1 მეფეები 6:1—38

6  ეგვიპტიდან ისრაელის ძეების გამოსვლის+ ოთხას მეოთხმოცე წელს, ისრაელზე მეფობის მეოთხე წელს,+ ზივის+ თვეში, მეორე თვეს,+ სოლომონი იეჰოვას სახლის შენებას შეუდგა.+  სახლი, რომელიც სოლომონმა იეჰოვას აუშენა,+ სიგრძით სამოცი წყრთა იყო,+ სიგანით — ოცი და სიმაღლით — ოცდაათი.+  სახლის დარბაზის* წინკარი+ სიგრძით ოცი წყრთა იყო სახლის სიგანის შესაბამისად, სიგანე კი ათი წყრთა ჰქონდა.  სახლს გაუკეთა სარკმლები, რომელთა ჩარჩოებიც ვიწროვდებოდა.+  სახლის კედლებს, დარბაზისა* და შიდა ოთახის*+ ირგვლივ, შენობა მიადგა, გვერდითი ოთახები+ მიაშენა.  ქვედა გვერდითი ოთახები სიგანით ხუთი წყრთა იყო, შუა გვერდითი ოთახები — ექვსი წყრთა, ზედა გვერდითი ოთახები კი — შვიდი წყრთა. სახლის ირგვლივ კედლები შეჭრილი+ იყო, საყრდენი სახლის კედლებში რომ არ ყოფილიყო ჩატანებული.+  სახლი თლილი ქვით+ შენდებოდა. სახლის მშენებლობის დროს არც ჩაქუჩის ხმა ისმოდა, არც ცულის და არც არანაირი რკინის იარაღის.+  ქვედა გვერდით ოთახებს შესასვლელი+ სახლის მარჯვენა მხარეს ჰქონდა. ხვეული კიბით ადიოდნენ შუა სართულზე და იქიდან — მესამეზე.  განაგრძო მან სახლის მშენებლობა და სახლის შიდა სამუშაოების დასამთავრებლად+ კედრის კოჭები და ფიცრები გამოიყენა.+ 10  ხუთი წყრთა სიმაღლის გვერდითი ოთახები+ მიუშენა მთელ სახლს გარშემო. ოთახებს სახლზე კედრის ხეების საყრდენი ჰქონდა.+ 11  გამოეცხადა სოლომონს+ იეჰოვას სიტყვა:+ 12  „თუ ივლი ჩემი წესებით,+ აღასრულებ ჩემს სამართალს,+ დაიცავ ჩემს მცნებებს და მათ თანახმად ივლი,+ შეგისრულებ იმ სიტყვას, რაც დავითს, მამაშენს ვუთხარი ამ სახლზე, რომელსაც აშენებ.+ 13  დავმკვიდრდები ისრაელის ძეებს შორის+ და არ მივატოვებ ჩემს ხალხს, ისრაელს“.+ 14  განაგრძო სოლომონმა სახლის შენება, რომ საქმე ბოლომდე მიეყვანა.+ 15  სახლის კედლები შიგნიდან კედრის ფიცრებით მოაპირკეთა. იატაკიდან ჭერამდე სახლი ხით მოაპირკეთა და იატაკზე ღვიის+ ფიცრები დააგო. 16  სახლის ბოლოდან ოც წყრთაზე, იატაკიდან ჭერამდე, კედრის ფიცრებით გამოყო შიდა+ ოთახი, წმინდათაწმინდა.+ 17  სახლი ანუ დარბაზი*+ წინა მხრიდან+ ორმოცი წყრთა იყო. 18  სახლის შიგნით კედრის ფიცრებზე გოგრები+ და ყვავილის+ გვირგვინები იყო მოჩუქურთმებული, მთლიანად კედრისა იყო, ქვა არ ჩანდა. 19  მოამზადა სახლში შიდა+ ოთახი იეჰოვას შეთანხმების+ კიდობნის+ დასადგმელად. 20  შიდა ოთახი ოცი წყრთა იყო სიგრძით, სიგანითა+ და სიმაღლით. ის სუფთა ოქროთი+ მოავარაყა, სამსხვერპლო+ კი კედრის ფიცრებით მოაპირკეთა. 21  სოლომონმა სუფთა ოქროთი+ მოავარაყა+ სახლიც შიგნიდან და ოქროთი მოვარაყებული შიდა ოთახის+ წინ ოქროს ჯაჭვი+ გააბა. 22  მთელი სახლი ოქროთი მოავარაყა+ და დაამთავრა სახლზე მუშაობა. შიდა ოთახში მდგარი სამსხვერპლოც+ მთლიანად ოქროთი მოავარაყა.+ 23  ზეთისხილის ხისგან შიდა ოთახში მან ორი ქერუბიმი+ გააკეთა, რომელთა სიმაღლე ათ-ათი წყრთა იყო.+ 24  ქერუბიმის ერთი ფრთა ხუთი წყრთა იყო, მეორე ფრთაც — ხუთი წყრთა; ათი წყრთა იყო ერთი ფრთის ბოლოდან მეორე ფრთის ბოლომდე.+ 25  მეორე ქერუბიმიც ათი წყრთა იყო; ორივე ქერუბიმი ერთი ზომისა და ერთი ფორმისა იყო. 26  ერთი ქერუბიმის სიმაღლე ათი წყრთა იყო, ამდენივე იყო მეორე ქერუბიმისა. 27  დადგა ფრთებგაშლილი ქერუბიმები+ შიდა სახლში. ერთი ქერუბიმის ფრთა ერთ კედელს სწვდებოდა და მეორე ქერუბიმის ფრთა — მეორე კედელს. მათი ფრთები სახლის შუაგულისკენ იყო მიმართული და ერთმანეთს ეხებოდა.+ 28  ქერუბიმებიც ოქროთი მოავარაყა.+ 29  სახლის შიდა და გარე ოთახების კედლებზე ქერუბიმები,+ პალმები+ და ყვავილები+ ამოკვეთა. 30  სახლის შიდა და გარე ოთახების იატაკიც+ ოქროთი მოაპირკეთა. 31  შიდა ოთახის შესასვლელს ზეთისხილის ხის+ კარები+ გაუკეთა — გვერდითი სვეტები, წირთხლები და მეხუთედი*. 32  ორივე კარი ზეთისხილის ხისა იყო. ზედ ქერუბიმები, პალმები და ყვავილები ამოჭრა და ოქროთი მოავარაყა. ოქროთი მოავარაყა ქერუბიმები და პალმები. 33  ასეთივე შესასვლელი გაუკეთა ტაძარს ზეთისხილის ხის ოთხკუთხედი წირთხლებით. 34  ორივე კარი ღვიის+ ხისა იყო. როგორც ერთი კარის ორივე ფრთა, ისე მეორე კარის ორივე ფრთა ანჯამებზე ტრიალებდა.+ 35  ზედ ქერუბიმები, პალმები და ყვავილები ამოჭრა და ოქროთი მოავარაყა.+ 36  მოაპირკეთა შიდა+ ეზო სამი ფენა+ თლილი ქვითა და სამი ფენა კედრის ხით. 37  იეჰოვას სახლს მეოთხე წელს, ზივის+ მთვარისმიერ თვეში ჩაეყარა საძირკველი;+ 38  სახლის მშენებლობა მეთერთმეტე წელს, ბულის მთვარისმიერ თვეში, მერვე თვეს დასრულდა+ ყოველი წვრილმანის გათვალისწინებითა და გეგმის მიხედვით;+ შვიდ წელიწადს აშენებდა იგი სახლს.

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — ტაძარი. როგორც ჩანს, იგულისხმება წმინდა.
იხილეთ 6:3-ის სქოლიო.
ანუ წმინდათაწმინდა.
იხილეთ 6:3-ის სქოლიო.
უცნობია რა იგულისხმება „მეხუთედში“.