1 მეფეები 4:1—34
4 მეფობდა სოლომონი მთელ ისრაელზე.+
2 მთავრებად+ დააყენა: აზარია — ცადოკ+ მღვდლის ვაჟი,
3 ელიხორეფი და ახია — შიშას ვაჟები, მწერლები;+ იეჰოშაფატი+ — ახილუდის ვაჟი, მემატიანე,
4 ბენაია+ — იეჰოიადას ვაჟი, მხედართმთავარი,+ და ცადოკი და აბიათარი,+ მღვდლები;
5 აზარია — ნათანის+ ვაჟი, ზედამხედველთა უფროსი, ზაბუდი — ნათანის ვაჟი — მღვდელი და მეფის მეგობარი;+
6 ახიშარი — სასახლის ზედამხედველი, ადონირამი+ — აბდას ვაჟი — სავალდებულო სამუშაოების+ შემსრულებელთა ზედამხედველი.
7 თორმეტი ზედამხედველი ჰყავდა დაყენებული სოლომონს ისრაელზე. ისინი სარჩოთი ამარაგებდნენ მეფესა და მის სასახლეს; თითოეული წელიწადში თითო თვეს ამარაგებდა სარჩოთი.+
8 აი ისინიც: ხურის ვაჟი — ეფრემის მთიან მხარეში;+
9 დეკერის ვაჟი — მაკაცში, შაალბიმში,+ ბეთ-შემეშსა+ და ელონ-ბეთ-ხანანში;
10 ხესედის ვაჟი — არუბოთში (მისი იყო სოქო და ხეფერის+ მთელი მიწა);
11 აბინადაბის ვაჟი — დორის+ მთაში (მას ცოლად ჰყავდა ტაფათი — სოლომონის ასული);
12 ბაანა, ახილუდის ვაჟი — თაანახში,+ მეგიდოსა+ და მთელ ბეთ-შეანში,+ ცარეთანთან,+ იზრეელის+ ქვემოთ, ბეთ-შეანიდან აბელ-მეჰოლამდე,+ იოკმეამის+ მხარემდე;
13 გებერის ვაჟი — გალაადის რამოთში+ (მისი იყო მენაშეს ვაჟის, იაირის+ კარვებით დასახლებული ადგილები გალაადში+ და არგობის+ მხარე ბაშანში+ — სამოცი დიდი, გალავნიანი და სპილენძის ურდულებიანი ქალაქი);
14 ახინადაბი, იდოს ვაჟი — მახანაიმში,+
15 ახიმააცი — ნაფთალში+ (მასაც სოლომონის ასული ჰყავდა ცოლად, ბასმათი);+
16 ბაანა, ხუშაის ვაჟი — აშერსა+ და ბეალოთში;
17 იეჰოშაფატი, ფარუას ვაჟი — ისაქარში;+
18 შიმეი,+ ელას ვაჟი — ბენიამინში;+
19 გებერი, ურის ვაჟი — გალაადის+ მიწაზე, ამორეველთა+ მეფე სიხონისა+ და ბაშანის+ მეფე ოგის+ მიწაზე; ყველა ზედამხედველს კი ერთი ზედამხედველობდა იმ მიწაზე.
20 იუდა და ისრაელი ზღვის ქვიშასავით მრავალრიცხოვანნი+ იყვნენ; ჭამდნენ, სვამდნენ და მხიარულობდნენ.+
21 განაგებდა სოლომონი ყველა სამეფოს მდინარიდან*+ ფილისტიმელთა მიწამდე და ეგვიპტის საზღვრამდე. მათ ძღვენი მიჰქონდათ სოლომონთან მთელი მისი სიცოცხლე.+
22 სოლომონის დღიური სარჩო იყო: ოცდაათი ქორი*+ წმინდად დაფქული ფქვილი და სამოცი ქორი ჩვეულებრივი ფქვილი,
23 ათი ნასუქი და ოცი ნაიალაღარი ხარი, ასი ცხვარი, თუ არ ჩავთვლით ირმებს,+ ქურციკებს,+ შვლებსა და ნასუქ გუგულებს.
24 მდინარის გამოღმა ყველაფერი მისი იყო,+ თიფსახიდან ღაზამდე,+ მდინარის გაღმა ყველა მეფე მას ემორჩილებოდა.+ ირგვლივ ყველგან მშვიდობა+ სუფევდა.
25 სოლომონის დროს უსაფრთხოდ+ ცხოვრობდა იუდა+ და ისრაელი, ყველა თავისი ვაზისა და ლეღვის ქვეშ,+ დანიდან ბეერ-შებამდე.+
26 ორმოცი ათასი თავლა+ ჰქონდა სოლომონს ეტლის+ ცხენებისთვის და ორმოცი ათასი მხედარი ჰყავდა.
27 სარჩოთი ამარაგებდნენ ზედამხედველები+ სოლომონ მეფეს და ყველას, ვინც მისი სუფრიდან იკვებებოდა, თითოეული თავის თვეში ამარაგებდა, არაფერს აკლებდნენ.
28 მოჰქონდათ ქერი და ბზე ცხენებისა+ და ბედაურებისთვის, სადაც არ უნდა ყოფილიყვნენ, თითოეულს მისთვის მიჩენილ ადგილზე.+
29 ზღვის ქვიშასავით+ უხვად აძლევდა ღმერთი სოლომონს სიბრძნეს,+ გაგების უნარსა+ და გამჭრიახ გულს.+
30 სოლომონის სიბრძნე მთელი აღმოსავლეთისა+ და ეგვიპტის სიბრძნეს+ აღემატებოდა.+
31 ის ყველაზე ბრძენი იყო, ეზრახელ ეთანზეც,+ ჰემანზეც,+ ქალქოლსა+ და დარდაზეც — მახოლის ვაჟებზე; მან მეზობელ ერებში გაითქვა სახელი.+
32 წარმოთქვა სამი ათასი იგავი+ და შეთხზა ათას ხუთი სიმღერა.+
33 ყვებოდა ხეებზე, ლიბანის კედრით+ დაწყებული კედლის უსუპით+ დამთავრებული, მხეცებზე,+ ფრინველებზე,+ ქვეწარმავლებსა+ და თევზებზე.+
34 ყველა ერიდან მიდიოდნენ სოლომონის სიბრძნის+ მოსასმენად, მთელი დედამიწის მეფეებიც კი, ვისაც მისი სიბრძნის ამბავი სმენოდა.+