.  უთხრა ისრაელის მეფემ თავის მსახურებს: „იცით, რომ ჩვენია გალაადის რამოთი?+ ჩვენ კი მაინც ვაყოვნებთ სირიის მეფისთვის მის წართმევას“.  ჰკითხა მან იეჰოშაფატს: „წამომყვები გალაადის რამოთში+ საბრძოლველად?“ მიუგო იეჰოშაფატმა ისრაელის მეფეს: „რამ გაგვყო მე და შენ. რამ გაყო ჩემი ხალხი და შენი ხალხი+ და რამ გაყო ჩემი ცხენები და შენი ცხენები!“  იეჰოშაფატმა ისრაელის მეფეს სთხოვა: „ჯერ იეჰოვას დაეკითხე,+ რას იტყვის“.  შეკრიბა ისრაელის მეფემ წინასწარმეტყველები,+ ოთხასამდე კაცი, და ჰკითხა მათ: „გავილაშქრო გალაადის რამოთზე თუ თავი შევიკავო?“ მათ მიუგეს: „წადი,+ იეჰოვა ხელში ჩაუგდებს მას მეფეს“.  მაგრამ იეჰოშაფატმა იკითხა: „ხომ არ არის აქ იეჰოვას სხვა წინასწარმეტყველიც? მისი პირითაც დავეკითხოთ მას“.+  უთხრა ისრაელის მეფემ იეჰოშაფატს: „არის კიდევ ერთი კაცი, მიქაია, იმლას ვაჟი, რომლის პირითაც შეიძლება დავეკითხოთ იეჰოვას,+ მაგრამ მძულს იგი,+ რადგან კარგს არაფერს მეუბნება, ჩემზე სულ ცუდს წინასწარმეტყველებს“.+ იეჰოშაფატმა კი მიუგო: „ნუ ამბობ ამას, მეფეო“.+  ისრაელის მეფემაც მოუხმო ერთ-ერთ კარისკაცს+ და უთხრა: „სასწრაფოდ მომგვარე მიქაია, იმლას ვაჟი!“+ 10  ისრაელის მეფე და იუდას მეფე იეჰოშაფატი თავ-თავიანთ ტახტებზე ისხდნენ, სამოსლით შემოსილნი,+ სამარიის კარიბჭის შესასვლელთან კალოზე, და ყველა წინასწარმეტყველი წინასწარმეტყველებდა* მათ წინაშე.+ 11  ციდკიამ, ქენაანას ძემ, რკინის რქები გაიკეთა და თქვა: «აი რას ამბობს იეჰოვა:+ „ამით შეუტევ სირიელებს და გაანადგურებ მათ“».+ 12  სხვა წინასწარმეტყველებიც იმავეს წინასწარმეტყველებდნენ: „ადი გალაადის რამოთში და გაიმარჯვე, იეჰოვა ხელში ჩაუგდებს მას მეფეს“.+ 13  ასე უთხრა მიქაიას მის მოსახმობად წასულმა მაცნემ: „წინასწარმეტყველები ერთხმად ლაპარაკობენ მეფის სასიკეთოდ; გთხოვ, შენც მათსავით მოიქეცი და სასიკეთოდ ილაპარაკე“.+ 14  მიქაიამ კი დაიფიცა: „ცოცხალია იეჰოვა,+ რასაც იეჰოვა მეტყვის, მეც იმას ვილაპარაკებ“.+ 15  მივიდა ის მეფესთან და უთხრა მას მეფემ: „მიქაია, გავილაშქროთ გალაადის რამოთზე თუ თავი შევიკავოთ?“ მან მიუგო: „წადი და გაიმარჯვე; იეჰოვა ხელში ჩაუგდებს მას მეფეს“.+ 16  მაშინ უთხრა მას მეფემ: „რამდენჯერ უნდა დაგაფიცო, რომ მხოლოდ სიმართლე მითხრა იეჰოვას სახელით?!“+ 17  მან მიუგო: «ვხედავ მთებზე უმწყემსო+ ცხვარივით მიმოფანტულ+ ისრაელებს. თქვა იეჰოვამ: „უპატრონოდ არიან. მშვიდობით დაუბრუნდეს თითოეული თავის სახლს“».+ 18  მაშინ უთხრა ისრაელის მეფემ იეჰოშაფატს: „ხომ გეუბნებოდი, კარგს არაფერს მეუბნება, სულ ცუდს მიწინასწარმეტყველებს-მეთქი!“+ 19  მიქაიამ კი თქვა: «მაშ, ისმინეთ იეჰოვას სიტყვა:+ ვხედავ იეჰოვას, თავის ტახტზე მჯდომს,+ და მის მარჯვნივ და მარცხნივ მდგომ ზეციურ ლაშქარს.+ 20  იკითხა იეჰოვამ: „ვინ გაიტყუებს ახაბს გალაადის რამოთში, რომ ავიდეს და დაეცეს იქ?“ ერთი ერთს ამბობდა, მეორე — მეორეს.+ 21  ბოლოს ერთი სული+ გამოვიდა, იეჰოვას წინაშე დადგა და თქვა: „მე გავიტყუებ“. იეჰოვამ ჰკითხა: „როგორ?“+ 22  მან მიუგო: „წავალ და სიცრუის სულად ვიქცევი მის წინასწარმეტყველთა პირში“.+ მან უთხრა: „გაიტყუე, გამოგივა,+ წადი და ასე მოიქეცი!“+ 23  სიცრუის სული ჩაუდო პირში იეჰოვამ შენს წინასწარმეტყველებს;+ იეჰოვას კი ნათქვამი აქვს, რომ უბედურება დაგატყდება“».+ 24  მივიდა ციდკია, ქენაანას ვაჟი, მიქაიასთან, სილა გააწნა+ და უთხრა: „ეს როგორ მოხდა, რომ იეჰოვას სული ჩემგან შენზე გადმოვიდა, რომ შენ დაგლაპარაკებოდა?“+ 25  მიქაიამ მიუგო: „ამას იმ დღეს დაინახავ, როცა შიდა+ ოთახში შევარდები დასამალავად“.+ 26  მაშინ ისრაელის მეფემ თქვა: «წაიყვანე მიქაია და უკან მიუყვანე ამონს, ქალაქის თავს, და უფლისწულ იოაშს,+ 27  და გადაეცი, აი რას ამბობს-თქო მეფე:+ „ჩააგდეთ ეს კაცი საპყრობილეში+ და ცოტა პურისა+ და წყლის მეტი არაფერი მისცეთ, სანამ მშვიდობით არ დავბრუნდები“».+ 28  მაშინ მიქაიამ უთხრა: „თუ მშვიდობით დაბრუნდები, იეჰოვას არ ულაპარაკია ჩემი პირით“,+ და განაგრძო: „ისმინეთ, ხალხო!“+ 29  წავიდნენ ისრაელის მეფე და იუდას მეფე იეჰოშაფატი გალაადის რამოთში.+ 30  ისრაელის მეფემ უთხრა იეჰოშაფატს: „მე გადავიცვამ და ისე გავალ საბრძოლველად,+ შენ კი შენივე ტანსაცმელი გეცვას“.+ გადაიცვა ისრაელის მეფემ+ და გავიდა საბრძოლველად.+ 31  სირიის მეფეს ნაბრძანები ჰქონდა თავისი ეტლების ოცდათორმეტი მეთაურისთვის:+ „ნურც მცირეს შეებრძოლებით და ნურც დიდს, მხოლოდ ისრაელის მეფეს შეებრძოლეთ!“+ 32  როგორც კი ეტლების მეთაურებმა იეჰოშაფატი დაინახეს, თავისთვის ჩაილაპარაკეს, ნამდვილად ეს არისო ისრაელის მეფე,+ და მისკენ გაემართნენ შესაბრძოლებლად. იეჰოშაფატმა შველა ითხოვა.+ 33  როცა ეტლების მეთაურებმა დაინახეს, რომ ის არ იყო ისრაელის მეფე, მაშინვე თავი ანებეს მის დევნას.+ 34  მოზიდა ერთმა კაცმა მშვილდი და შემთხვევით მოარტყა ისრაელის მეფეს ჯავშნის ნაწიბურთან. უთხრა მეფემ მეეტლეს:+ „მოზიდე სადავეები და გამიყვანე ბანაკიდან, მძიმედ ვარ დაჭრილი“. 35  იმ დღეს ცხარე ბრძოლა გაიმართა. სირიელებისკენ მიბრუნებული ისრაელის მეფე საღამომდე ფეხზე მდგარი ჰყავდათ ეტლში და საღამოს მოკვდა იგი.+ სისხლი ჭრილობიდან საომარ ეტლში იღვრებოდა.+ 36  მზის ჩასვლისას ბანაკში ხმამაღალი ძახილი ისმოდა: „ყველა თავისი ქალაქისკენ, ყველა თავისი მიწისკენ!“+ 37  მოკვდა მეფე, წაასვენეს სამარიაში+ და იქ დამარხეს. 38  სამარიის ავზთან გარეცხეს საომარი ეტლი და მის სისხლს ძაღლები ლოკავდნენ+ (მეძავებიც იქ ბანაობდნენ), როგორც იეჰოვას ჰქონდა ნათქვამი.+ 39  ახაბის დანარჩენ საქმეებზე, ყველაფერზე, რაც მან გააკეთა, მის აშენებულ სპილოს ძვლის+ სასახლეზე და მის აშენებულ ქალაქებზე ისრაელის მეფეთა მატიანეშია+ ჩაწერილი. 40  განისვენა ახაბმა თავისი მამა-პაპის გვერდით+ და მის შემდეგ მისი ვაჟი ახაზია+ გამეფდა. 41  ასას ვაჟი იეჰოშაფატი+ ისრაელის მეფე ახაბის მეფობის მეოთხე წელს გამეფდა იუდაზე. 42  ოცდათხუთმეტი წლისა გამეფდა იეჰოშაფატი და ოცდახუთ წელიწადს იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო აზუბა, შილხის ასული. 43  დადიოდა ის მამამისის, ასას გზით, არ გადაუხვევია მისგან, სწორად იქცეოდა იეჰოვას თვალში,+ თუმცა მაღლობები არ გაუუქმებია. ხალხი კვლავ მაღლობებზე+ სწირავდა და აბოლებდა შესაწირავს. 44  იეჰოშაფატს მშვიდობიანი ურთიერთობა ჰქონდა ისრაელის მეფესთან.+ 45  იეჰოშაფატის დანარჩენი საქმეების, მისი ძლევამოსილებისა და ბრძოლების შესახებ იუდას მეფეთა მატიანეშია+ ჩაწერილი. 46  აღგავა იმ მიწიდან+ ტაძრის მეძავი კაცები,+ რომლებიც მამამისის, ასას დროიდან შემორჩნენ. 47  მეფე არა ჰყავდა ედომს,+ მეფისნაცვალი ასრულებდა მეფის მოვალეობას.+ 48  თარშიშის+ ხომალდები გაგზავნა იეჰოშაფატმა ოფირიდან ოქროს მოსატანად, მაგრამ ვერ ჩავიდნენ, რადგან ეციონ-გებერში+ დაიმსხვრნენ. 49  მაშინ ახაზიამ, ახაბის ვაჟმა, იეჰოშაფატს უთხრა, ჩემი მსახურები შენს მსახურებთან ერთად წავიდნენო ხომალდებით, მაგრამ არ დათანხმდა იეჰოშაფატი.+ 50  განისვენა იეჰოშაფატმა თავისი მამა-პაპის გვერდით+ და დამარხეს ის თავისი მამა-პაპის გვერდით დავითის, თავისი წინაპრის ქალაქში.+ მის შემდეგ მისი ვაჟი იეჰორამი+ გამეფდა. 51  ახაზია,+ ახაბის ვაჟი, იუდას მეფე იეჰოშაფატის მეფობის მეჩვიდმეტე წელს გამეფდა ისრაელზე სამარიაში და ორ წელიწადს იმეფა ისრაელზე. 52  ბოროტებას სჩადიოდა+ იეჰოვას თვალში და დადიოდა თავისი დედ-მამისა+ და იერობოამის,+ ნებატის ვაჟის გზით, რომელმაც ცოდვაში გახვია ისრაელი.+ 53  ემსახურებოდა ბაალს,+ თაყვანს სცემდა მას და შეურაცხყოფდა+ იეჰოვას, ისრაელის ღმერთს მამამისის მსგავსად.

სქოლიოები

იხილეთ 18:29-ის სქოლიო.