1 მეფეები 3:1—28

3  დაუმოყვრდა+ სოლომონი ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, შეირთო ფარაონის ასული+ და დავითის ქალაქში+ მიიყვანა, სანამ ააშენებდა თავის სახლს,+ იეჰოვას სახლს+ და გალავანს იერუსალიმის გარშემო,+  თუმცა ხალხი ჯერ კიდევ მაღლობებზე სწირავდა მსხვერპლს,+ რადგან იმ დროისთვის ჯერ არ იყო აშენებული სახლი იეჰოვას სახელზე.+  უყვარდა+ სოლომონს იეჰოვა და მამამისის, დავითის წესებით დადიოდა,+ თუმცა ისიც მაღლობებზე+ სწირავდა მსხვერპლს და აბოლებდა შესაწირავს.  წავიდა მეფე მსხვერპლის შესაწირავად გაბაონში,+ რადგან იქ იყო მთავარი მაღლობი.+ სოლომონმა ათასი პირუტყვი შესწირა დასაწვავ მსხვერპლად იმ სამსხვერპლოზე.+  გაბაონში ღამით იეჰოვა ეჩვენა+ სოლომონს; უთხრა მას ღმერთმა სიზმარში:+ „მითხარი, რა გინდა, და მოგცემ“.+  სოლომონმა მიუგო: „შენ დიდი სიკეთე*+ გამოავლინე მამაჩემისადმი, შენი მსახური დავითისადმი, რადგან ჭეშმარიტებით, სიმართლითა+ და წრფელი გულით დადიოდა შენ წინაშე; არ წაართვი ეს დიდი სიკეთე და მიეცი ვაჟი, რომელიც დღეს მის ტახტზე ზის.+  იეჰოვა, ჩემო ღმერთო, შენ გაამეფე შენი მსახური მამაჩემის, დავითის შემდეგ, თუმცა ჯერ ბავშვი+ ვარ და არც გასვლა ვიცი და არც შემოსვლა.+  შენ მიერ არჩეულ+ ხალხს შორისაა შენი მსახური, მრავალრიცხოვან ხალხს შორის, რომლის დათვლა და აღრიცხვა შეუძლებელია სიმრავლის გამო.+  მიეცი შენს მსახურს მორჩილი გული, რომ განსაჯოს+ შენი ხალხი და გაარჩიოს სიკეთე ბოროტებისგან.+ ვინ განსჯის შენს ხალხს,+ ვინ გაართმევს თავს ამ ძნელ საქმეს?“+ 10  მოეწონა იეჰოვას, რაც სოლომონმა სთხოვა,+ 11  და უთხრა მას ღმერთმა: „რადგან ეს მთხოვე და არ ითხოვე დღეგრძელობა, არც სიმდიდრე+ და არც შენი მტრების სული, არამედ გაგების უნარი ითხოვე, ხალხს სამართალი რომ გაუჩინო,+ 12  შენი სიტყვისამებრ მოვიქცევი,+ მოგცემ ისეთ ბრძენ და გაგებულ გულს,+ როგორიც არც შენამდე ჰქონია ვინმეს და არც შენ შემდეგ ექნება.+ 13  რაც არ გითხოვია, იმასაც მოგცემ,+ სიმდიდრესა+ და დიდებას, შენს სიცოცხლეში არავინ იქნება შენი მსგავსი მეფეთა შორის.+ 14  თუ მამაშენი დავითივით ივლი ჩემი გზით+ და დაიცავ ჩემს წესებსა+ და მცნებებს, დღეგრძელსაც+ გაგხდი“. 15  გაიღვიძა სოლომონმა+ და მიხვდა, რომ ეს ხილვა იყო. წავიდა იერუსალიმში, მივიდა იეჰოვას შეთანხმების კიდობანთან,+ შესწირა დასაწვავი მსხვერპლი და მშვიდობის შესაწირავი+ და ნადიმი+ გაუმართა თავის მსახურებს.+ 16  ამ დროს ორი მეძავი+ ქალი მივიდა და მეფის წინაშე წარდგა.+ 17  უთხრა მას ერთმა მათგანმა: „მაპატიე, ჩემო ბატონო,+ მე და ეს ქალი ერთ სახლში ვცხოვრობთ და ისიც შინ იყო, როცა ვიმშობიარე. 18  ჩემი მშობიარობიდან მესამე დღეს ამ ქალმაც იმშობიარა. ერთად ვიყავით, უცხო არავინ ყოფილა სახლში, მარტო ჩვენ ორნი ვიყავით. 19  მოუკვდა ღამით ამ ქალს შვილი, რადგან ზედ დასწოლოდა. 20  ადგა შუაღამისას, გვერდიდან ამაცალა ჩემი შვილი, როცა ეძინა შენს მხევალს, და უბეში ჩაიწვინა, თავისი მკვდარი შვილი კი მე ჩამიწვინა უბეში. 21  გავიღვიძე დილით, რომ ბავშვისთვის ძუძუ მომეწოვებინა,+ და მკვდარი იყო ბავშვი. დავაკვირდი დილით და მივხვდი, რომ ის არ იყო ჩემი შვილი, ჩემი გაჩენილი“. 22  მეორე ქალმა თქვა: „არა, ჩემი შვილია ცოცხალი და შენია მკვდარი!“ ეს ქალი კი ამბობდა: „არა, შენია მკვდარი, ჩემი კი — ცოცხალი!“ ასე დავობდნენ მეფის წინაშე.+ 23  ბოლოს მეფემ თქვა: „ერთი ამბობს, ცოცხალი ჩემი შვილია და მკვდარი — შენიო; მეორე ამბობს, არა, შენი შვილია მკვდარი, ჩემი კი ცოცხალიო“. 24  ბრძანა მეფემ:+ „მახვილი მომიტანეთ!“ მოუტანეს მეფეს მახვილი. 25  ბრძანა მეფემ: „ორად გაჭერით ცოცხალი ბავშვი და ერთი ნახევარი ერთ ქალს მიეცით, მეორე ნახევარი კი — მეორეს!“ 26  შეევედრა მეფეს ცოცხალი ბავშვის დედა (რადგან გულ-ღვიძლი+ დაეწვა შვილის+ გამო): „მაპატიე,+ ჩემო ბატონო! ოღონდ ნუ მოკლავთ და მაგას მიეცით ცოცხალი ბავშვი“. მეორე ქალი კი ამბობდა: „არც მე და არც შენ, გაჭერით!“+ 27  მეფემ ბრძანა: „არ მოკლათ, ამას მიეცით ცოცხალი ბავშვი, ეს არის ბავშვის დედა!“ 28  გაიგო მთელმა ისრაელმა მეფის მიერ გამოტანილი განაჩენი+ და შეეშინდათ მეფისა,+ რადგან ღვთის სიბრძნე+ იყო მასში განაჩენის გამოტანისას.

სქოლიოები

იხილეთ 2:7-ის სქოლიო.